×

我们使用 cookie 帮助改善 LingQ。通过浏览本网站,表示你同意我们的 cookie 政策.

The Heroes, მერაბ კოსტავა – 阅读文本

The Heroes, მერაბ კოსტავა

初级1 格鲁吉亚语 课程,练习阅读

现在开始学习这个课程

მერაბ კოსტავა

მერაბ კოსტავაზე საუბარი ძალიან რთულია, მასზე წერაც რთულია.

ამას ამბობდა ყველა ის ადამიანი ვინც მას პირადად იცნობდა, მასთან უსაუბრია.

მაგრამ სირთულესთან ერთად, ჩემთვის პასუხისმგებლობაც არის

ვისაუბრო ადამიანზე, რომელსაც პირადად არ შევხვედრილვარ.

მე როცა დავიბადე ის უკვე გარდაცვლილი იყო, ამიტომ ის ამბები, რომელიც მის შესახებ ვიცი

მხოლოდ წაკითხული მაქვს ან მსმენია იმ ადამიანებისგან ვინც მას იცნობდა.

მაგრამ მერაბი ყველაზე კარგად გავიცანი მისი ტექსტით თავისუფლებაზე,

რომელიც მან ციხეში ყოფნის დროს დაწერა და მე ვფიქრობ, რომ

ყველაზე კარგად გამოხატავს ეს მის პიროვნებას.

თვითონაც ამბობს, რომ ეს არის მისი შინაგანი პორტრეტი, სულის პროექცია

და ძალიან შთამბეჭყდავია, როგორ აღწერს ის თავისუფლებას.

თავისუფლებას ის ადარებს ჩიტს, რომელიც ცაში დაფრინავს,

მაგრამ აქ ხსნის მთავარს, რომ ეს არ არის თავისუფლება - თავისუფლება იბადება საკანში,

იქ, სადაც ადამიანი არის შეზღუდული, იქ, სადაც გაატარა ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი,

მაგრამ ის იყო შინაგანად თავისუფალი, ის იყო ყველგანმყოფი.

იმის მიუხედავად, რომ იყო იზოლაციაში, გადასახლებაში, მას დევნიდნენ, უთვალთვალებდნენ,

ის იყო თავისუფალი და ის იყო ყველგანმყოფი.

სულ ვფიქრობ იმაზე, მერაბი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ვთქვათ, 90-იან წლებში

როგორი იქნებოდა საქართველო ან საქართველოს მომავალი - დღევანდელობა?

ამაზე პასუხი ძალიან რთულია, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ

მისი ტექსტების კითხვა დღეს მერაბს ხდის უკვდავს

და ისეთივე თავისუფალს, ეს თავისუფლება ჩვენთანაც მოაქვს,

როგორიც თვითონ იყო და როგორიც უნდოდა რომ ყოფილიყო საქართველო.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE