×

Używamy ciasteczek, aby ulepszyć LingQ. Odwiedzając stronę wyrażasz zgodę na nasze polityka Cookie.

image

გამოცანები ჟაკ ფრესკოს მიერ, პროექტი ვენერა - დეფიციტი, სამართალი, გარდამავალი პერიოდი, რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკა - YouTube

პროექტი ვენერა - დეფიციტი, სამართალი, გარდამავალი პერიოდი, რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკა - YouTube

ჟაკ ფრესკო - წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დღესაც ოქროს წვიმა წამოვიდა

ადამიანები დააცარიელებენ ყველა ყუთს, რომელსაც იპოვნიან, რომ გამოავსონ ისინი ოქროთი.

მაგრამ თუკი ეს წვიმა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება, ისინი გადაყრიან მას, შორს მოისვრიან საკუთარ ბეჭდებს.

დეფიციტი. აი, რა აძლევს ღირებულებას ოქროს სადღეისოდ.

მას ღირებულება აქვს მხოლოდ მანამ, სანამ ცოტაა,

მაგრამ თუკი ჩვენ ვიპოვით ოქროს მთას, მისი ღირებულება იმწამსვე გაქრება.

უკმარისობა არის განმსაზღვრელი მახასიათებელი, რომელიც,

საბოლოო ჯამში, განაპირებობებს მკვლელობებს ოქროს გულისთვის.

თუკი ნებისმიერი ბრილიანტის ისტორიით დაინტერესდებით, აღმოაჩენთ ათას საძაგლობას რაც მასთანაა დაკავშირებული.

მომავალში ადამიანებს შერცხვებათ

მსგავსი ნივთების ტარება.

როქსანას მამა იუველირი იყო და სულ ცდილობდა მისთვის რაიმე ნივთი მიეცა სატარებლად,

მაგრამ მას არ სჭირდება არაფერი ამ ნეხვისგან,

თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ბრილიანტი 100 ათასი დოლარი ღირს.

ისინი ვერასდროს მოიპოვებენ სიმშვიდეს,

რადგან ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც იმაზე დიდი ბრილიანტი ექნება, ვიდრე შენ გაქვს.

თუკი თქვენ ააშენებთ ყველაზე დიდ შენობას მსოფლიოში,

გამოჩნდება ვიღაც, ვინც ააშენებს შენობას, რომელიც თქვენსას 200 ფუტით გადაასწრებს.

და თქვენ იტყვით, "ეშმაკმა დალახვროს! მე კიდევ ერთი შენობა უნდა ავაშენო."

ამ დაავადებას, უბრალოდ არა აქვს დასასრული.

უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში...

ძალიან შემრცხვებოდა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი რომ ვიყო,

რადგან მეცოდინებოდა, რომ საზოგადოებამ მაქცია უმდიდრეს ადამიანად.

მე მომინდებოდა ამ ფულით სკოლების და საავადმყოფოების აშენება.

ვერც კი წარმოვიდგენდი სხვა დანიშნულებას ამ ფულისთვის,

ამგვარად საზოგადოებას დავუბრუნებდი იმას, რაც მისგან მივიღე.

როქსანა მედოუზი - ჩვენ ვგრძნობთ, რომ მონეტარულ სისტემაში

შეუძლებელია მივაღწიოთ სამართლიანობას.

მასში მუდმივად იარსებებენ მდიდრები და უქონლები.

რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკა შეცვლის ამას.

პრობლემები, რომლებიც სადღეისოდ გვაქვს, მუდმივად გაგრძლედება,

მუდმივად იარსებებს ზრდა და ვარდნა, ბაზრები იქნება არასტაბილური

და ადამიანები გააგრძელებენ მანიპულირებას გამორჩენის მიზნით,

რაც არასოდეს დამთავრდება მონეტარული სისტემის არსებობის პირობებში.

არ დამთავრდება რადგან მუდმივად იარსებებენ ადამიანები მეტი შესაძლებლობებით.

რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკის პირობებში, ჩვენი მიზანი იქნება

საბოლოოდ დაძლევა იმ ფაქტორების, რომლებიც განაპირობებენ ისეთ პრობლემებს

როგორიცაა სიძუნწე, ფანატიზმი, ცრურწმენები

ადამიანების მიერ ერთმანეთზე უპირატესობის მოპოვების სურვილი, ელიტიზმი,

რამაც საბოლოო ჯამში უნდა მოსპოს

სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებისა და სოციალური დახმარების პროგრამების საჭიროება.

როცა ყველაფერს ხელმისაწვდომს ხდი ადამიანებისთვის,

პრობლემები, რომლებიც დღეს გვაქვს, უბრალოდ ქრება.

ჩვენ მუდმივად გვქონდა ეს პრობლემები, რადგან მუდმივად გვიწევდა უკმარისობის (დეფიციტის) პირობებში ცხოვრება,

გაცვლითი და მონეტარული სისტემები თავისთავად წარმოქმნიან დეფიციტს.

ამიტომაც, ჩვენ ვსაუბრობთ რესურსებზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე,

რომელმაც სიკეთე ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ყველასთვის.

ჟაკ ფრესკო - მე სხვაგვარად ვუყურებ ამ საკითხს.

ვხედავб რომ წინ გველის ძალიან შრომატევადი და მძიმე სამუშაო.

ვხედავ ამ გზაზე მრავალ მკვლელობასა და დაპატიმრებას,

პოლიციელებს, რომლებიც ებრძვიან კარგ ადამიანებს.

მაგრამ ამ პოლიციელებს ხომ არ ეცოდინებათ რას სჩადიან.

ისინი პოლიციაში მიდიან რადგან სჯერათ, რომ ამგვარად იცავენ წესრიგსა და კანონს

მათ ჰგონიათ, რომ ისინი სწორად იქცევიან.

როცა საფრთხე გექმნებათ, თქვენ პოლიციელს იძახებთ.

ყველა ამ ჩაშენებული სისტემის შეცვლა მოგვიწევს.

როქსანა მედოუზი - ერთადერთი პრობლემა, რომელსაც ვხედავ რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკის შესახებ საუბრისას ისაა,

რომ ძალიან რთული იქნება არსებული სისტემიდან მისკენ მოძრაობა.

უამრავი შრომა მოგვიწევს იმ ზიანის აღმოსაფხვრელად,

რომელიც არსებული საზოგადოებრივი წესრიგის პირობებში მივაყენეთ გარემოს

ჩვენ მოგვიწევს გარემოს, ოკეანეების, ჰაერის დასუფთავება,

ცნობიერების დასუფთავება იმ ცრუ ფასეულობებისგან, რომლებიც ადამიანებს ამ სოციუმმა ჩაუნერგა,

როგორიცაა სიძუნწე და მფლანგველობა,

ეგოცენტრულობა და სხვებზე ზრუნვის იგნორირება.

ვფიქრობ მართლა ურთულესი იქნება

არსებული ფასეულობების შესაცვლელად შრომატევადი სამუშაო ელოდებათ სოციოლოგებს

და იმ ადამიანებს, რომელთა მიზანიც სხვებზე ზრუნვაა.

ვფიქრობ, მოგვიწევს ბავშვებზე ფოკუსირება, რომ ალტრუიზმი და დედამიწაზე ზრუნვა იქცეს მთავარ ფასეულობებად.

ასეთი იქნება ჩვენი განათლების სისტემა.

ჟაკ ფრესკო - შეუძლებელია მოცემულ კულტურაში თქვა,

"მე აღარ მინდა ვიყო ბოშა, რადგან სამარცხვინოა

ამ სამკაულისა და თავსაბურავის ტარება."

თუკი თქვენ მიხვალთ სემინოლებთან, იროკეზებთან ან სხვა ინდიელებთან,

იმღერებთ"ა-ლა-ლა-ლა" და დაიწყებთ ცეკვას ცეცხლის გარშემო, ეს სისულელე იქნება!

ინდიელები კი იტყვიან, "რა დიდებული მომენტია! ლალალა". ეს არაფერს ნიშნავს.

თქვენ ვერ გააკეთებთ ამას, ვერ შეიცვლებით, ეს შეუძლებელია.

ისევე როგორც შეუძლებელია, მიხვიდეთ კანიბალებთან, თავებზე მონადირეებთან და უთხრათ

"რასაც თქვენ აკეთებთ უაზრობაა" და მათმა ბელადმა გიპასუხოთ

"იცი, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა აზრია."

მას უბრალოდ არა აქვს საამისო ასოციატიური სისტემა.

ადამიანები ფიქრობენ "რადგან მე ქრისტიანი ვარ, შემიძლია წავიდე

და ვესაუბრო მათ ქრისტეს მსხვერპლის შესახებ..."

თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ პოლინეზიელებთან, რომლებსაც აქვთ საკვები, ან თვითონ მისცეთ ის მათ და გამოკვებოთ

და ისინი მოისმენენ ყველაფერს რასაც უქადაგებთ და ამგვარად თქვენ შეგიძლიათ მოაქციოთ ისინი

ქრისტესკენ, ან ვისკენაც გნებავთ, ალაჰისკენ,

მაგრამ თუ თქვენ ჩახვალთ ადამიანებთან, რომლებსაც საკვები არ ჰყოფნით

და შესთავაზებთ მათ იესოს პურის გარეშე...

ეკლესია, რომელიც არ გასცემს საკვებს, მრევლის გარეშე რჩება,

ამიტომაც ადრე ეკლესიები კვებავდნენ მშიერ ადამიანებს

და მათგან ზოგიერთი რჩებოდა ეკლესიაში.

თქვენ გჭირდებათ ანკესი, რადგან ეს თევზაობაა!

სატყუარა, აი რა არის რეკლამა.

მცირე ზომის შრიფტი კი მოტყუების მცდელობაა.

ამის საწინააღმდეგოდ მე მხოლოდ ერთი გზა ვიცი - ნამდვილი ინფორმაციის გავრცელება

საქმე მხოლოდ ისაა, მომწიფებულია თუ არა ეს სისტემა ამ ინფორმაციის მისაღებად

და გვაქვს თუ არა საკმარისი დრო იმ მომენტამდე, როცა უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება...

ჩვენ უკვე იმდენი ზიანი მივაყენეთ ოკეანეებსა და გარემოს,

რომ არც კი გვაქვს შესაბამისი საშუალებები

და ორგანიზაციები, ამ ყველაფრის გამოსასწორებლად.

ამან შეიძლება ადამიანების უმრავლესობის სიკვდილი

და ჩვენი ცივილიზაციის დასასრული გამოიწვიოს.

აი, რატომ ვიბრძვით მე და როქსანა... მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ძალაუფლება.

ადამიანები მეკითხებიან "როდის აპირებთ შენ და როქსანა ამ ახალი სამყაროს აშენებას?"

მირეკავენ და მეუბნებიან, "დღესვე ჩავბარგდები და ვიცხოვრებ მასში!"

მაგრამ ჩვენ ეს კი არ გვჭირდება.

ჩვენ გვჭირდება თქვენი მონაწილეობა და მხარდაჭერა, პროექტის განსახორციელებლად.

მნიშვნელოვანია მხოლოდ ის,.

გაქვთ თუ არა გადაწყვეტილება, რომელიც იმუშავებს.

პროექტი ვენერა - დეფიციტი, სამართალი, გარდამავალი პერიოდი, რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკა - YouTube Projekt Venus – Knappheit, Gerechtigkeit, Übergang, ressourcenbasierte Wirtschaft – YouTube Project Venus - Scarcity, Justice, Transition, Resource-Based Economy - YouTube Proyecto Venus: escasez, justicia, transición, economía basada en recursos - YouTube Projet Venus – Rareté, justice, transition, économie basée sur les ressources - YouTube Проект Венера – Дефицит, справедливость, переходный период, экономика, основанная на ресурсах – YouTube