×

We gebruiken cookies om LingQ beter te maken. Als u de website bezoekt, gaat u akkoord met onze cookiebeleid.

image

The Heroes, თამარ მეფე

თამარ მეფე

თამარი ერთდროულად არის ისტორიული პერსონა - დიდი მეფე, ქალი მეფე,

მითოლოგიური გმირი, ლეგენდების გმირი და თითქმის ყოვლისშემძლე პერსონაჟი.

როდესაც ქართულ ტექსტებს ჩახედავთ, იქნება ეს გადმოცემები, თქმულებები

თუ ხალხური პოეზია, სრულიად წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს თამარს.

მაგალითად, თუშურ ტექსტებში, იახსარსა და კოპალასთან ერთად

თითქმის ღმერთია და ასეა ქართველთა წარმოდგენაში.

არცერთი ისტორიული პირის სახელი იმდენჯერ არ არის გამოყენებული

ქართულ ტოპონიმიკაში, როგორც თამარის. აქ შეხვდებით თამარის ხიდს,

სოფელს, რომელსაც თამარის სახელი ჰქვია, მდინარეს, რომელსაც თამარის სახელი ჰქვია, ქვასაც კი.

თამარი არის ის ვინც აერთიანებს ამ ქვეყანას, თამარი არის ამ ქვეყნის მარადიული აწმყო.

კიდევ ერთი პლანი, რაც ძალიან საინტერესოა, ეს არის ჩვეულებრივი თამარი,

ყველას თამარი, პატარა გოგო, რომელიც მაგალითად წეროს გამოაზამთრებს.

პატარა გოგო, რომელიც ვარძიაში იკარგება და ასე შემდეგ. თუ მოისმენთ ამ ტექსტებს,

კიდევ ერთხელ მიხვდებით რატომ არის ქართველთათვის ასეთი მნიშნელოვანი თამარი

იმიტომ თამარი არის იმდენნაირი, რამდენი ადამიანიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში,

თამარი არის ის, ვინც დღემდე აერთიანებს საქართველოს, დღემდე უბრუნებს მას

დაკარგულ ტერიტორიებს

და საერთოდ, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, უამრავი ტოპონიმია, სადაც

თამარის სახელია გამოყენებული.

თამარი არის ამ ქვეყნის მთავარი მითი,

ამ ქვეყნის მთავარი ლეგენდა და ამ ქვეყნის მთავარი ოცნებაც.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE