×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.

The Heroes, დავით აღმაშენებელი – Text to read

The Heroes, დავით აღმაშენებელი

Beginner 1 Georgian lesson to practice reading

Start learning this lesson now

დავით აღმაშენებელი

ყოველთვის მიყვარს დავით აღმაშენებელზე საუბარი, მეტიც

დიდი წიგნი დავწერე იმიტომ, რომ ეს არის უნიკალური მოვლენა

საქართველოს ისტორიაში, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში

და არასოდეს არ მინდოდა, ბავშობიდან კი მესმოდა მისი სახელი, მაგრამ არასოდეს არ მინდოდა

დავკმაყოფილებულიყავი იმით, რაც არსებობს მის მიმართ.

სულ მეგონა, რომ ეს არის სამუზეუმო ექსპონატი და სადღეგრძელოს ობიექტი და

როცა გავიზარდე და სერიოზულად დავინტერესდი რა საიდუმლო ჰქონდა,

რა უპირატესობა და როგორ შეძლო პატარა, ახალგაზრდა ადამიანმა, პატარა იმიტომ, რომ

16 წლის იყო როცა გამეფდა და მემკვიდრეობით მიიღო სრულად გაპარტახებული,

გავერანებულინ ტყეებად ქცეული ტერიტორია, რომელსაც საქართველო ერქვა, თორემ

ქვეყანა და სახელმწიფო რა თქმა უნდა, არ იყო და აი ამ მოცემულობიდან მან შექმნა

ყველაზე წარმატებული, ისეთი წარმატებული ქართული სახელმწიფო,

რომელიც მანამდეც არ გვქონია და მერეც ვერავინ გაიმეორა.

დავიწყე ამის კვლევა და ძალიან მიხარია რომ აღმოვაჩინე, ჩემი მოკლე ჭკუით,

რომ მისი საიდუმლო არის მის წიგნიერებაში და მის გონიერებაში,

იმიტომ რომ, როგორც მთავარსარდალი, სხვა სახელებიც იცის კაცობრიობამ,

მაგრამ მისი აზროვნება იყო უნივერსალური, ის ფიქრობდა, რომ

ქართული სახელმწიფო არ ნიშნავს მხოლოდ ქართველებისთვის

ბედნიერ სახელმწიფოს, არამედ მიმღებლობა ჰქონდა ყველა განსხვავებულის,

რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით, ამიტომაც, მეტსაც გეტყვით,

არამხოლოდ ქართველებს უყვარდა, ქართველებზე მეტად, ის რაც

შექმნა დავით აღმაშენებელმა, უყვარდა არაქართველებსაც, რომლებიც თავის თავს

აღიქვამდნენ, როგორც სრულფასოვან წევრებად იმ ქართული საზოგადოების და

სახელმწიფოებრიობის, რომელიც დავით აღმაშენებელმა შწქმნა,

ამიტომაც მგონია, რომ თუ დავით აღმაშენებლის დაბრუნება გვინდა,

სინამდვილეში უნდა დავაბრუნოთ მზსი იდეები.

ამას მიხვდა დავით აღმაშენებელი, რომ თუ გეშინია განსხვავებული ფერის,

თუ გეშინია განსხვავებული აზრის და განსხვავებული ეთნოსის,

რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ იქნები ისეთი ძლიერი და უშიშარი,

როგორიც იყო დავით აღმაშენებელი. ამიტომაც თუ გვინდა მისი დაბრუნება

პირველ რიგში უნდა დავაბრუნოთ მისი იდეები, ქართული სახელმწიფოს იდეა,

რომელიც უნიკალური იყო და უნივერსალური დავით აღმაშენებლის ეპოქაში.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE