×

我們使用cookies幫助改善LingQ。通過流覽本網站,表示你同意我們的 cookie 政策.

LingQ Mini Stories, 4- ჩემი ქალიშვილი კარგი მოსწავლეა — 閱讀文本

LingQ Mini Stories, 4- ჩემი ქალიშვილი კარგი მოსწავლეა

初級2 喬治亞語 課程,練習閱讀

立即開始學習本課

ჩემი ქალიშვილი ყოველდღე დადის სკოლაში.

მას ძალიან უყვარს სკოლა.

ის კარგი მოსწავლეა.

მასწავლებლებს ძალიან მოსწონთ ჩემი ქალიშვილი.

ჩემს ქალიშვილსაც ბევრი მეგობარი ჰყავს.

მისი საუკეთესო მეგობარი მაიაა.

მაიას უყვარს მათემატიკა და მეცნიერება.

ჩემს ქალიშვილს უყვარს ინგლისური და ისტორია.

ისინი ერთმანეთს ეხმარებიან საშინაო დავალების შესრულებაში.

ისინი კარგად სწავლობენ და სკოლაში კარგი შედეგები აქვთ.

თქვენს წინაშეა იგივე ამბავი, მოთხრობილი სხვაგვარად

მე სკოლაში ყოველდღე დავდივარ.

მე ძალიან მომწონს სკოლა.

მე კარგი მოსწავლე ვარ.

მე ჩემს მასწავლებლებს ძალიან მოვწონვარ.

მე, ასევე, მყავს ბევრი მეგობარი.

ჩემი საუკეთესო მეგობარი მაიაა.

მას უყვარს მათემატიკა და მეცნიერება.

მე მომწონს ინგლისური და ისტორია.

ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით საშინაო დავალების შესრულებაში.

ჩვენ ვსწავლობთ კარგად და გვაქვს კარგი შედეგები სკოლაში.

კითხვები

პირველი: ჩემი ქალიშვილი ყოველდღე დადის სკოლაში. დადის ჩემი ქალიშვილი ყოველდღე სკოლაში? დიახ, ის ყოველდღე დადის სკოლაში.

მეორე: ჩემს ქალიშვილს სკოლა მოსწონს. უყვარს ჩემს ქალიშვილს სკოლა? დიახ, მას უყვარს სკოლა.

მესამე: ჩემი ქალიშვილი კარგი მოსწავლეა. ცუდი მოსწავლეა ჩემი ქალიშვილი? არა, ჩემი ქალიშვილი არ არის ცუდი მოსწავლე. ის კარგი მოსწავლეა.

მეოთხე: მასწავლებლებს მოსწონთ ჩემი ქალიშვილი. მოსწონთ მასწავლებლებს ჩემი ქალიშვილი? დიახ, მასწავლებლებს მოსწონთ იგი.

მეხუთე: მის საუკეთესო მეგობარს მაია ჰქვია. მის საუკეთესო მეგობარს ჯული ჰქვია? არა, მის საუკეთესო მეგობარს მაია ჰქვია.

მეექვსე: მაიას უყვარს მათემატიკა და მეცნიერება. უყვარს მაიას ინგლისური და ისტორია? არა, მას უყვარს მათემატიკა და მეცნიერება.

მეშვიდე: ჩემი ქალიშვილი და მაია სკოლაში კარგად სწავლობენ. კარგად სწავლობს ჩემი ქალიშვილი? დიახ, ჩემი ქალიშვილი და მაია სკოლაში კარგად სწავლობენ.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE