×

我們使用cookies幫助改善LingQ。通過流覽本網站,表示你同意我們的 cookie 政策.

The Heroes, ილია ჭავჭავაძე — 閱讀文本

The Heroes, ილია ჭავჭავაძე

初級1 喬治亞語 課程,練習閱讀

立即開始學習本課

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძეზე, ამ მასშტაბურ მოაზროვნეზე, სხვადასხვა დროში სხვადასხვა დამოკიდებულებები არსებობდა

და სხვადასხვანაირად კითხულობდნენ კიდეც.

როდესაც მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, გვასწავლიდნენ, რომ ილია არის მწერალი და მოაზროვნე, რომელიც

მწვავედ წარმოაჩენს სხვადასხვა სოციალურ კლასებს შორის არსებულ უთანასწორობას

და მრავალი სხვა პლასტი ჯერ კიდევ ყურადღების მიღმა რჩებოდა.

უკვე 2009 წელს, როდესაც ილია ჭავჭავაძის შესწავლა დავიწყე, როგორც მკვლევარმა,

ჩემთვის ახალი და ძალიან საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, თუ რაოდენ დიდ ინტერესს უთმობს ილია ჭავჭავაძე

მაგალითად, ქართველი მუსლიმების პრობლემატიკას

და რაოდენ დიდ ძალისხმევას დებდნენ ის და მისი თანამედროვეები

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან,

რომ ქართველი მუსლიმებისთვის აჭარაში მოწყობილიყო სახალხო სკოლა,

მათთვის განათლება ყოფილიყო ხელმისაწვდომი, სწავლა ყოფილიყო თურქულ ენაზე,

მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ, რომ მათ შორის,

რელიგიური განათლება მიეღოთ და „ყურანს“ უშუალოდ მოლა ასწავლიდა.

ცალკე ძალიან დიდი საკითხია, ილია ჭავჭავაძის მწერლობაშიც

და მის პუბლიცისტიკაშიც ქალთა საკითხი.

არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ქალი უსამართლოდ არის მათ თანამედროვე

საზოგადოებაში დაჩაგრული - ჩვენს კულტურაშიც და მსოფლიოშიც,

რადგან ის ჯერ კიდევ შემოიფარგლება საოჯახო სივრცით,

ის არ არის წარმიდგენილი საზოგადოებაში,

არ არის წარმოდგენილი სხვადასხვა პროფესიებში

და ის ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ არის ტყვეობაში ოჯახის და საჭიროა მათი გააქტიურება საზოგადოებრივად.

და ზოგადად, რაც შეეხება: ვაჟკაცობას, კაცობას, ამის შესახებაც თავისებური გაგება აქვს ილია ჭავჭავაძეს,

თვლის, რომ მის თანამედროვე სამყაროში

ვაჟკაცობა აღარ არის ხმლის ქნევა და მხოლოდ ძალისმიერი გამოვლინება კაცობის,

არამედ ეს შეიძლება იყოს სიმართლის დაცვა, კანონმორჩილება, სიკეთის კეთება.

მაგალითად, მის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ლექსში ის ამბობს, რომ -

„კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხეო, – აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“

როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა,

ლიბერალობა და პატრიოტობა დღეს შესაძლოა სალანძღავ სიტყვად იყოს ქცეული,

თუმცა ვფიქრობ, რომ თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე,

ძალიან მნიშვნელოვანია, ილია ჭავჭავაძის, ამ ძალიან დიდი,

მნიშვნელოვანი და მასშტაბური მწერლის,

ვისაც საქართველოს აზროვნების განვითარებაზე დიდი გავლენა აქვს,

სწორედ აი ამ კონტექსტში წაკითხვა.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE