×

We gebruiken cookies om LingQ beter te maken. Als u de website bezoekt, gaat u akkoord met onze cookiebeleid.

image

Peppa Pig, გოჭი პეპა - კბილის ფერია - YouTube

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუ.

გოჭი პეპა.

კბილის ფერია.

პეპა და ჯორჯი მიირთმევენ საყვარელ კერძს, სპაგეტს.

- რა ხმაურია?

- მე მოვრჩი.

- ახლა მიჩუმდება აქაურობა.

- ეს რა არის?

ეს კბილია.

საიდან გაჩნდა?

ო პეპა, წადი სარკეში ჩაიხედე.

ეს ჩემი კბილია, ის მომძვრა.

არ იღელვო, ეს ხომ სარძევე კბილია, ისინი უნდა დაიცვალო.

ახლა ამომივა ახალი?

აუცილებლად პეპა, თანაც შენთან კბილის ფერია მოფრინდება.

კბილის ფერია?

დიახ, დიახ, ფერია.

თუ კბილს ბალიშის ქვეშ დადებ, შენთან ფერია მოფრინდება.

კბილის ფერია წაიღებს კბილს და მის ადგილას დაგიტოვებს ბრჭყვიალა მონეტას.

- როდესაც გავიზრდები, მეც გავხდები კბილის ფერია.

- შენ ვიღო გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები.

- დინოზავრი.

- ჩქარა ჯორჯ!

გავიქცეთ დასაძინებლად, თორემ ვერ ვნახავთ კბილის ფერიას.

ძილის წინ პეპა და ჯორჯი კბილებს იხეხავენ.

- პეპა, რას აკეთებ?

- წმინდა ჩემს კბილს, კბილის ფერიას რომ მოეწონოს.

პეპას უნდა მალე დაიძინოს, ის კბილს ბალიშის ქვეშ დებს.

დაიძინეთ პეპა და ჯორჯ.

ნახვამდის დედა, ნახვამდის მამა.

ტკბილ ძილს გისურვებთ ჩემო გოჭუნებო.

ჯორჯ, მე არ დავიძინებ.

მოდი მთელი ღამე არ დავიძინოთ და დაველოდოთ კბილის ფერიას.

რაღაც ფერია აგვიანებს.

კბილის ფერია არ ჩქარობს პეპასთან მოსვლას.

- სად არის ეს ფერია?

რა ხმაურია?

იქნებ კბილის ფერია.

- ჯორჯ, გესმის?

ოო, ჯორჯ.

ეს ჯორჯია?

ის ძალიან დაიღალა და უკვე დაეძინა.

- ჯორჯს არ შეუძლია ღამის გათენება.

მე კი შემიძლია, არ დავიძინებ და კბილის ფერიას ვნახავ, საერთოდ არ დავიძინებ.

კბილის ფერია მოფრინდა, მაგრამ პეპას უკვე ეძინა.

- გამარჯობა, პეპა, გინდა გაგიცვალო შენი კბილი მონეტაში?

ოო, რა კარგი კბილია.

გმადლობ, პეპა, ნახვამდის.

- პეპა, ჯორჯ, ადექით, უკვე გათენდა.

ო, რა მოხდა?

მე არ მეძინე.

ფერია მოფრინდა?

არა.

ბალიშის ქვეშ შეამოწმე.

ნახე პეპა, ფერია მოფრინდა და მონეტაც დატოვა.

ვაშა!

ესე იგი მაინც ჩაგეძინა.

სულ ცოტა ხნით, ნახევარი საათით.

სხვა დროს არ დავიძინებ და აუცილებლად ვნახავ კბილის ფერიას.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE