×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.


image

The Heroes, მარო მაყაშვილი

მარო მაყაშვილი

ჩემი გმირი მარო მაყაშვილია.

პირველი ქალი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას შეეწირა, და ასევე

პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიყქა.

მარო, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი ხელმძღვანელის,

კოტე მაყაშვილის შვილი და ცნობილი ქართველი მწერლის,

საზოგადო მოღვაწისა და ფემინისტის - ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი იყო.

XX საუკუნის დასაწყისის გამოჩენილი და გამორჩეული

ქართველების გარემოცვაში გაზრდილი მარო, თავადაც განსაკუთრებული იყო.

უნიჭიერესს და უკეთილშობილესს,

ყველაფერი საუკეთესო ჯერ სხვებისთვის უნდოდა და მხოლოდ შემდეგ, საკუთარი თავისთვის.

1921 წლის თებერვალში, როცა თბილისს წითელი არმია მოადგა,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარო მაყაშვილი, „წითელ ჯვარში“

მოწყალების დად ჩაეწერა, ოჯახის წევრებს დაემშვიდობა და იმავე დღეს წავიდა ომში.

როგორც ახლობლები იხსენებენ, შემართებით და უცნაური სიხარულით მიდიოდა.

ასე, ომში ალბათ, მხოლოდ 19 წლის გოგოები მიდიან.

მარო თავისი ცხოვრებით და ტრაგიკული ბედით,

ჩემთვის არის საქართველოს პირველი რესპუბლიკა.

არაჩვეულებრივი, იმედისმომცემი, ძვრფასი,

რომლის გულის ფეთქვაც რუსულმა ოკუპაციამ შეწყვიტა.

მარო არის სიმბოლო, თავისუფლებისთვის მებრძოლი, ევროპისკენ მომზირალი საქართველოსი.

მან ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.

დღიური, რომელიც ერთი მხრივ, გვიხატავს ახალგაზრდა ქალის პორტრეტს,

რომლის იდეებიც განათლების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის

საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ დღესაც აქტუალური და თანამედროვეა,

მეორე მხრივ კი, მაროს დღიური არის ერთგვარი ქრონიკა საქართველოს პირველი

რესპუბლიკისა, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს, სრულიად

განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს.

100 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მარომ საქართველოს შესწირა თავი.

დღეს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვუერთგულოთ მაროს ოცნებას,

დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დავუბრუნდეთ ევროპას - ჩვენს ისტორიულ ოჯახს.

მაროს ამბავს მისივე სიტყვებით დავასრულებ:

„დღეს მივხვდი, რა არის მიზანი ცხოვრებისა - სამშობლოსთვის მუშაობა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“


მარო მაყაშვილი Maro Makashvili Maro Makashvili Maro Makashvili Maro Makashvili Маро Макашвили

ჩემი გმირი მარო მაყაშვილია. My hero is Maro Makashvili.

პირველი ქალი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას შეეწირა, და ასევე The first woman who sacrificed herself for the occupation of Georgia by Russia, and also

პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიყქა. The first woman to be awarded the title of National Hero of Georgia.

მარო, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი ხელმძღვანელის, Maro, the first head of the Writers' Union of Georgia,

კოტე მაყაშვილის შვილი და ცნობილი ქართველი მწერლის, child of Kote Makashvili and famous Georgian writer,

საზოგადო მოღვაწისა და ფემინისტის - ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი იყო. She was the granddaughter of public figure and feminist - Ekaterine Gabashvili.

XX საუკუნის დასაწყისის გამოჩენილი და გამორჩეული Prominent and distinguished at the beginning of the 20th century

ქართველების გარემოცვაში გაზრდილი მარო, თავადაც განსაკუთრებული იყო. Growing up surrounded by Georgians, Maro herself was special.

უნიჭიერესს და უკეთილშობილესს, to the most talented and the noblest,

ყველაფერი საუკეთესო ჯერ სხვებისთვის უნდოდა და მხოლოდ შემდეგ, საკუთარი თავისთვის. She wanted the best for others first and only then for herself.

1921 წლის თებერვალში, როცა თბილისს წითელი არმია მოადგა, In February 1921, when the Red Army came to Tbilisi,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარო მაყაშვილი, „წითელ ჯვარში“ Tbilisi State University student Maro Makashvili, in "Red Cross"

მოწყალების დად ჩაეწერა, ოჯახის წევრებს დაემშვიდობა და იმავე დღეს წავიდა ომში. She signed up as a sister of mercy, said goodbye to her family members and went to war on the same day.

როგორც ახლობლები იხსენებენ, შემართებით და უცნაური სიხარულით მიდიოდა. As relatives recall, she was walking with attitude and strange joy.

ასე, ომში ალბათ, მხოლოდ 19 წლის გოგოები მიდიან. So, probably, only 19-year-old girls go to war.

მარო თავისი ცხოვრებით და ტრაგიკული ბედით, Maro with her life and tragic fate,

ჩემთვის არის საქართველოს პირველი რესპუბლიკა. For me, it is the first republic of Georgia.

არაჩვეულებრივი, იმედისმომცემი, ძვრფასი, extraordinary, promising, priceless,

რომლის გულის ფეთქვაც რუსულმა ოკუპაციამ შეწყვიტა. whose heartbeat was stopped by the Russian occupation.

მარო არის სიმბოლო, თავისუფლებისთვის მებრძოლი, ევროპისკენ მომზირალი საქართველოსი. Maro is a symbol of Georgia, fighting for freedom, looking towards Europe.

მან ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. She left us a priceless legacy.

დღიური, რომელიც ერთი მხრივ, გვიხატავს ახალგაზრდა ქალის პორტრეტს, A diary that, on the one hand, paints a portrait of a young woman,

რომლის იდეებიც განათლების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის

საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ დღესაც აქტუალური და თანამედროვეა, About the role of women in society is still relevant and modern today,

მეორე მხრივ კი, მაროს დღიური არის ერთგვარი ქრონიკა საქართველოს პირველი On the other hand, Maro's diary is a kind of first chronicle of Georgia

რესპუბლიკისა, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს, სრულიად Republic, which is well known to us people, completely

განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს. It shows from a different angle.

100 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მარომ საქართველოს შესწირა თავი. More than 100 years have passed since Maro sacrificed herself for Georgia.

დღეს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვუერთგულოთ მაროს ოცნებას, Today, it is vital for us to stay true to Maro's dream,

დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დავუბრუნდეთ ევროპას - ჩვენს ისტორიულ ოჯახს. Let's protect our freedom and return to Europe - our historical family.

მაროს ამბავს მისივე სიტყვებით დავასრულებ: I will end Maro's story with her own words:

„დღეს მივხვდი, რა არის მიზანი ცხოვრებისა - სამშობლოსთვის მუშაობა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ "Today I realized what is the purpose of life - to work for the motherland. Long live independent Georgia!"