გოჭი პეპა.
ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.
ეს დედა ღრუტუა.
ეს კი მამა ღრუტუ.
გოჭი პეპა.
დედა ღრუტუს დაბადების დღე.
დედა ღრუტუნას დაბადების დღე აქვს.
მამა ღრუტუმ დედა ღრუტუნას საუზმე საწოლში მოართვა.
- დაბადების დღეს გილოცავ, დედა ღრუტუ.
პეპამ და ჯორჯმა დაუმზადეს დედას მისალოცი ბარათი.
- დაბადების დღეს გილოცავ, დედა.
როგორი საოცარი საჩუქარია.
შენ ბევრი სიურპრიზი გელოდება.
ახლა კი საუზმე მიირთვი, ნუ აჩქარდები.
რა გემრიელია.
სწრაფად!
ჩვენ ბევრი რომ გვაქვს მოსამზადებელი.
მამა ღრუტუმ დედა ღრუტუნას ნამცხვარი მოუმზადა.
მხოლოდ სანთლები დარჩა.
ერთი, ორი...
აი მეც აქ ვარ.
დედა ღრუტუნამ უკვე ისაუზმა.
დედა მოდის.
ო არა, აქ არ შეიძლება.
ვინ არის?
ეს მე ვარ, დედა, შეიძლება შემოვიდე?
არა, არა!
აქ რამე საიდუმლო გაქვთ?
არა, არანაირი საიდუმლო, მაგრამ შემოსვლა არ შეიძლება.
გასაგებია.
დედა ღრუტუ, სასტუმრო ოთახში დაგველოდე.
კარგი.
შენ ხომ დაბადების დღე გაქვს.
გეყოფა პეპა, მე ვიცი სად არის სასტუმრო ოთახი.
აი საინტერესო ჟურნალი.
მადლობა პეპა.
აი ლამაზი მელოდია.
გმადლობ პეპა.
სანთლები იმდენი უნდა იყოს, რამდენი წლისაც დედაა.
ერთი, ორი, სამი.
ახლა რა ვქნათ?
სანთლები არ ყოფნის.
მამა, დედა რამდენი წლისაა?
გეტყვი, ოღონდ ჩუმად.
ჰო?
ამდენის?
იცით, ვფიქრობ, სამი ცალი ეყოფა.
დედა ღრუტუნას ნამცხვარი მზადაა.
ვაშა!
სასტუმრო ოთახი გვაქვს მოსართავი.
გამარჯობა დედა.
ოო, აი თქვენც უკვე მოვიწყინე.
დედა, ხომ არ გინდა ბაღში გაისეირნო?
არჩევანი მაქვს?
არა, დროებით დედა, სასიამოვნო გასეირნება.
სანამ არ დაგიძახებ და არ დაბრუნდე.
აღარც კი მახსოვდა, რა რთული ყოფილა დაბადების დღე.
მამა ღრუტუ, პეპა და ჯორჯი სასტუმრო ოთახს რთავენ.
როგორი მხიარულებაა.
ბებია და ბაბუა ჩამოვიდნენ დედა ღრუტუნას დაბადების დღისთვის.
დაბადების დღეს გილოცავ დედა ღრუტუნა.
სახლში შევიდეთ.
ჩემთვის ჯერ არ შეიძლება, მამა ღრუტუ, პეპა და ჯორჯი სიურპრიზს მიმზადებენ.
ოო, რა სასიამოვნოა, აბა შეხვედრამდე.
კარგად.
დედა, ხომ არ გინდა შემოხვიდე?
რა თქმა უნდა.
დახუჭე თვალები.
ჯერ არ გაახილო თვალები, დედიკო.
ერთი, ორი, სამი, გაახილე თვალები.
გილოცავ, დედა ღრუტუნა.
გილოცავ, დედა ღრუტუნა.
რა სასიამოვნო სიურპრიზია.
ჩააქრე სანთლები ერთი შებერვით.
დედა, დედა, გახსენი საჩუქარი, გამოიცანი რა არის?
ვერ გამოვიცანი.
გახსენი და ნახე.
როგორი შესანიშნავი კაბაა.
შენ ულამაზესი ხარ, დედა.
ამ კაბით სადმე უნდა წახვიდე.
ეს რა არის?
თეატრის ორი ბილეთი, დღევანდელ წარმოდგენაზე.
გმადლობ.
დედა ღრუტუნას უყვარს თეატრი.
- თქვენ წადით, პატარებთან კი მე და ბებია დავრჩებით.
- ვაშა!
- რა საოცარი დღეა, მე ყველაზე ბედნიერი დედა ვარ მსოფლიოში.
- და ყველაზე მშვენიერი.