×

LingQをより快適にするためCookieを使用しています。サイトの訪問により同意したと見なされます クッキーポリシー.

Natakhtari Short Interviews, ლევან წულაძე მეგობრობის შესახებ – 読むためのテキスト

Natakhtari Short Interviews, ლევან წულაძე მეგობრობის შესახებ

初級1 ジョージア語の の読み練習用レッスン

今すぐこのレッスンを開始

ლევან წულაძე მეგობრობის შესახებ

მეგობრობას, რომელსაც აქვს მიზეზი

ის არ არის მეგობრობა

ამას არაფერი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან.

მეგობრობა არის ისევე იდუმალი და ამოუხსნელი როგორც სიყვარული

ყველაზე ფასეული მეგობრობაში არის ის, რომ

სწორედ ნამდვილი მეგობრობა ვერ უნდა იცნო,

არ იცი რისთვის არის, ანალიზს არ ექვემდებარება.

ჩვენი საუკეთესო ნაბიჯები, რომელსაც ჩავდივართ,

ჩავდივართ ამ ორგანოს დამსახურებით,

მე მყავდა ბაბუა, რომელსაც არ ვიცნობდი,

რომელიც გადაასახლეს ოცდაოთხ წელს და ისე მოხდა,

რომ ვერც მოვესწარი, მაგრამ დამრჩა მისი ანდერძი და დამიბარა,

რომ არაფერი არ წაიკითხოს “ვეფხისტყაოსნის” გარდაო.

მე მახსოვს, როდესაც ბიძაჩემმა ეს მითხრა ახალგაზრდა ვიყავი

და როგორ–მეთქი ვუთხარი, დანტე არ უნდა წაიკითხო?

არაო, ეს წაიკითხე კარგადო, აქ არის ყველაფერი

აქ არის დანტეს, აქ არის შექსპირის, აქ არის ბაირონი, ყველაფერიო

გავიდა დრო და მე მივხვდი, რომ მართალია

ყველაფერი დანარჩენიც უნდა წაიკითხო, მაგრამ აქ ყველაფერია

ბაბუას ანდერძი მართალია...

ამიტომ არის ეს მშვენიერი, ამიტომ არის მუდმივი

ის იქნება ყოველთვის, რანაირადაც არ უნდა გაირყვნას

და გათახსირდეს სამყარო ეს ყოველთვის დარჩება

იმიტომ, რომ ეს ჩვენს შიგნით, ჩვენს სისხლშია.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE