×

Nós usamos os cookies para ajudar a melhorar o LingQ. Ao visitar o site, você concorda com a nossa política de cookies.

Inscreva-se gratuitamente
image

Peppa Pig, გოჭი პეპა - დალაგება - YouTube

გოჭი პეპა - დალაგება - YouTube

მე ვარ გოჭი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. გოჭი პეპა

დალაგება

პეპა და ჯორჯი საბავშვო ოთახში თამაშობენ. -მოდი თოჯინობანა და დინოზავრობანა ვითამაშოთ. ვინ არის ეს? ალბათ საშინელი მონსტრი. დინოზავრი. ეს დინოზავრია. არა, მიშველეთ! მიშველეთ! - მამა ღრუტუ სასტუმრო ოთახშია. ის გაზეთს კითხულობს. დედა ღრუტუნაც წიგნს კითხულობს. - მიშველეთ! - რას აკეთებენ? - მიშველეთ! მიშველეთ! პეპა, ჯორჯ, რა ხდება? რა ხმაურია? არა, არა, არა, მიშველეთ. რა ხდება იქ? რა საშინელი ხმაურია? რა უწესრიგობაა? ხომ შეიძლება, რომ აქ ვინმე წაიქცეს. - ვიღაცამ უკვე წაიფორხილა და წაიქცა. - საბრალო მამა ღრუტუ? ბავშვებო, დროა აქაურობა მივალაგოთ. დედა, ჩვენ თოჯინებით და დინოზავრებით ვთამაშობთ. დაალაგეთ და მერე განაგრძეთ. ყველაფერი ჯორჯმაურია. რას მეუბნები, გამოდის, რომ ეს კაბა ჯორჯისაა? არა. ჰო რაღაცეები მეც დავყარე. მე მივეხმარები ჯორჯს, ხოლო დედა ღრუტუნა კი მიეხმარება პეპას. შეჯიბრება მოვაწყოთ, გოგონები და ბიჭები. მართალია, ვნახოთ ვინ მორჩება დალაგებას პირველი. მოემზადეთ, ყურადღება, დავიწყოთ. ჩვენ ვიგებთ. - სულაც არა. ეს ვინ არის? ტედი? მე შენ გეძებდი. - სწრაფად პეპა, ჩადე შენი ტედი კალათში. - ესეც ასე. ახლა წიგნი. კარგია. - ეს რა არის? დინოზავრი. მართალია, წიგნი დინოზავრებზე. ეს ხომ დასაკეცი წიგნია დინოზავრებზე. ეს ტირანოზავრი რექსია. ტირანოზავრი რექსი. მართალია. ეს ბრონტოზავრია. ბრონტოზავრი. დიახ. ეს კი ტრიცერატოპსია. ტრიცერატოპსი. ყოჩაღ, ჯორჯ! ჯორჯს უყვარს დინოზავრები. მამა, ჯორჯ! თქვენ არ ალაგებთ და წააგებთ კიდეც. - ჰო, მართალი ხარ, დალაგება. წადი წიგნის თაროზე, შემოდი, ჯორჯ. - მამა, შენ ძალიან ნელა ალაგებ, მე და დედა მოგიგებთ. - არა, ჩვენ მოვიგებთ, ჯორჯ. - ჩვენ მოვიგეთ. არა, ჩვენ! ყველამ გავიმარჯეთ. შეხედეთ, რა სისუფთავეა! ვაშა! როგორი სუფთა ოთახია! ჩვენ ყველანი ყოჩაღები ვართ. დედა, რადგან დავალაგეთ, შეიძლება მე და ჯორჯმა ვითამაშოთ თოჯინობანა და დინოზავრობანა? ახლა შეგიძლიათ თამაში განაგრძოთ. ვაშა! სად არიან ჩემი თოჯინები, სად არის დინოზავრი? აქ არიან. - დინოზავრი. - არა, ეს დინოზავრია. ოთახში ისევ არეულობაა. - არაუშავს, ცოტა ხნით ხო მაინც იყო დალაგებული.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE