×

우리는 LingQ를 개선하기 위해서 쿠키를 사용합니다. 사이트를 방문함으로써 당신은 동의합니다 쿠키 정책.

LingQ Mini Stories, 13- ანი პაემანზე მიდის ბაჩანასთან – 읽을 텍스트

LingQ Mini Stories, 13- ანი პაემანზე მიდის ბაჩანასთან

초급 2 읽기를 연습하는 조지아어의 수업

지금 본 레슨 학습 시작

ანი რესტორანშია.

მას პაემანი აქვს ბაჩანასთან.

ანი არ იცნობს ბაჩანას.

მაგრამ ის მეგობრის მეგობარია.

ბაჩანა დროზე მოდის.

ის ამბობს: "გამარჯობა!"

და ანი ამბობს: "გამარჯობა!"

ბაჩანა ზის და ანი მას უყურებს.

იგი თვლის, რომ ის ძალიან სიმპათიურია.

ანი იღიმება, ბაჩანა კი მას უყურებს.

„ლამაზი ღიმილი გაქვს“, ამბობს ბაჩანა.

თქვენს წინაშეა იგივე ამბავი, მოთხრობილი სხვაგვარად

მე რესტორანში ვარ.

ბაჩანასთან პაემანი მაქვს.

მე არ ვიცნობ ბაჩანას.

მაგრამ ის მეგობრის მეგობარია.

ის დროზე მოდის.

ის ამბობს: "გამარჯობა!"

და მე ვამბობ "გამარჯობა!"

ის ზის, მე კი მას ვუყურებ.

ვფიქრობ, ის ძალიან სიმპათიურია.

მე ვიღიმი და ბაჩანა მიყურებს.

„ლამაზი ღიმილი გაქვს“, ამბობს ბაჩანა.

კითხვები

პირველი: ანი რესტორანშია. ანი სახლშია? არა, ანი სახლში არ არის. ის რესტორანშია.

მეორე: ანის პაემანი აქვს ბაჩანასთან. აქვს ანის პაემანი გიორგისთან? არა, ანის გიორგისთან პაემანი არ აქვს. მას პაემანი აქვს ბაჩანასთან.

მესამე: ანი არ იცნობს ბაჩანას, მაგრამ ის მეგობრის მეგობარია. იცნობს ანი ბაჩანას? არა, ანი არ იცნობს ბაჩანას, მაგრამ ის მეგობრის მეგობარია.

მეოთხე: ბაჩანა დროულად მოდის რესტორანში. დროულად მოდის ბაჩანა რესტორანში? დიახ, ბაჩანა დროზე მოდის რესტორანში.

მეხუთე: ბაჩანა ეუბნება ანის "გამარჯობა!". ამბობს ბაჩანა: "გამარჯობა"? დიახ, ბაჩანა ეუბნება ანის: "გამარჯობა!

მეექვსე: ანი ფიქრობს, რომ ბაჩანა სიმპათიურია. ფიქრობს ანი, რომ ბაჩანა სიმპათიურია? დიახ, ანი ფიქრობს, რომ ბაჩანა სიმპათიურია.

მეშვიდე: ბაჩანა უყურებს ანის. უყურებს ბაჩანა ანის? დიახ, ბაჩანა უყურებს ანის.

მერვე: ბაჩანა ამბობს, რომ ანის სასიამოვნო ღიმილი აქვს. ამბობს ბაჩანა, რომ მას მოსწონს ანის ღიმილი? დიახ, ბაჩანა ამბობს, რომ ანის სასიამოვნო ღიმილი აქვს.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE