მე ვარ გოჭი პეპა.
ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.
ეს დედა ღრუტუა.
ეს კი მამა ღრუტუ.
გოჭი პეპა.
ბაღში.
პეპა და ჯორჯი ბაბუასთან და ბებიასთან სტუმრობანას თამაშობენ.
- დაიჭირე ბაბუა.
- აი დაიჭირე.
ეს რა არის?
დინოზავრი.
დინოზავრი?
ბაბუა, რას აკეთებ?
მე თესლს ვყრი მიწაში.
თესლს და რატომ?
რატომ?
ახლავე აგიხსნი.
მე ვაკეთებ ორმოს, ვაგდებ ამ ორმოში თესლს, ვყრი მიწას და ვრწყავ.
ჩემს ბაღში ყველაფერი სწორედ ასეთი თესლებიდან არის აყვავებული.
ასეთი უზარმაზარიდანაც?
ხო დიახ.
ჰო ბავშვებო, ასეთი თესლიდან ამოდის ჩითილი, აი ნახეთ.
დიახ, ასეთი ყლორტიდან იზრდება უზარმაზარი ვაშლის ხეები, აი ასეთი.
ვაშლის შიგნით, აი ასეთი თესლებია.
- რომ დათესო ვაშლი.
- დიახ, ზუსტად.
- ბაბუა, ბაბუა, მე მინდა რომ დავთესო.
- გინდა მარწყვის თესლი რომ დათესო?
- ძალიან.
- ამ თესლისგან ჩვენ უტკბილეს მარწყვს მივიღებთ.
ჯერ ორმო ამოთხარე.
- ამის შემდეგ ვაგდებ თესლს და დავაყრით მიწას.
გინდა მე თვითონ მოვრწყავ?
არა, მე თვითონ მინდა.
კარგი, ახლა უნდა დაველოდოთ.
პეპა და ჯორჯი ელოდებიან როდის გაიზრდება თესლიდან ჩითილი.
ის საერთოდ არ იზრდება.
პეპა, მოცდა მოგიწევთ, ამისთვის დიდი დროა საჭირო.
პეპა, ჯორჯ, სახლში წასვლის დროა.
ჩვენ ველოდებით როდის გაიზრდება მარწყვი.
ის ჩვენ ჩაისთან ერთად უნდა მივირთვათ.
ჯერ ადრეა პეპა, მოიცადე!
თესლი შემდეგ მოსვლაზე დაგხვდება ამოწვერილი.
და მასზე იქნება მარწყვი.
დიახ.
წამოდი პეპა.
კარგად ბაბუა, კარგად მარწყვო!
ბაბუა ღრუტუ პეპას დათესილ მარწყვს უვლის.
გავიდა დრო.
ბაბუამ პატარა ჩითილი შეამჩნია.
ყოველდღე ის უფრო და უფრო დიდი ხდებოდა, და ერთხელაც, მან რაღაც განსაკუთრებული შეამჩნია.
მარწყვი!
- ბაბუა, აი ჩვენც მოვედით.
პეპა და ჯორჯი ისევ მოვიდნენ ბაბუასთან და ბებიასთან სტუმრად.
- ბაბუა, ბაბუა, ჩემი მარწყვი გაიზარდა?
- დიახ, აბა ნახეთ!
მარწყვი!
მადლობა, ბაბუა
- ბაბუა, მოდი კიდევ დავთესოთ რამე.
- კარგი, მოდი ახლა ჯორჯმა ამოარჩიოს რა დავთესოთ.
- კარგი. აირჩიე ჯორჯ, ამოირჩიე სტაფილო.
ბაბუა, მე მგონი ჯორჯმა სტაფილო ამოარჩია.
- ჯორჯ, გინდა სტაფილო დავთესოთ?
- არა.
- აბა რა გინდა რომ დავთესოთ?
ჯორჯმა იცის, რისი დათესვაც უნდა.
დინოზავრი.
ჯორჯს უნდა, რომ დათესოს ხე, რომელიც გამოისხამს დინოზავრებს.
- საყვარელი ჯორჯი, დინოზავრები არ იზრდებიან ხეზე.