×

Utilizziamo i cookies per contribuire a migliorare LingQ. Visitando il sito, acconsenti alla nostra politica dei cookie.

Georgian Songs, ია შუღლიაშვილი - ძეგლად გადმომეფარე – Testo da leggere

Georgian Songs, ია შუღლიაშვილი - ძეგლად გადმომეფარე

Principiante 1 lezione di di georgiano per praticare la lettura

Inizia a seguire questa lezione ora

ია შუღლიაშვილი - ძეგლად გადმომეფარე

აი და რა რიგად გიხდება

ლოყის ძირას ხალია

მოდი და გვერდით მამიჯექ და

დამიმშვენე მხარია.

რა კარგი ხარ რა კარგი

შუშფარა და მჩქეფარე

როცა მოვკვდე გენაცვალე

ძეგლად გადმომეფარე.

უწინ ჩემი ვარდი იყავ

ახლა დარდი ხარ

ახლოს აღარ მეკარები და

გან-გან გარბიხარ.

აბა მითხარ, ჩემზე კარგი სხვა რომელია?

უშენობით და ჰარაქათიც და გამამელია

არ იცოდი და სიყვარული და რას მედებოდი

ღამ-ღამობით ჩემს ქუჩაზე და რას დაძვრებოდი.

აი და რა რიგად გიხდება

ზოლიანი და ხალათი

გულში არასდროს გაივლო

ბიჭოვ ჩემი და ღალატი.

რა კარგი ხარ რა კარგი

შუშფარა და მჩქეფარე

როცა მოვკვდე გენაცვალე

ძეგლად გადმომეფარე.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE