×

우리는 LingQ를 개선하기 위해서 쿠키를 사용합니다. 사이트를 방문함으로써 당신은 동의합니다 쿠키 정책.

LingQ Mini Stories, 23- გამოცდა თუ წვეულება? – 읽을 텍스트

LingQ Mini Stories, 23- გამოცდა თუ წვეულება?

초급 2 읽기를 연습하는 조지아어의 수업

지금 본 레슨 학습 시작

ლუკა უნივერსიტეტის სტუდენტია.

ის ამ თვეში ამთავრებს.

მაგრამ ჯერ რამდენიმე გამოცდა უნდა დაწეროს.

ლუკამ ექვსი გამოცდა უნდა დაწეროს.

ლუკამ ბევრი უნდა ისწავლოს გამოცდებისთვის.

თუმცა ამ შაბათ-კვირას ლუკას მეგობარს დაბადების დღე აქვს.

ლუკას მეგობარს სურს, რომ ლუკა მის წვეულებაზე მოვიდეს.

ლუკას სურს მეგობრის წვეულებაზე წასვლა.

ბოლოს გადაწყვეტს მეგობრის წვეულებაზე წასვლას.

წვეულების შემდეგ გამოცდებისთვის სწავლას აპირებს.

თქვენს წინაშეა იგივე ამბავი, მოთხრობილი სხვაგვარად

უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი.

იმ თვეში ვამთავრებდი.

მაგრამ ჯერ რამდენიმე გამოცდის დაწერა მიწევდა.

ექვსი გამოცდის დაწერა მიწევდა.

გამოცდებისთვის ბევრი უნდა მესწავლა.

თუმცა, იმ შაბათ-კვირას ჩემს მეგობარს დაბადების დღე ჰქონდა.

ჩემს მეგობარს უნდოდა, რომ მის წვეულებაზე მივსულიყავი.

ჩემი მეგობრის წვეულებაზე მინდოდა წასვლა.

ბოლოს გადავწყვიტე ჩემი მეგობრის წვეულებაზე წავსულიყავი.

წვეულების შემდეგ ვისწავლე გამოცდებისთვის.

კითხვები

პირველი: ლუკა უნივერსიტეტის სტუდენტია. ვინ არის ლუკა? ლუკა უნივერსიტეტის სტუდენტია.

მეორე: ლუკა ამ თვეში ამთავრებს. როდის ამთავრებს ლუკა? ლუკა ამ თვეში ამთავრებს.

მესამე: ჯერ ლუკამ უნდა დაწეროს გამოცდები. რა უნდა გააკეთოს ლუკამ ჯერ? ჯერ ლუკამ უნდა დაწეროს გამოცდები.

მეოთხე: ლუკამ ექვსი გამოცდა უნდა დაწეროს. ლუკამ ცხრა გამოცდა უნდა დაწეროს? არა, ლუკამ არ უნდა დაწეროს ცხრა გამოცდა. მას ექვსი გამოცდის დაწერა უწევს.

მეხუთე: ლუკას მეგობარს დაბადების დღე ჰქონდა იმ შაბათ-კვირას. რა ჰქონდა ლუკას მეგობარს იმ შაბათ-კვირას? იმ შაბათ-კვირას ლუკას მეგობარს დაბადების დღე ჰქონდა.

მეექვსე: ლუკას მეგობარს სურდა, რომ ლუკა მის წვეულებაზე იმ შაბათ-კვირას მისულიყო. რა უნდოდა ლუკას მეგობარს? ლუკას მეგობარს სურდა, რომ ლუკა მის წვეულებაზე ამ შაბათ-კვირას მისულიყო.

მეშვიდე: ლუკას სურდა მეგობრის წვეულებაზე წასვლა. უნდოდა ლუკას მეგობრის წვეულებაზე წასვლა? დიახ, ლუკას სურდა მეგობრის წვეულებაზე წასვლა.

მერვე: ლუკამ გადაწყვიტა მეგობრის წვეულებაზე წასვლა. რა გადაწყვიტა ლუკამ? ლუკამ გადაწყვიტა მეგობრის წვეულებაზე წასვლა.

მეცხრე: ლუკა წვეულების შემდეგ გამოცდებისთვის სწავლობდა. როდის სწავლობდა ლუკა გამოცდებისთვის? ლუკა წვეულების შემდეგ გამოცდებისთვის სწავლობდა.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE