×

We gebruiken cookies om LingQ beter te maken. Als u de website bezoekt, gaat u akkoord met onze cookiebeleid.

Nieuwjaarsactie Tot 50% korting
image

Georgian Songs, ირაკლი ჩარკვიანი - მენატრება

ირაკლი ჩარკვიანი - მენატრება

ისევ ამოდის თეთრი მთვარე

და სიყვარული მოგონებას გავს,

შენზე ოცნება შევიყვარე

და ეს სიმღერა არ მანებებს თავს.

მენატრება, მენატრება,

მენატრება შენი ნაზი ხმა

მენატრება, მენატრება,

მენატრება შენი ნაზი ხმა

ისევ შორს დავრჩი ისევ მარტო,

შენზე ფიქრი თუ შემომიღებს კარს

მე აღარ მახსოვს შენი ქუჩა

და ამ სიმღერას გამოვატან ქარს.

მენატრება, მენატრება,

მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა

მენატრება, მენატრება,

მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა

ვიცი ვერ გნახავ დიდი ხანი

და ყვავილებით ვერ მოგირთავ თმას,

არ მავიწყდება შენი კანი

და მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა.

მენატრება, მენატრება,

მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა.

მენატრება, მენატრება,

მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა.

მენატრება, მენატრება,

მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა.

მენატრება, მენატრება,

მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE