დათო ტურაშვილი თანასწორობის შესახებ
ჩვენ ბავშვობიდან ”ვეფხისტყაოსანი” გვძულს
იმიტომ, რომ გვაზეპირებინებდნენ ხოლმე
და როცა გაზეპირებინებენ იმას, რაც არ გესმის პატარა რომ ხარ
მასწავლებელიც გეზიზღება, დირექტორიც,
შოთა რუსთაველიც და თამარ მეფეც და...
მე მინდა რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს
და პირიქით კი არ გვძულდეს ბავშვობიდან, არამედ გვიყვარდეს
ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ უბრალოდ რამდენიმე საუკუნით
ვუსწრებთ დანარჩენ მსოფლიოს თუნდაც ამ აფორიზმით
სადაც ჩემთვის ცალსახად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე
ეს არის იმ თანასწორობაზე ლაპარაკი
რომელიც არის სამყაროს მთავარი მშვენება
რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი
და უნდა იყოს თანასწორი, თუ არ არის თანასწორი
ხშირია გენდერულ თანასწორობაზე საუბარი
მეც მაქვს ეს გამოცდილება, მესამეც რომ გოგო გამიჩნდა
შუა ქუჩაში უცნობმა ქალმა გამაჩერა, ვინც იცოდა რომ მესამეც გოგო გამიჩნდა
კი მომილოცა, მაგრამ შევატყვე, რომ ძალიან ცალყბად მომილოცა
დიდი მადლობა რომ ვუთხარი, კი მესმის რომ ბიჭი გინდოდაო
მე ვუთხარი არ მინდოდა, მე მინდოდა ოთხი გოგო მყავდეს და
მერე გადავალ ბიჭებზე მეთქი, ნუ უცნაურია მაგრამ...
ზუსტად ვიცი რატომაა გაუცხოება, დისტანცირება და შიში ერთგვარი
იმიტომ, რომ ეს არის უცხო სიტყვა. სინამდვილეში ამ ტერმინის
და კიდევ ბევრი სხვა ტერმინის გამოგონებამდე
ეს თანასწორობის იდეა საქართველოში არსებობდა
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სახელმწიფო სინამდვილეში
შექმნა "ვეფხისტყაოსანმა" და ახლა უცხო ტერმინი რომ გვესმის
ვერ ვაკავშირებთ ამას ჩვენს წარსულთან, თორემ სინამდვილეში
ჩვენს წარსულში ეს ჩვენ გავლილი გვაქვს ბევრი საუკუნეებით ადრე
ამიტომ ნუ შეგვეშინდება თანასწორობის
ჩვენ მოვიგონეთ თანასწორობა სინამდვილეში
და სხვებმა საუკუნეების მერე აიტაცეს, ახალი ევროპული არის
კარგად დავიწყებული ძველი ქართული, მით უმეტეს თანასწორობა.