×

我们使用 cookie 帮助改善 LingQ。通过浏览本网站,表示你同意我们的 cookie 政策.

Natakhtari Short Interviews, გიორგი კეკელიძე სიკეთისა და ბო… – 阅读文本

Natakhtari Short Interviews, გიორგი კეკელიძე სიკეთისა და ბოროტების შესახებ

初级1 格鲁吉亚语 课程,练习阅读

现在开始学习这个课程

გიორგი კეკელიძე სიკეთისა და ბოროტების შესახებ

ჩემში ყოველ წამს არსებობს კითხვა

და ჯერაც პასუხგაუცემელი კითხვა

იმარჯვებს კი კეთილი ბოროტზე, თუნდაც ყოველდღე ჩემში?

მთავარი მესიჯი რუსთაველის არის ის, რომ რეალურად

ბოროტის და კეთილის ბრძოლა სადღაც, რომელიმე ველზე

კი არ მიმდინარეობს, რომ ჩვენ დავამარცხებთ ქაჯებს

და შესაბამისად ვთქვათ, ბოროტება უკვე უფსკრულში ჩაენთქმება

და ჩვენ, კეთილები სულ გამარჯვებულები ვიქნებით, არა...

სინამდვილეში ამბავი არის ის, რომ რეალურად

ბოროტს რომ კეთილმა სძლიოს

ამისთვის ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვივარჯიშოთ

ანუ ყოველდღიურად უნდა დავთრგუნოთ ჩვენში ბოროტი

და გავამარჯვებინოთ კეთილს, ეს ბრძოლა არ არის ადვილი ბრძოლა

იმიტომ რომ ბოროტება ძალიან ბევრ კარგ საცდურს გულისხმობს

მაგრამ აუცილებელი ბრძოლაა

რუსთაველის აზრით და საერთოდ აი ამ ფილოსოფიის აზრით

სამყაროს საწყისი იმთავითვე ეფუძნებოდა კეთილს

და შესაბამისად რახანაც საწყისი არის სიკეთე

და ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა, ბუნებრივია, თავისი არსით

სიკეთეს შეუკლია რომ უფრო დიდხანს გასტანოს

მაგრამ ის ყოველთვის იგულისხმებს ჩრდილებს

და ეს ჩრდილები იგულისხმებს ბოროტების პოტენციურ არსებობას

და რომ არ იგულისხმოს ამისთვის გვჭირდება ყოველდღიური ვარჯიში

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE