×

Usamos cookies para ayudar a mejorar LingQ. Al visitar este sitio, aceptas nuestras politicas de cookie.

Georgian Songs, ეკა ჭაჭიაშვილი - ობოლი წვეთი – Texto para leer

Georgian Songs, ეკა ჭაჭიაშვილი - ობოლი წვეთი

Principiante 1 lección de de georgiano para practicar la lectura

Comienza a aprender esta lección ya

ეკა ჭაჭიაშვილი - ობოლი წვეთი

თავზე დამეცა ობოლი წვეთი.

ნეტავ რა იყო ცრემლი თუ წყალი?

არ ვიცი ალბათ ღმერთს შევეცოდე,

ჩამოუგორდა ციდან კურცხალი.

არ ვიცი ალბათ ღმერთს შევეცოდე,

ჩამოუგორდა ციდან კურცხალი.

შემოდგომა დღეები

ჟამმა გამინიავა

აგერ ვხედავ კარს მომდგარს დეკემბერს და იანვარს

ნეტავ რა მოხდებოდა,

ცოტაც დაეგვიანა.

ცას ვკითხე: "ქარმა რა მოგიტანა?"

თმაგაწეწილი ცა ხმას არ იღებს

სადღაც წყალგაღმა მღერის გიტარა:

"ქარის მოტანილს ქარი წაიღებს."

სადღაც წყალგაღმა მღერის გიტარა:

"ქარის მოტანილს ქარი წაიღებს."

შემოდგომა დღეები

ჟამმა გამინიავა

აგერ ვხედავ კარს მომდგარს დეკემბერს და იანვარს

ნეტავ რა მოხდებოდა,

ცოტაც დაეგვიანა.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE