×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.

New Year Sale Up to 50% off
Sign Up Free
image

The Heroes, დავით სარაჯიშვილი

დავით სარაჯიშვილი

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში არ არსებობდა არცერთი

ეროვნული სახის ინიციატივა ან წამოწყება, რომლის მთავარ ადგილას,

ცენტრალურ ფიგურად ასე ვთქვათ, არ ყოფილიყო დავით სარაჯიშვილი.

სულ რამდენიმე რომ ჩამოვთვალოთ, ეს იყო პირველი. მაგალითად:

ქართული უნივერსიტეტის მშენებლობა, ეს იყო ექვთიმე თაყაიშვილის

ეთნოგრაფიული ცნობილი ექსპედიციები, რა თქმა უნდა, წერა კითხვის

გამავრცელებელი საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა

და პირველ რიგში, ალბათ, დავით სარაჯიშვილს რომ ვიხსენებთ

აუცილებლად ვიხსენებთ მის სტიპენდიანტებს, ხალხს, რომელიც მან გაუშვა.

ეს ახალგაზრდები, რომელიც გაუშვა საზღვარგარეთ სასწავლებლად

ისინი შემდეგ ყველა უკან დაბრუნდა საქართველოში

და ყველამ თავის სფეროში გადამწყვეტი როლი შეასრულა

ჩვენი ქვეყნის ისტორიის განვითარებაში.

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საქართველო სრულიად

სხვანაირი იქნებოდა, ბევრად უარესი, რომ არა დავით სარაჯიშვილი.

ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. არსებობს დავით სარაჯიშვილი,

როგორც ქველმოქმედი და არსებობს როგორც მრეწველობის, კონიაკის ფუძემდებელი

და ეს იყო ადამიანი, რომელმაც პირველად შემოიღო რვა საათიანი

სამუშაო დღე საქართველოში, რომელმაც მისცა მუშებს დაზღვევა,

ბიულეტენის ცნება შემოიტანა საერთოდ საქართველოში,

გაუხსნა უფასო სამკითხველოები თავისი ქარხნების მუშებს და არაფერს არ იშურებდა

იმისთვის, რომ მათ მიეღოთ რაღაცნაირად პიროვნული განვითარება.

ძნელია გაიმეორო დავით სარაჯიშვილი, მაგრამ მიუწვდომელ, მაგალითად

მისი დასახვა აუცილებელია.

ამიტომ ალბათ, აი ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი

მიუწვდომელი მაგალითი.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE