×

我们使用 cookie 帮助改善 LingQ。通过浏览本网站,表示你同意我们的 cookie 政策.

The Heroes, ნოე ჟორდანია – Text to read

The Heroes, ნოე ჟორდანია

初级1 格鲁吉亚语 lesson to practice reading

现在开始学习这个课程

ნოე ჟორდანია

ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით, რომელიც კარგად გვაჩვენებს, როგორია ჩვენი ცოდნა

როგორი არის ჩვენი დამოკიდებულება პირველი რესპუბლიკისა და მისი დამფუძნებელი

მამების მიმართ და რასაკვირველია, პირველ რიგში ნოე ჟორდანიას მიმართ.

ჩვენ ვიცოდით, ეს ცნობილია, რომ იაკობ ნიკოლაძემ ასე ვთქვათ

ცოცხალი ნოე ჟორდანიასგან გააკეთა მისი ბიუსტი.

ამ ბიუსტთან დაკავშირებით არსებობდა ლეგენდები, რომ ეს ბიუსტი ან დამალულია,

ან საერთოდ განადგურებულია, იყო ასეთი ისტორიაც, რომ იაკობ ნიკოლაძემ

გადამალვის მიზნით, თავისი სახლის სარდაფში, მიწაში დამარხა ეს ბიუსტი,

რომ გადარჩენილიყო, ამიტომ 2016 წელს, 26 მაისის წინა დღეებში

მივედით იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში და მის შვილიშვილ

გურამ ნიკოლაძეს ვთხოვეთ, რომ

იქნებ გაგვეთავისუფლებინა სარდაფი და გვეპოვა ეს ბიუსტი.

მეორე დღეს მან დამირეკა და მითხრა, რომ ჩავიდა სარდაფში

და ნახა უბრალოდეს ბიუსტი, იქ იდგა.

ანუ, თითქმის ასი წლის განმავლობაში, არავინ არ მიაქცია ყურადღება

რომ ეს ბიუსტი იქ დგას.

ბოლშევიკებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის 70 წლის განმავლობაში,

რომ ჩვენი მეხსიერება, აი, ამ პირველი რესპუბლიკის შესახებ

წაშლილიყო და სამწუხაროდ დღეს ფაქტობრივად გვიხდება

როგორც არქეოლოგებს ისე მუშაობა, რომ აი ეს ადამიანები, ეს სახელები

ჩვენ დავუბრუნოთ ქართულ ისტორიას.

ნოე ჟორდანია არის აი, ამ ჩვენი პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა

სხვებთან ერთად და მისი ხელმძღვანელი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში

და ეს პირველი რესპუბლიკა არის ის, რითიც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია

დღესაც ვიამაყოთ როგორც ქვეყნით, რომელიც იყო დემოკრატიული იმ დროს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ პირველი რესპუბლიკა,

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი დამფუძნებელი მამები

და პირველ რიგში, რასაკვირველია ნოე ჟორდანია, რომლის დამსახურებაც

წარმოუდგენლად დიდია, რომ ჩვენ გვაქვს დემოკრატიული ტრადიცია ამ ქვეყანაში.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE