×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.


image

The Heroes, მერაბ კოსტავა

მერაბ კოსტავა

მერაბ კოსტავაზე საუბარი ძალიან რთულია, მასზე წერაც რთულია.

ამას ამბობდა ყველა ის ადამიანი ვინც მას პირადად იცნობდა, მასთან უსაუბრია.

მაგრამ სირთულესთან ერთად, ჩემთვის პასუხისმგებლობაც არის

ვისაუბრო ადამიანზე, რომელსაც პირადად არ შევხვედრილვარ.

მე როცა დავიბადე ის უკვე გარდაცვლილი იყო, ამიტომ ის ამბები, რომელიც მის შესახებ ვიცი

მხოლოდ წაკითხული მაქვს ან მსმენია იმ ადამიანებისგან ვინც მას იცნობდა.

მაგრამ მერაბი ყველაზე კარგად გავიცანი მისი ტექსტით თავისუფლებაზე,

რომელიც მან ციხეში ყოფნის დროს დაწერა და მე ვფიქრობ, რომ

ყველაზე კარგად გამოხატავს ეს მის პიროვნებას.

თვითონაც ამბობს, რომ ეს არის მისი შინაგანი პორტრეტი, სულის პროექცია

და ძალიან შთამბეჭყდავია, როგორ აღწერს ის თავისუფლებას.

თავისუფლებას ის ადარებს ჩიტს, რომელიც ცაში დაფრინავს,

მაგრამ აქ ხსნის მთავარს, რომ ეს არ არის თავისუფლება - თავისუფლება იბადება საკანში,

იქ, სადაც ადამიანი არის შეზღუდული, იქ, სადაც გაატარა ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი,

მაგრამ ის იყო შინაგანად თავისუფალი, ის იყო ყველგანმყოფი.

იმის მიუხედავად, რომ იყო იზოლაციაში, გადასახლებაში, მას დევნიდნენ, უთვალთვალებდნენ,

ის იყო თავისუფალი და ის იყო ყველგანმყოფი.

სულ ვფიქრობ იმაზე, მერაბი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ვთქვათ, 90-იან წლებში

როგორი იქნებოდა საქართველო ან საქართველოს მომავალი - დღევანდელობა?

ამაზე პასუხი ძალიან რთულია, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ

მისი ტექსტების კითხვა დღეს მერაბს ხდის უკვდავს

და ისეთივე თავისუფალს, ეს თავისუფლება ჩვენთანაც მოაქვს,

როგორიც თვითონ იყო და როგორიც უნდოდა რომ ყოფილიყო საქართველო.


მერაბ კოსტავა Merab Kostava Merab Kostava Merab Kostava Мераб Костава

მერაბ კოსტავაზე საუბარი ძალიან რთულია, მასზე წერაც რთულია. It is very difficult to talk about Merab Kostava, it is also difficult to write about it.

ამას ამბობდა ყველა ის ადამიანი ვინც მას პირადად იცნობდა, მასთან უსაუბრია. This was said by all the people who knew him personally and talked to him.

მაგრამ სირთულესთან ერთად, ჩემთვის პასუხისმგებლობაც არის But along with difficulty, there is also responsibility for me

ვისაუბრო ადამიანზე, რომელსაც პირადად არ შევხვედრილვარ. To talk about a person whom I have not personally met.

მე როცა დავიბადე ის უკვე გარდაცვლილი იყო, ამიტომ ის ამბები, რომელიც მის შესახებ ვიცი He was already dead when I was born, so the news I know about him

მხოლოდ წაკითხული მაქვს ან მსმენია იმ ადამიანებისგან ვინც მას იცნობდა. I have only read or heard from people who knew him.

მაგრამ მერაბი ყველაზე კარგად გავიცანი მისი ტექსტით თავისუფლებაზე, But I came to know Merabi best through his text on freedom,

რომელიც მან ციხეში ყოფნის დროს დაწერა და მე ვფიქრობ, რომ which he wrote while in prison and I think that

ყველაზე კარგად გამოხატავს ეს მის პიროვნებას. It best expresses his personality.

თვითონაც ამბობს, რომ ეს არის მისი შინაგანი პორტრეტი, სულის პროექცია He himself says that this is his inner portrait, a projection of his soul

და ძალიან შთამბეჭყდავია, როგორ აღწერს ის თავისუფლებას. And it is very impressive how he describes freedom.

თავისუფლებას ის ადარებს ჩიტს, რომელიც ცაში დაფრინავს, He compares freedom to a bird that flies in the sky,

მაგრამ აქ ხსნის მთავარს, რომ ეს არ არის თავისუფლება - თავისუფლება იბადება საკანში, But here it explains the main thing that this is not freedom - freedom is born in the cell,

იქ, სადაც ადამიანი არის შეზღუდული, იქ, სადაც გაატარა ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი, Where a person is limited, where he spent some significant part of his life,

მაგრამ ის იყო შინაგანად თავისუფალი, ის იყო ყველგანმყოფი. But he was inwardly free, he was omnipresent.

იმის მიუხედავად, რომ იყო იზოლაციაში, გადასახლებაში, მას დევნიდნენ, უთვალთვალებდნენ, Despite the fact that he was in isolation, in exile, he was persecuted, watched,

ის იყო თავისუფალი და ის იყო ყველგანმყოფი. He was free and He was omnipresent.

სულ ვფიქრობ იმაზე, მერაბი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ვთქვათ, 90-იან წლებში I keep thinking about if Merabi was alive, say, in the 90s

როგორი იქნებოდა საქართველო ან საქართველოს მომავალი - დღევანდელობა? What would Georgia be like or the future of Georgia?

ამაზე პასუხი ძალიან რთულია, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ The answer to this is very difficult, but I can definitely say that

მისი ტექსტების კითხვა დღეს მერაბს ხდის უკვდავს Reading his texts today makes Merabi immortal

და ისეთივე თავისუფალს, ეს თავისუფლება ჩვენთანაც მოაქვს, And just as free, this freedom brings us too,

როგორიც თვითონ იყო და როგორიც უნდოდა რომ ყოფილიყო საქართველო. As he was and as he wanted Georgia to be.