×

我們使用cookies幫助改善LingQ。通過流覽本網站,表示你同意我們的 cookie 政策.

LingQ Mini Stories, 32- თეკლა ამზადებს საუზმეს ოჯახისთვის — 閱讀文本

LingQ Mini Stories, 32- თეკლა ამზადებს საუზმეს ოჯახისთვის

初級2 喬治亞語 課程,練習閱讀

立即開始學習本課

თეკლა მთელი დილა ცდილობდა საუზმის მომზადებას.

მისი ვაჟი და ქმარიც საუზმეს ელოდნენ.

ბევრი საჭმელი არ იყო, როცა თეკლამ მაცივარში შეიხედა.

მხოლოდ კვერცხები, პური და რძე დაინახა.

საბოლოოდ, მან გადაწყვიტა კვერცხის მომზადება.

მან აადუღა წყალი და სამი კვერცხი ჩაყარა წყალში.

ჩაიც მოამზადა თავისთვის და ქმრისთვის.

მის შვილს სანაცვლოდ ფორთოხლის წვენი ჰქონდა.

თქვენს წინაშეა იგივე ამბავი, მოთხრობილი სხვაგვარად

მთელი დილა ვცდილობდი საუზმის მომზადებას.

ჩემი შვილი და ქმარიც საუზმეს ელოდებიან.

მაცივარში შევიხედე.

მაგრამ იქ ბევრი საკვები არ არის.

ვნახე კვერცხი, პური და რძე.

ამიტომ გადავწყვიტე კვერცხის მოხარშვა.

ქვაბში ვადუღებ წყალს და სამი კვერცხი ჩავაწყვე წყალში.

ჩაისაც ვამზადებ ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის.

ჩემი შვილი სანაცვლოდ ფორთოხლის წვენს სვამს.

კითხვები

პირველი: თეკლა ცდილობდა საუზმის მომზადებას.

რის მომზადებას ცდილობდა თეკლა? თეკლა ცდილობდა საუზმის მომზადებას.

მეორე: თეკლას ქმარი და შვილი საუზმეს ელოდნენ.

რას ელოდნენ თეკლას ქმარი და შვილი? საუზმეს ელოდებოდნენ.

მესამე: მაცივარში ბევრი საკვები არ იყო.

ბევრი საკვები იყო მაცივარში? არა, მაცივარში ბევრი საკვები არ იყო.

მეოთხე: თეკლამ მაცივარში ნახა კვერცხი, პური და რძე.

რა ნახა თეკლამ მაცივარში? თეკლამ მაცივარში კვერცხი, პური და რძე ნახა.

მეხუთე: თეკლამ გადაწყვიტა კვერცხის მომზადება.

რისი მომზადება გადაწყვიტა თეკლამ? თეკლამ გადაწყვიტა კვერცხის მომზადება.

მეექვსე: თეკლამ აადუღა ქვაბში წყალი და წყალში ჩაყარა სამი კვერცხი.

რას ამზადებდა თეკლა? თეკლამ აადუღა ქვაბში წყალი და წყალში ჩაყარა სამი კვერცხი.

მეშვიდე: თეკლა ჩაისაც ამზადებდა თავისთვის და ქმრისთვის.

კიდევ რას ამზადებდა თეკლა? თეკლა ჩაისაც ამზადებდა თავისთვის და ქმრისთვის.

მერვე: თეკლას ვაჟი ფორთოხლის წვენს სვამს.

თეკლას შვილი ჩაის სვამს? არა, თეკლას შვილი ჩაის არ სვამს. ის სვამს ფორთოხლის წვენს.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE