×

我們使用cookies幫助改善LingQ。通過流覽本網站,表示你同意我們的 cookie 政策.

LingQ Mini Stories, 17- გზატკეცილზე — 閱讀文本

LingQ Mini Stories, 17- გზატკეცილზე

初級2 喬治亞語 課程,練習閱讀

立即開始學習本課

ირაკლი სამსახურიდან სახლში ბრუნდება.

ის სამსახურიდან სახლში ყოველდღე მანქანით მიდის.

გზატკეცილზე ბევრი სხვა მანქანაა.

გზატკეცილი ზედმეტად გადატვირთულია გადაადგილებისთვის.

ირაკლი თავს იმედგაცრუებულად და გაბრაზებულად გრძნობს.

ის რთავს რადიოს ახალი ამბების მოსასმენად.

შემდეგ ის უსმენს რამდენიმე სიმღერას.

მიუხედავად ამისა, ირაკლი მოწყენილია და დაიღალა.

გზატკეცილი ყოველდღე გადატვირთულია.

ირაკლი მოტოციკლის ყიდვას ფიქრობს.

თქვენს წინაშეა იგივე ამბავი, მოთხრობილი სხვაგვარად

სამსახურიდან სახლში ვბრუნდები.

სამსახურიდან სახლში ყოველდღე მანქანით მივდივარ.

გზატკეცილზე ბევრი სხვა მანქანაა.

გზატკეცილი ზედმეტად გადატვირთულია გადაადგილებისთვის.

თავს იმედგაცრუებულად და გაბრაზებულად ვგრძნობ.

ახალი ამბების გასაგებად რადიოს ვრთავ.

მერე რამდენიმე სიმღერას ვუსმენ.

მაინც მოწყენილი და დაღლილი ვარ.

გზატკეცილი ყოველდღე გადატვირთულია.

სამაგიეროდ მოტოციკლის ყიდვაზე ვფიქრობ.

კითხვები

პირველი: ირაკლი სამსახურიდან სახლში ბრუნდება თავისი მანქანით. ირაკლი სამსახურშია? არა, ირაკლი სამსახურში არ არის. სამსახურიდან სახლში ბრუნდება თავისი მანქანით.

მეორე: ირაკლისთან ერთად გზატკეცილზე ბევრი სხვა მანქანაა. სხვა მანქანებია გზატკეცილზე? დიახ, ირაკლისთან ერთად გზატკეცილზე ბევრი სხვა მანქანაა.

მესამე: ირაკლი ვერ მოძრაობს, რადგან გზატკეცილი ძალიან გადატვირთულია. შეუძლია ირაკლის გადაადგილება? არა, ირაკლი ვერ მოძრაობს, რადგან გზატკეცილი ძალიან გადატვირთულია.

მეოთხე: ირაკლი თავს იმედგაცრუებულად და გაბრაზებულად გრძნობს. ირაკლი თავს ბედნიერად გრძნობს? არა, ირაკლი თავს ბედნიერად არ გრძნობს. ის თავს იმედგაცრუებულად და გაბრაზებულად გრძნობს.

მეხუთე: ირაკლი თავის მანქანაში უსმენს ახალ ამბებს რადიოთი. ირაკლი უსმენს ახალ ამბებს? დიახ, ირაკლი თავის მანქანაში უსმენს ახალ ამბებს რადიოთი.

მეექვსე: გზატკეცილზე ყოველთვის ხალხმრავლობაა ყოველდღიურად. გზატკეცილზე ყოველთვის ხალხმრავლობაა? დიახ, გზატკეცილზე ყოველთვის ხალხმრავლობაა ყოველდღიურად.

მეშვიდე: ირაკლი ფიქრობს, რომ შესაძლოა, მანქანის ნაცვლად მოტოციკლი იყიდოს. ირაკლის უნდა მოტოციკლი? დიახ, ის ფიქრობს, რომ მანქანის ნაცვლად მოტოციკლი იყიდოს.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE