×

我们使用 cookie 帮助改善 LingQ。通过浏览本网站,表示你同意我们的 cookie 政策.

Natakhtari Short Interviews, დათო გორგილაძე სიყვარულის შესა… – 阅读文本

Natakhtari Short Interviews, დათო გორგილაძე სიყვარულის შესახებ

初级1 格鲁吉亚语 课程,练习阅读

现在开始学习这个课程

დათო გორგილაძე სიყვარულის შესახებ

”ლუზერები” არიან

ყველაზე საინტერესო პერსონაჟები დედამიწაზე

ტარიელს მიაჩნია, რომ ის არის ეგრეთწოდებული "ლუზერი"

სინამდვილეში ტარიელი არის სუპერგმირი

ისეთი სუპერგმირი, რომელიც შეშურდებოდა მაგალითად

"მარველის" ან "დისის" ნებისმიერ კომიქსს და ნებისმიერ პერსონაჟს

რუსთაველი ხვდება, რომ სიყვარული არის ის მწვერვალი

რომელიც უნდა დაიპყრო, შემთხვევით არ ამბობს

სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ

ამაღლება – ეს არის წერტილი

რომელსაც ადამიანი აღწევს სირთულეების გადალახვის შემდეგ

და მხოლოდ აი ამის შემდეგ შეუძლია

მან მოიპოვოს სრული ჰარმონია

ხშირად მიაჩნიათ, რომ

რა საჭიროა წვალება, ცრემლების დენა

განცდები, დეპრესიაში ყოფნა...

ხომ შეიძლება, რომ ყველაფერი მარტივად მივიღოთ

ჩვენ დღეს ვართ სიტუაციაში

როცა ყოველდღიურად გვიწევს სიყვარულისთვის ბრძოლა

და ახლავე ავხსნი რასაც ვგუელისხმობ

ჩვენ ვცხოვრობთ აჩქარებულ სამყაროში

და ყოველწამიერად ვიბრძვით, რომ არ გადავიქცეთ რობოტებად

გვაქვს ძალიან ბევრი საზრუნავი, რუტინული, მოსაწყენი

მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ

აი ის სიყვარული შევინარჩუნოთ, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ

ვიღაცის ან რაღაცის სიყვარულისთვის

ეს პოემა სიყვარულზე ძალიან ბევრს ამბობს თანამედროვე სიყვარულზე

და ამ ტექსტის გენიალურობა იმალება სწორედ ამაში

რომ მას არ აქვს არც დრო, არც სივრცე

ისეთივე აქტუალური და თანამედროვე, როგორიც იყო მაშინ

როდესაც გენიალური რუსთაველი ამას წერდა

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE