×

우리는 LingQ를 개선하기 위해서 쿠키를 사용합니다. 사이트를 방문함으로써 당신은 동의합니다 쿠키 정책.

LingQ Mini Stories, 11- ლევანი ეძებს ახალ ბინას – 읽을 텍스트

LingQ Mini Stories, 11- ლევანი ეძებს ახალ ბინას

초급 2 읽기를 연습하는 조지아어의 수업

지금 본 레슨 학습 시작

ლევანის ბინა ძალიან პატარაა.

მას სურს ახალ ბინაში გადასვლა.

ის ინტერნეტში ათვალიერებს ბინების სურათებს.

ერთი ბინა ძალიან იაფია.

მაგრამ ის ძველი და ცარიელია.

სხვა ბინაში არის ავეჯი.

აქვს საწოლი, ტელევიზორი და გაზქურა.

თუმცა ეს ბინა ძვირია.

ლევანი გადაწყვეტს მეტი ფულის დაზოგვას.

შემდეგ მას შეუძლია მომავალ წელს გადავიდეს.

თქვენს წინაშეა იგივე ამბავი, მოთხრობილი სხვაგვარად

ჩემი ბინა ძალიან პატარაა.

მე ახალ ბინაში მინდა გადასვლა.

მე ინტერნეტში ვათვალიერებ ბინების სურათებს.

ერთი ბინა ძალიან იაფია.

მაგრამ ის ძველი და ცარიელია.

სხვა ბინაში არის ავეჯი.

აქვს საწოლი, ტელევიზორი და გაზქურა.

თუმცა ეს ბინა ძვირია.

მე გადავწყვიტე მეტი ფულის დაზოგვა.

მე მომავალ წელს შემიძლია გადავიდე.

კითხვები

პირველი: ლევანის ბინა ძალიან პატარაა. ლევანის ბინა დიდია? არა, მისი ბინა დიდი არ არის. ძალიან პატარაა.

მეორე: ლევანს სურს ახალ ბინაში გადასვლა. ლევანს სურს გადასვლა? დიახ, ლევანს სურს ახალ ბინაში გადასვლა.

მესამე: ლევანი ათვალიერებს ბინების სურათებს ინტერნეტში. ლევანი ათვალიერებს სურათებს ინტერნეტში? დიახ, ლევანი ათვალიერებს ბინების სურათებს ინტერნეტში.

მეოთხე: პირველი ბინა იაფია. ძვირია პირველი ბინა? არა, პირველი ბინა არ არის ძვირი. იაფია.

მეხუთე: პირველი ბინა ძველი და ცარიელია. პირველი ბინა ძველია? დიახ, პირველი ბინა არის ძველი და ცარიელი.

მეექვსე: მეორე ბინას აქვს საწოლი, ტელევიზორი და ღუმელი. სხვა ბინას აქვს ავეჯი? დიახ, მეორე ბინას აქვს საწოლი, ტელევიზორი და გაზქურა.

მეშვიდე: სხვა ბინა ძვირია. სხვა ბინა იაფია? არა, სხვა ბინა არ არის იაფი, ძვირია.

მერვე: ლევანი გადაწყვეტს მეტი ფულის დაზოგვას. ლევანს სურს მეტი ფულის დაზოგვა? დიახ, ლევანი გადაწყვეტს მეტი ფულის დაზოგვას.

მეცხრე: ლევანს შეუძლია მომავალ წელს გადავიდეს. შეუძლია ლევანს გადავიდეს წელს? არა, ლევანი წელს ვერ გადავა. მას შეუძლია მომავალ წელს გადავიდეს.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE