×

Nós usamos os cookies para ajudar a melhorar o LingQ. Ao visitar o site, você concorda com a nossa política de cookies.

Promoção de Ano Novo - Semana Prolongada Até 50% de Desconto
image

Peppa Pig, გოჭი პეპა - მუზეუმი — YouTube

გოჭი პეპა - მუზეუმი — YouTube

– მე ვარ გოჭი პეპა.

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუ.

გოჭი პეპა

მუზეუმი

პეპა და მისი ოჯახი მუზეუმში მივიდნენ.

— მამა, მუზეუმი რა არის?

— ეს არის ადგილი, სადაც ინახება ბევრი საინტერესო და ძველი ნივთი.

— ძველი უფრო შენზე დიდია?

— დიახ, ჩემზე გაცილებით უფრო ძველი.

— როგორი ძველია.

— იქ არის დარბაზი სადაც ინახება მეფეების და დედოფლების ნივთები.

— მე მინდა ვნახო ეს დარბაზი.

— აგრეთვე არის დარბაზი სადაც ნამდვილი დინოზავრია.

— დინოზავრი.

— გამარჯობა, დედა ღრუტუნო!

— გამარჯობა, ქალბატონო კურდღელო!

— რამდენი ბილეთი გნებავთ?

— ორი დიდის და ორი ბავშვის.

— დინოზავრი.

— და დინოზავრისთვის.

პეპას უნდა რომ ნახოს სამეფო ნივთები.

— დინოზავრი.

მაგრამ ჯორჯს უნდა ნახოს დინოზავრი.

— არ იტირო, ჯორჯ, ჩვენ მალე ვნახავთ დინოზავრს.

პეპა, ეს არის ის ნივთები რომლებიც იყო დრო მეფეებს და დედოფლებს.

— აი სამეფო სავარძელი, ოქროს ტახტი.

— ლამაზია!

— ეს კი დედოფლის კაბაა.

— როგორი ნაზია.

— პეპა, შეხედე: ნამდვილი ოქროს გვირგვინი.

— ჯადოსნური ნივტებია.

— დედა, სად არის სამეფო ტელევიზორი?

— მაშინ ტელევიზორი არ იყო.

— როგორ თუ არ იყო?

კომპიუტერი იყო?

— არა, არც კომპიუტერი.

— ნეტა რას საქმიანობდნენ?

დედა, მე რომ ვყოფილიყავი დედოფალი, მხოლოდ ნამცხვრებს შევჭამდი.

პეპამ თავი დედოფლად წარმოიდგინა.

— უგემრიელესია.

— რას მიბრძანებ, დედოფალო პეპა?

— დიახ, მე მსურს კიდევ ნამცხვარი.

— ახლავე.

— წამომყევით!

— მოვდივარ, მამა!

— მამა, მე დედოფალი ვარ.

და შენ თავად მუხლი უნდა დამცე.

— მაპატიეთ, თქვენო უდიდებულესობავ!

— რას საქმიანობთ?

— მე თქვენი მამა ვარ.

— საინტერესო საქმიანობაა.

— დიახ, ძალიან საინტერესოა.

— ეს რა დარბაზია?

— ეს დინოზავრის დარბაზია!

— დინოზავრის? ჯორჯ, გესმის: დინოზავრის!

— დინოზავრის.

— სად არის დინოზავრი?

— ეს იმ დარბაზშია.

— არ ვხედავ. ალბათ პატარაა.

— არა, პეპა, ის ძალიან დიდია.

ეს ნამდვილი დინოზავრის ჩონჩხია.

— დინოზავრი.

ჯორჯმა თავი დინოზავრად წარმოიდგინა.

— ეს დინოზავრია! მიშველეთ, მიშველეთ!

— ეს ჯორჯის საყვარელი დარბაზია.

— ჩემი საყვარელი დარბაზი კი სამეფოა.

— მამა ღრუტუ კი წავიდა თავის საყვარელ დარბაზში.

— ეს რომელია დედა.

— დარბაზი ფუნთუშებით.

მუზეუმის ბუფეტი. მამა ღრუტუს ყველაზე საყვარელი ადგილია.

— აბა, დასხედით.

— ეს მართლაც კარგი დარბაზია.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE