×

우리는 LingQ를 개선하기 위해서 쿠키를 사용합니다. 사이트를 방문함으로써 당신은 동의합니다 쿠키 정책.

LingQ Mini Stories, 3- ქეთის მოჰყავს კატა – 읽을 텍스트

LingQ Mini Stories, 3- ქეთის მოჰყავს კატა

초급 2 읽기를 연습하는 조지아어의 수업

지금 본 레슨 학습 시작

ქეთი მოწყენილია სამსახურში და სახლში.

ის ყოველდღე ერთსა და იმავეს აკეთებს.

მას სურს ახალი ჰობი.

პირველ რიგში, ის ცდილობს საჭმლის მომზადებას.

მაგრამ მისი მომზადებული საკვები არ არის გემრიელი.

შემდეგ ის ცურვას ცდილობს.

მაგრამ მას ეშინია წყლის.

ქეთი სახლში მიდის და შინაური ცხოველების მაღაზიას ხედავს.

შინაური ცხოველების მაღაზიაში ის კატას ხედავს!

ქეთი ყიდულობს კატას და ახლა ძალიან ბედნიერია.

თქვენს წინაშეა იგივე ამბავი, მოთხრობილი სხვაგვარად

მე მოწყენილი ვარ სამსახურშიც და სახლშიც.

მე ყოველდღე იგივეს ვაკეთებ.

მე ახალი ჰობი მინდა.

მე პირველ რიგში, ვცდილობ მზარეულობას.

მაგრამ ჩემი მომზადებული საკვები არ არის გემრიელი.

შემდეგ, ცურვას ვცდილობ.

მაგრამ მე მეშინია წყლის.

მე სახლში მივდივარ და შინაური ცხოველების მაღაზიას ვხედავ.

შინაური ცხოველების მაღაზიაში მე კატას ვხედავ!

მე ვიყიდე კატა და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ.

კითხვები

პირველი: ქეთი მოწყენილია სამსახურშიც და სახლშიც. ბედნიერია ქეთი სამსახურში? არა, ქეთი არ არის ბედნიერი სამსახურში. ის მოწყენილია სამსახურშიც და სახლშიც.

მეორე: ქეთი ყოველდღე ერთსა და იმავეს აკეთებს. ბევრ ახალ რამეს აკეთებს ქეთი? არა, ქეთი ყოველდღე ერთსა და იმავეს აკეთებს.

მესამე: ქეთის სურს ახალი ჰობი. სურს ქეთის ახალი ჰობი? დიახ, ქეთის ახალი ჰობი სურს.

მეოთხე: ქეთის მომზადებული საჭმელი არ არის გემრიელი. ქეთი კარგი მზარეულია? არა, ქეთი არ არის კარგი მზარეული. მისი საკვები არ არის გემრიელი.

მეხუთე: ქეთის წყლის ეშინია. უყვარს თუ არა ქეთის ცურვა? არა, ქეთის არ უყვარს ცურვა. მას ეშინია წყლის.

მეექვსე: ქეთი ხედავს კატას შინაური ცხოველების მაღაზიაში. ხედავს ქეთი კატას მაღაზიაში? დიახ, ქეთი ხედავს კატას შინაური ცხოველების მაღაზიაში.

მეშვიდე: ქეთი კატას შინაური ცხოველების მაღაზიიდან ყიდულობს. ყიდულობს ქეთი კატას? დიახ, ქეთი კატას შინაური ცხოველების მაღაზიიდან ყიდულობს.

მერვე: ქეთი ახლა ძალიან ბედნიერია, რადგან კატა ჰყავს. მოწყენილია ახლა ქეთი? არა, ქეთი არ არის მოწყენილი. ის ახლა ძალიან ბედნიერია, რადგან კატა ჰყავს.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE