ვახტანგ გორგასალი
გასული საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც თბილისი თავისი დაარსების
1500 წელს აღნიშნავდა, გამოცხადდა კონკურსი ვახტანგ გორგასლის
ძეგლის დადგმაზე, ეს ხდება ქვეყანაში, სადაც მეფეებს დევნიან,
მეფეებს კლავენ და აღმოჩნდა, რომ ვახტანგ გორგასალი რაღაცნაირად
აერთიანებს იმდროინდელ საზოგადოებას, კონკურსი იწვევს დიდ აჟიოტაჟს,
მასში მონაწილეობს ყველა ცნობილი მოქანდაკე, მასში ჩართული არის მთელი საზოგადოება.
მითებიდან ცნობილია, რომ ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა-უყვარს ასევე ხალხს.
მისი მმართველობის პერიოდში, მოხერხდა საქართველოს გაერთიანება
აღმოსავლეთის და დასავლეთის, ქართული მიწების შემომტკიცება მოხდა.
მას კონფლიქტი ჰქონდა ეკლესიის მთავართან და იმის ნაცვლად, რომ
დაესუსტებინა ქვეყანა მან სძლია თავის პატივმოყვარეობას და პირიქით გააძლიერა.
სწორედ მაშინ ებადება აზრი, რომ გასაყოფი არის საეკლესიო და საერო დედაქალაქები და
იღებს გადაწყვეტილებას მცხეთა დატოვოს საეკლესიო დედაქალაქად
და გადმოიტანოს საერო დედაქალაქი თბილისში.
თბილისი იმ სახით, რა სახითაც დღეს შემორჩენილია ძველი ქალაქი
ვახტანგ გორგასლის დამსახურიბა არის. ის ასევე მითებშიც კი, არის
უაღრესად ადამიანური პერსონაჟი, ის არ არის შეუმცდარი, უმწიკვლო, რომელიც
ყველაზე ძლიერია, ყველაზე ლამაზია, ყველაზე შეუცდომელია, ბრძენია.
იქაც კი, მას აქვს ადამიანური ბუწება და იქაც კი ჩანს, რომ ის არის ქვეყნისთვის თავგადადებული ადამიანი.
სწორედ ვახტანგის ძალისხმევით გამოიკვეთა ის მიმართულება,
რა მიმართულებითაც შემდეგ საქართველო ვითარდებოდა და მისმა მოპოვებლმა
ავტოკეფალიამ მოატანა XVIII - XIX საუკუნემდე.
თითქოსდა დაფასდა მისი ეს ღვაწლი, მისი ეს სიყვარული,
ის ვახტანგ გორგასლის ძეგლი, რომელიც დგას მეტეხის პლატოზე
ბუნებრივად, ორგანულად არის ჩაწერილი თბილისში და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,
რომ არა 60 წლის წინ დაიდგა ის, არამედ ის იდგა სულ იქ და
ფეხი არ მოუცვლია არასოდეს და ასე იქნება სანამ იარსებებს საქართველო
და სანამ იარსებებს თბილისი.