×

We gebruiken cookies om LingQ beter te maken. Als u de website bezoekt, gaat u akkoord met onze cookiebeleid.

Gratis inschrijven
image

Peppa Pig, გოჭი პეპა ველოსიპედი — YouTube

გოჭი პეპა ველოსიპედი — YouTube

– მე ვარ გოჭი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუა.

გოჭი პეპა

ველოსიპედი

მშვენიერი მზიანი ამინდია. პეპა და ჯორჯი ველოსიპედით სეირნობენ.

– რა შესანიშნავი გოგრაა, მამა ღრუტუ!

მამა ღრუტუ ძალიან ამაყობს თავისი გოგრით.

– ჩემს ბაღში გოგრას ყოველთვის ვზრდი. მე ხომ ძალიან მიყვარს გოგრის ნამცხვარი.

– ჩქარა, ჯორჯ! დენი, სიუზი, რებეკა!

პეპა და მისი მეგობრები ლეკვი დენი, ბეკეკა სიუზი, ყურცქვიტა რებეკა სეირნობენ ველოსიპედით. ჯორჯიც სეირნობს ველოსიპედით.

– ის ძალიან ნელა მოძრაობს.

– აბა ვინ მოასწრებს მამა ღრუტუს გოგრასთან?

– ოღონდ ფრთხილად, არ გადაუაროთ.

მამა ღრუტუ ძალიან გაგვინაწყენდება თუ გოგრას დავაზიანებთ.

– არ შეშინდე, პეპა! მომყევით!

პეპამ და მისმა მეგობრებმა ველოშეჯიბრი მოაწყვეს.

– ეი, ოღონდ ჩემს გოგრასთან არა!

– ვაშა!

– პეპა, ფრთხილად, მამის გოგრა!

– უი, მაპატიე მამა! ჯორჯო ისე მოძრაობს. მას საბავშვო ველოსიპედი აქვს.

– შენც საბავშვო ველოსიპედი გაქვს, პეპა. ოთხი ბორბლით.

– მე მხოლოდ ორბორბლიანი მაქვს.

– მეც!

– მეც ორბორბლიანი მაქვს. მაღლა ავიდეთ. შენც წამოხვალ, პეპა?

– არა, მე აქ დავრჩები.

– შეხვედრამდე!

– კარგად!

პეპასაც უნდა საბავშვო ბორბლის გარეშე ველოსიპედით სეირნობა.

– მამა, მე აღარ მჭირდება საბავშვო ბორბლები.

– მათი დახმარების გარეშე შეძლებ ველოსიპედის ტარებას?

– კი!

– კარგი, პეპა, ახლავე მოვხსნი.

მამა ხსნის საბავშვო ბორბლებს.

– დარწმუნებული ხარ რომ მათ გარეშე იმოძრავებ?

– კი!

– მაგრამ შენ ხომ არ გიცდია?

– მე შევძლებ, აი მიყურე! ეს სასაცილო არ არის!

ორ ბორბალზე სიარული არც თუ ისე ადვილია.

– მე დაგეხმარები, პეპა?

– ჰო, მამა!

– კარგი, აბა მოემზადე, ყურადღებით, გასწიე!

– არ გაუშვა, მამა!

– ნუ გეშინია, მე მიჭირავს.

– გამოგდის, პეპა!

– დაიჭირე, მამა!

– პედალი აბრუნე, პეპა!

პეპა თვითონ ატარებს ველოსიპედს საბავშვო ბორბლების გარეშე.

– მამა, შენ არ გიჭირავს!

– შენ თავადაც მშვენივრად ატარებ, პეპა.

– მართლა?

– ყველაფერი გამოგივიდა!

– მართლა? უი, გამომდის! მიყურეთ, მიყურეთ! მე თვითონ ვატარებ ველოსიპედს! დენი, სიუზი, რებეკა, შეხედეთ! მე არ მჭირდება საბავშვო ბორბლები. ხედავთ?

– ვაშა!

– ვინ მიასწრებს მამას გოგრასთან?

– პეპა, ფრთხილად, გოგრა!

– მე პირველი ვარ!

პეპა არ უყურებს სად მიდის. და პეპა პირდაპირ მამის გოგრაზე დაეცა.

– მაპატიე, გოგრა გაგიფუჭე, მამა

– არაფერია, პეპა. მთავარია, შენ არ დაშავდე, შვილო! ფრთხილად უნდა ატარო ველოსიპედი.

– გპირდები, მამიკო!

– კარგი, რაღაც ვიზამთ. რადგან გოგრა გასკდა, მისგან ნამცხვარი უნდა მოვამზადოთ.

– ვგიჟდენი ნამცხვრებზე!

# – მამა ღრუტუს გოგრა ისეთი დიდია, რომ ნამცხვარი ყველას ეყოფა.

– ვაშა!

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE