×

Nós usamos os cookies para ajudar a melhorar o LingQ. Ao visitar o site, você concorda com a nossa política de cookies.

Peppa Pig, გოჭი პეპა - ფრანი - YouTube – Text to read

Peppa Pig, გოჭი პეპა - ფრანი - YouTube

Iniciante 1 Georgiano lesson to practice reading

Comece a aprender esta lição agora

მე ვარ გოჭი პეპა.

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუ.

გოჭი პეპა.

ფრანი.

მზე ანათებს.

პეპა თავის ოჯახთან ერთად სეირნობს პარკში.

მათ უნდა გაუშვან ფრანი.

ჯორჯმა პირველმა უნდა გაუშვას ფრანი.

ჯორჯი გარბის მთელი ძალით.

მაგრამ ფრანი არ ფრინდება.

- ჯორჯ, შენ ყველაფერს არასწორად აკეთებ.

უყურე როგორ უნდა, შეხედე!

- პეპა გარბის მთელი ძალით.

მაგრამ ფრანი მაინც არ ფრინდება.

- ფრანი ვერ აფრინდება ქარის გარეშე, რაც არ უნდა ირბინოთ.

- მოცდა მოგვიწევს, სანამ ქარი ამოვარდება.

- შეხედეთ, ქარმა დაუბერა.

თუ ქარი უბერავს, ესე იგი ფრანი შეიძლება აფრინდეს.

ქარი ძალიან ძლიერია.

ძალიან ძლიერი.

- მადლობა მამა.

მამა ღრუტუს უჭირავს ფრანი.

- ვაშა!

მაღლა, მაღლა.

მამა ღრუტუმ იცის ფრანის მართვა.

- დიახ, მე ცუდად არ ვერკვევი ასეთ რაღაცეებში.

- ფრთხილად, ხეები, ფრანი არ გაიხლართოს.

- არ ინერვიულო, მე ვიცი რას ვაკეთებ.

აი ფრანი მაინც გაიხლართა ხეზე.

ო არა.

დაწყნარდი, ჯორჯ, მამა ჩამოხსნის.

ვაშა!

დიახ.

ფრთხილად, იქ დიდი გუბეა!

პეპას და ჯორჯს უყვართ გუბეებში ხტუნვა.

შეიძლება ვიხტუნოთ?

შეიძლება?

არა, არ მინდა დაისვაროთ.

აბა გაიწიე.

ფრთხილად იყავი მამა ღრუტუ!

ვიცი რასაც ვაკეთებ.

ფრთხილად მამა ღრუტუ!

ცოტა კიდევ მამა.

მამა ღრუტუ, ტოტი ვერ დაგიჭერს.

სისულელეა, არც ისეთი მძიმე ვარ.

ვაშა!

მამა ღრუტუმ ჩამოხსნა ფრანი.

რა ცუდია, ყველა რა ტალახიანები ხართ.

ეს უბრალოდ ტალახია.

კარგია მამა ღრუტუ რომ არ ჩამოვარდა და შეძლო ფრანის ხიდან ჩამოხსნა.

- ვაშა!

- დედა, რადგან უკვე დავისვარეთ, შეიძლება ვიხტუნაოთ?

- მე მგონი შეიძლება, ამაზე მეტად ვეღარ გატალახიანდებით.

აი მამა ღრუტუს კი ბანაობა არ აწყენდა.

პეპას და ჯორჯს უყვართ გუბეში ხტუნაობა.

დედას და მამასაც უყვართ გუბეში ხტუნვა.

ყველას უყვარს გუბეში ხტუნვა.

გუბეში ხტუნვა ისევე სახალისოა, როგორც ფრანის გაშვება.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE