სამი გოჭი
შენ იცი ზღაპარი 3 გოჭის შესახებ
არა?
მაშინ მოდი
მომიჯექი გვერდით
მომისმინე და მე მოგიყვები
მაშ ასე
იყო და არა იყო რა
ღვთის უკეთესი რა იქნებოდა
იყო სამი ძმა გოჭი
უმცროსი სახელად ნუფ-ნუფი საშინლად ზარმაცი იყო
სეირნობისა და ფანდურზე დაკვრის მეტს არაფერს აკეთებდა
არც შუათანა იწუხებდა დიდად თავს შრომით
რომელსაც ნიფ-ნიფი ერქვა
დასვენებასა ან დოლზე დაკვრას ამჯობინებდა ყველაფერს
ასე გადიოდა ზაფხულის დღეები
მაგრამ ერთ დღეს
შემოდგომის გრილმა სიომ დაუბერა
მიხვდნენ ძმები გოჭები რომ
დროა სახლები აიშენონ
ნუფ-ნუფს უმცროსს ბევრი არ უწვალია
რამდენიმე ჯოხი ცოტა ჩალა და სახლიც მზად იყო
შუათანა კი ნიფ-ნიფი
თავის სახლს ფიცრებისგან აშენებდა
შრომით თავი არც მას მოუკლავს
და სახლი სულ მალე მზად იყო
უფროსი ძმა კი ნაფ-ნაფი
თავის ზარმაც ძმებს სულ არ ჰგავდა
ზამთრის სიცივის მოლოდინში კი სახლს აგურისგან აშენებდა
და თავისი შრომის ნაყოფით კმაყოფილი მხიარულად ღიღინებდა
უმცროსმა და შუათანა ძმამ
აგურის სახლს რომ შეხედეს
უფროსი ძმა საცინლად აიგდეს
ვის რათ უნდა ასეთი სახლიო
უფროსმა ძმამ ძმების დაცინვას ყურადღება არ მიაქცია
და მუშაობა განაგრძო
ნუფ - ნუფი და ნიფ-ნიფი კი მიტრიალდნენ და სიმღერ სიმღერით სახლისაკენ გაემართნენ
სახლში მიმავალი გზა კი
ტყეში გადიოდა
მხიარულად მიაბიჯებდნენ გოჭები
უცებ გზის მოსახვევში
ავი მგელი გამოჩნდა
შეშინდნენ ძმები და კისრისტეხით გავარდნენ სახლებისაკენ
უმცროსი გოჭი თავის ჩალის ქოხში შევარდა და შვებით ამოისუნთქს
გადავრჩიო!
მაგრამ ჩალის სახლის იმედი სულ ტყუილად ჰქონდა
ერთი შეუბერა მგელმა და
სადღა იყო ქოხი
ნუფ-ნუფი შუათანა ძმასთან გაიქცა
რათა მის ფიცრულ სახლში თავი შეეფარებინა
ნიფ-ნიფმა უმცროსი ძმა შემოუშვა და დაამშვიდა
ჩემს სახლში ნურაფრის გეშინიაო
მგელი კი ამ დროს მივიდ ნიფ-ნიფის სახლთან
მას ძლიერად შეუბერა სული და
ისიც დაანგრია
შეეშინდათ გოჭებს და ნაფ-ნაფთან გაიქცნენ
უფროსმა ძმამ შეშვა აკანკალებული ნუფ-ნუფი და ნიფ-ნიფი სახლში
ჩემი სახლი
აგურის არის
მგელი მას ვერაფერს დააკლებს
მართლაც
ბევრი ეცადა
მაგრამ მგელმა ნაფ-ნაფის სახლს ვერა დააკლო რა
მშიერ მგელს უვახშმოდ დარჩენა არ უნდოდა
გემრიელი გოჭები კი ისე ახლოს იყვნენ რომ
მგელმა გადაწყვიტა სახლში
საკვამლე მილით ჩამძვრალიყო
შრომისმოყვარე ნაფ-ნაფი კი წინდახედული იყო
მიხვდა რა უნდოდა მგელს სახლის სახურავზე
ძმების დახმარებით ბუხარში ცხელი წყლით სავსე დიდი ქვაბი შედგა
მგელმა მილით ჩასვლა დაიწყო
და როცა ეგონა რომ მიზანი უკვე მიღწეული იყო
თავი მდუღარე წყალშ ამოყო
გამწარებული მგელი ისე შეხტა რომ მილიდან გარეთ გამოვარდა
სახურავზე დაგორდა და უკან მოუხედავად გაიქცა
ნუფ-ნუფმა და ნიფ-ნიფმა ნაფ-ნაფს მადლობა გადაუხადეს
უმცროსი და შუათნა ძმები მიხვდნენ
რომ ყყველაფერი რასაც აკეთებ
კარგად და აუჩქარებლად უნდა გააკეთო
გადაეხვივნენ ძმები ერთმანეთს და მხიარული ზეიმი მოაწყვეს იმის აღსანიშნავად
რომ ავ მგელს გადაურჩნენ
აი ასე
ყველაფერი რასაც აკეთებ
კარგად და აუჩქარებლად უნდა გააკეთო
დასასრული