×

Usamos cookies para ayudar a mejorar LingQ. Al visitar este sitio, aceptas nuestras politicas de cookie.

Peppa Pig, გოჭი პეპა - წვრილფეხა - YouTube – Text to read

Peppa Pig, გოჭი პეპა - წვრილფეხა - YouTube

Principiante 1 de georgiano lesson to practice reading

Comienza a aprender esta lección ya

მე ვარ გოჭი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. გოჭი პეპა.

წვრილფეხა.

პეპა თამაშობს თავისი თოჯინების სახლით, ჯორჯიც მასთან ერთად თამაშობს. პეპა უმზადებს ჩაის თოჯინების ოჯახს. - აი ჯორჯ, მე ვიქნები დედა და მამა, შენ კი იქნები შვილები. - ბავშვებო, ჩაის სმის დროა, ხელები დაიბანეთ. ჯორჯი აწვენს თოჯინებს საწოლში. - ჯორჯ, რატომ დააწვინე ბავშვები საწოლში, ჩაი უნდა მიირთვათ. ჯორჯს მოსწონს ბავშვების დაძინება. - ბავშვებო, ახლავე მოდით და ჩაი დალიეთ, თორემ ვერ მიიღებთ ტორტს. ჯორჯი ჯიუტობს და თოჯინებს აძინებს. - ჯორჯ, თუ გინდა, რომ ჩემი თოჯინებით გათამაშო, ბავშვებმა ჩაი უნდა მიირთვან. შენ შეგიძლია ჩაიდანში წყალი ჩაასხა, მიდი, ჩაასხი. ბავშვებო, მოდით, ჩაი მზადაა. - დედა, დედა მოვდივართ. ჯორჯი ცდილობს ჩაასხას ჩაიდანში წყალი. ჯორჯმა დაინახა ობობა ნიჟარაში. ჯორჯ სურს დაუმეგობრდეს ობობას. ჯორჯს მოსწონს ობობა, ობობასაც მოსწონს ჯორჯი. პეპას მოსწონს თამაშის სახელად ჩაის სმა. - სად არის შოკოლადის ორცხობილა? გუშინ ძალიან ბევრი იყო. - მაპატიე დედა, ალბათ მე შევჭამე. - ეს როგორ მოხდა? ჯორჯი აძინებს ობობას საწოლში. - ჯორჯ, რას აკეთებ? ჩვენ ხომ ჩაის სმას ვთამაშობთ? მიშველეთ, მიშველეთ. მამა, ჩემს ოთახში ობობაა. ნურაფრის გეშინია. - მამა, გთხოვ, მოაშორე აქედან. - გამარჯობა, ჯორჯ, შენ დაინახე ობობა? - მისი ისეთი საშინელია, მოაშორე. - აქვს საშიში არაფერია, პეპა. ობობა ძალიან, ძალიან პატარაა, ის არაფერს დაგიშავებს, არ იღელვო. მამა მოაშორებს მას ამ ოთახიდან. როგორი დიდი ყოფილა? მე წავალ დედა ღრუტუნას დავუძახებ, დედა ღრუტუნა. - გამარჯობა წვრილფეხა. პეპას უკვე აღარ ეშინია. - მას მოსწონს თოჯინების სახლი. - გამარჯობა ბავშვებო. გავიგონე, რომ ობობა გიპოვიათ. მე გავიყვან მას ამ ოთახიდან, რათა თქვენ თამაში შეძლოთ. - დედა, მას წვრილფეხა ჰქვია. - დიდი ობობაა შენი წვრილფეხა. პეპას და ჯორჯს მოსწონთ ობობა. ჯორჯი ისევ აძინებს ობობას. - არა, ჯორჯ, მას ჩაი უნდა, არ ეძინება. მოგშივდა წვრილფეხა? გინდა ტორტის ნაჭერი გაგასინჯო? პეპას უკვე აღარ ეშინია ობობის. - დედა, მამა, დასხედით, ყველამ ერთად მივირთვათ ჩაი, წვრილფეხაც ჩვენთან იქნება. ვის უნდა ჩაი? - მე. - მეც. პეპას უყვარს თამაში ჩაის სმა. - ეს კი შენ, წვრილფეხა. გინდა მამა გაიცნო? - გამარჯობა, მისტერ მამა ღრუტუ. - არა, მორჩი პეპა, ნუშლი წვრილფეხას მიირთვას ჩაი. - შენ რა, მისი გეშინია? - არა, არა რას ამბობ, ასე ახლოს ნუ მოხვალ. არა, არა რას ამბობ, ასე ახლოს ნუ მოხვალ. პეპას მოსწონს ობობა, სახელად წვრილფეხა. ყველას მოსწონს ობობა სახელად წვრილფეხა.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE