×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.


image

ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა, 1- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა

1- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა

თავი პირველი.

ცუდი ყოფაქცევა.

პატარა, წითური ძაღლი - ტაქსასა და ნაგაზის ჯიშნარევი, - ქუჩაში წინ და უკან დარბოდა და თვალებს მოუსვენრად აცეცებდა.

ცხვირ-პირი მელას მიუგავდა.

დროდადრო შედგებოდა, აწკმუტუნდებოდა, ხან ერთ გათოშილ თათს ასწევდა, ხან — მეორეს.

ვერაფრით მიმხვდარიყო, გზა რამ აუბნია.

ცხადად ახსოვდა, როგორ გაატარა დღე და ბოლოს, როგორ აღმოჩნდა ამ უცნობ ქუჩაში.

დილაადრიან მისმა პატრონმა, დურგალმა ლუკა ალექსანდრიჩმა ქუდი დაიხურა, წითელ ხელსახოცში გამოხვეული ხის რაღაც საგანი ამოიიღლიავა და დაიძახა:

− კაშტანკა, წავედით!

თავისი სახელის გაგონებაზე ძაღლი დაზგის ქვემოდან გამოძვრა, იქ ბურბუშელაზე ეძინა, ერთი გემრიელად გაიზმორა და პატრონს გაედევნა.

ლუკა ალექსანდრიჩის მუშტრები ძალზე შორს ცხოვრობდნენ.

ასე რომ, სანამ თითოეულ მთგანს მოინახულებდა, დურგალს ღონეზე მოსასვლელად სამიკტნოში რამდენჯერმე უნდა შეევლო.

კაშტანკას ახსოვდა, რომ გზაში მეტისმეტად ცუდად იქცეოდა, აქაოდა, სასეირნოდ წამომიყვანესო, გახარებული ხტოდა, კონკის ვაგონებს უყეფდა, ეზოებში შერბოდა და ძაღლებს დასდევდა.

როგორც კი თვალს მიეფარებოდა, დურგალი ჩერდებოდა და გაბრაზებული შეუყვირებდა ხოლმე.

ერთხელაც გაცეცხლებულმა პატრონმა ძაღლს მელასავით აცქვეტილ ყურში ხელი სტაცა და კბილებში გამოსცრა:

− შენი ჯიში კი გაწყდა, შე ეშმაკის კერძო!

რაკი მუშტრები დაიარა, ლუკა ალექსანდრიჩმა წამით დასთან შეირბინა, სადაც დალია და წაიხემსა, შემდეგ ნაცნობ ამკინძავს ესტუმრა.

მერე ისევ სამიკიტნოში ამოჰყო თავი, სამიკიტნოდან ნათლიმამას მიადგა და ა.შ.

ერთი სიტყვით, როცა კაშტანკა უცნობ ქუჩაში აღმოჩნდა, უკვე საღამოვდებოდა და გვარიანად გამობრუჟული დურგალი ხელებს იქნევდა, მძიმედ ხვნეშოდა და დუდღუნებდა:

− ეჰ, ცოდვის შვილები ვართ!

ცოდვის შვილები!

აგერ ქუჩაში მივაბიჯებთ და ფარნებს შევცქერით, მოვკვდებით და - ჯოჯოხეთის ალში დავიხრუკებით...

ხან მოლბებოდა, კაშტანკას მიიხმობდა და ტკბილად ეტყოდა:

− შენ, კაშტანკა, მწერი ხარ და მეტი არაფერი: ადამიანისაგან ისევე განსხვავდები, როგორც დურგალი ხუროსაგან.

ამ საუბარში რომ იყვნენ, ანაზდად მუსიკამ დაიქუხა.

კაშტანკამ მიიხედა და დაინახა, ქუჩაში, პირდაპირ მისკენ ჯარისკაცთა პოლკი მოაბიჯებდა.

მუსიკა მუდამ ნერვებს უშლიდა, ახლაც ერთ ადგილზე აწრიალდა და აყმუვლდა.

ძალიან კი გაუკვირდა, როცა დურგალი იმის მაგივრად, რომ დამფრთხალიყო და შეეყეფა, გაიბადრა, წელში გასწორდა და ჯარისკაცებს მხედრულად მიესალმა.

კაშტანკა რაკიღა დარწმუნდა, პატრონი უკმაყოფილებას არ გამოთქვამდა, უფრო ხმამაღლა აყმუვლდა, თავგზააბნეულმა ქუჩა გადაირბინა და მოპირდაპირე ტროტუარზე აღმოჩნდა.

როცა გამოერკვა, მუსიკა აღარსად ისმოდა და აღარც ჯარისკაცები ჩანდნენ, ისევ გადაირბინა ქუჩა, იმ ადგილს მიაშურა, სადაც პატრონს დასცილდა...

დურგალი იქ აღარ დახვდა.

ახლა წინ გავარდა, მერე ისევ უკან გამოიქცა.

ერთხლ კიდევ გადაირბინა ქუჩა, მაგრამ დურგალი თითქოს მიწას ჩაეყლაპა...

კაშტანკამ ფილაქანი დაყნოსა, იქნებ გეში ავიღოო, მაგრამ უფრო ადრე ვიღაც სალახანას რეზინის ახალი კალოშებით გაევლო და ყველა სურნელი კაუჩუკის მყრალსა და მძაფრ სუნში არეულიყო.

ასე რომ, ვერაფერი გამოარჩია.

კაშტანკა წინ და უკან დარბოდა, პატრონს კი ვერა და ვერ პოულობდა.

ამასობაში კიდეც დაბინდდა.

ქუჩის ორსავე მხარეს ფარნები აინთო.

ფანჯრებში შუქი აკიაფდა.

დიდრონი, ფაფუკი ფანტელები ცვიოდა და ქვაფენილს, ცხენების ზურგებსა და მეეტლეთა ქუდებს თეთრად რთავდა.

რაც უფრო ბინდდებოდა, მით უფრო გამორჩევით ქათქათებდა საგნები, ქუჩაში არ ილეოდნენ უცნობი მუშტრები, კაშტანკას თვალში ეჩხირებოდნენ, ზოგი ფეხსაც წაჰკრავდა ხოლმე (კაშტანკა კაცობრიობას ორ ძალზე არათანაბარ ჯგუფად, პატრონებად და მუშტრებად ყოფდა.

ამათ შორის არსებითი განსხვავება ის იყო, რომ პირველთ მისი ცემის უფლება ჰქონდათ, მეორენი კი თავად უნდა მორიდებოდნენ).

მუშტრები სადღაც მიიჩქაროდნენ და კაშტანკას არაფრად აგდებდნენ.

როცა სულ მთლად ჩამობნელდა, კაშტანკა სასოწარკვეთამ და შიშმა აიტანა.

რომელიღაც სადარბაზოს შეეყუჟა და მწარედ ატირდა.

ლუკა ალექსანდრიჩთან მგზავრობამ დაღალა, ყურები და თათები გაეთოშა.

შიმშილმაც გვარიანად შეაწუხა.

იმ დღეს მხოლოდ ორჯერ მოუწია ჭამა: ამკინძავთან ცოტოდენი ბუბკო მიირთვა და ერთ-ერთი სამიკიტნოს დახლთან ძეხვის კანს წააწყდა.

ეს იყო და ეს.

ადამიანი რომ ყოფილიყო, უთუოდ გაიფიქრებდა: "არა, ასე ცხოვრება შეუძლებელია, თავი უნდა მოვიკლა,"


1- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა 1- Anton Tschechow – Kaschtanka 1- Anton Chekhov - Kashtanka 1- Antón Chéjov - Kashtanka 1- Anton Tchekhov - Kachtanka 1- Антон Чехов - Каштанка 1-安东·契诃夫 - 卡什坦卡

თავი პირველი. Chapter one. Capítulo uno.

ცუდი ყოფაქცევა. bad behavior mal comportamiento

პატარა, წითური ძაღლი - ტაქსასა და ნაგაზის ჯიშნარევი, - ქუჩაში წინ და უკან დარბოდა და თვალებს მოუსვენრად აცეცებდა. A small red dog - a cross between a dachshund and a shepherd - was running back and forth on the street, blinking restlessly. Un pequeño perro rojo, un cruce entre un perro salchicha y un pastor, corría de un lado a otro por la calle, parpadeando inquieto. Mały, rudy piesek – skrzyżowanie jamnika z pasterzem – biegał tam i z powrotem po ulicy, mrugając niespokojnie. Маленькая рыжая собачка — помесь таксы и овчарки — бегала туда-сюда по улице, беспокойно моргая.

ცხვირ-პირი მელას მიუგავდა. The nose and mouth resembled a fox. La nariz y la boca parecían un zorro.

დროდადრო შედგებოდა, აწკმუტუნდებოდა, ხან ერთ გათოშილ თათს ასწევდა, ხან — მეორეს. From time to time he stood up, twitched, sometimes he raised one clawed paw, sometimes the other.

ვერაფრით მიმხვდარიყო, გზა რამ აუბნია. Couldn't understand, how she got lost.

ცხადად ახსოვდა, როგორ გაატარა დღე და ბოლოს, როგორ აღმოჩნდა ამ უცნობ ქუჩაში. She clearly remembered how she spent the day and finally how she ended up on this unknown street.

დილაადრიან მისმა პატრონმა, დურგალმა ლუკა ალექსანდრიჩმა ქუდი დაიხურა, წითელ ხელსახოცში გამოხვეული ხის რაღაც საგანი ამოიიღლიავა და დაიძახა: Early in the morning, her owner, the carpenter Luka Alexandrich, put on his hat, took out some wooden object wrapped in a red napkin and called out:

− კაშტანკა, წავედით! - Kashtanka, let's go!

თავისი სახელის გაგონებაზე ძაღლი დაზგის ქვემოდან გამოძვრა, იქ ბურბუშელაზე ეძინა, ერთი გემრიელად გაიზმორა და პატრონს გაედევნა. Hearing her name, the dog crawled out from under the workbench, slept there on the sawdust, had a good night's sleep and chased the owner.

ლუკა ალექსანდრიჩის მუშტრები ძალზე შორს ცხოვრობდნენ. Luka Alexandrichi's clients lived very far away.

ასე რომ, სანამ თითოეულ მთგანს მოინახულებდა, დურგალს ღონეზე მოსასვლელად სამიკტნოში რამდენჯერმე უნდა შეევლო. So, before visiting each client, the carpenter had to enter tavern several times to get to work.

კაშტანკას ახსოვდა, რომ გზაში მეტისმეტად ცუდად იქცეოდა, აქაოდა, სასეირნოდ წამომიყვანესო, გახარებული ხტოდა, კონკის ვაგონებს უყეფდა, ეზოებში შერბოდა და ძაღლებს დასდევდა. Kashtanka remembered that she behaved too badly on the road, she would take for a walk, she would jump with joy, bark at horse wagons, run around the yards and chase the dogs.

როგორც კი თვალს მიეფარებოდა, დურგალი ჩერდებოდა და გაბრაზებული შეუყვირებდა ხოლმე. As soon as he lost her, the carpenter would stop and shout angrily.

ერთხელაც გაცეცხლებულმა პატრონმა ძაღლს მელასავით აცქვეტილ ყურში ხელი სტაცა და კბილებში გამოსცრა: Once, the angry owner put his hand in the dog's fox-like ear and growled:

− შენი ჯიში კი გაწყდა, შე ეშმაკის კერძო! - Your breed has been cut off, you devil's private!

რაკი მუშტრები დაიარა, ლუკა ალექსანდრიჩმა წამით დასთან შეირბინა, სადაც დალია და წაიხემსა, შემდეგ ნაცნობ ამკინძავს ესტუმრა. After clients, Luka Alexandrich ran to his sister for a moment, where he drank and drank, then visited a bookbinder he knew.

მერე ისევ სამიკიტნოში ამოჰყო თავი, სამიკიტნოდან ნათლიმამას მიადგა და ა.შ. Then he pulled himself out and went to tavern, went to the godfather from the tavern, and so on.

ერთი სიტყვით, როცა კაშტანკა უცნობ ქუჩაში აღმოჩნდა, უკვე საღამოვდებოდა და გვარიანად გამობრუჟული დურგალი ხელებს იქნევდა, მძიმედ ხვნეშოდა და დუდღუნებდა: In a word, when Kashtanka found herself on an unknown street, it was already evening, and the carpenter, who was drunk, was waving his hands, sighing heavily and humming:

− ეჰ, ცოდვის შვილები ვართ! - Oh, we are children of sin!

ცოდვის შვილები!

აგერ ქუჩაში მივაბიჯებთ და ფარნებს შევცქერით, მოვკვდებით და - ჯოჯოხეთის ალში დავიხრუკებით... We're walking down the street and look at the lanterns, then we'll die and - we'll burn in the flames of hell...

ხან მოლბებოდა, კაშტანკას მიიხმობდა და ტკბილად ეტყოდა: Sometimes he would cry, call Kashtanka and sweetly say:

− შენ, კაშტანკა, მწერი ხარ და მეტი არაფერი: ადამიანისაგან ისევე განსხვავდები, როგორც დურგალი ხუროსაგან. - You, Kashtanka, are an insect and nothing more: you are as different from a person as a carpenter is from a joiner.

ამ საუბარში რომ იყვნენ, ანაზდად მუსიკამ დაიქუხა. While they were in this conversation, the music started playing.

კაშტანკამ მიიხედა და დაინახა, ქუჩაში, პირდაპირ მისკენ ჯარისკაცთა პოლკი მოაბიჯებდა. Kashtanka looked and saw a regiment of soldiers marching directly towards her on the street.

მუსიკა მუდამ ნერვებს უშლიდა, ახლაც ერთ ადგილზე აწრიალდა და აყმუვლდა. The music always got on my nerves, and even now it was humming and humming in one place.

ძალიან კი გაუკვირდა, როცა დურგალი იმის მაგივრად, რომ დამფრთხალიყო და შეეყეფა, გაიბადრა, წელში გასწორდა და ჯარისკაცებს მხედრულად მიესალმა. She was very surprised when the carpenter, instead of being afraid and barking greeted themm, straightened his waist and saluted the soldiers like a knight.

კაშტანკა რაკიღა დარწმუნდა, პატრონი უკმაყოფილებას არ გამოთქვამდა, უფრო ხმამაღლა აყმუვლდა, თავგზააბნეულმა ქუჩა გადაირბინა და მოპირდაპირე ტროტუარზე აღმოჩნდა. Once Kashtanka was convinced that the owner was not displeased, she barked louder, confused and ran across the street and found herself on the opposite sidewalk.

როცა გამოერკვა, მუსიკა აღარსად ისმოდა და აღარც ჯარისკაცები ჩანდნენ, ისევ გადაირბინა ქუჩა, იმ ადგილს მიაშურა, სადაც პატრონს დასცილდა... When she realized that the music was no longer heard anywhere and the soldiers were no longer visible, she ran across the street again, to the place where she passed the owner...

დურგალი იქ აღარ დახვდა. The carpenter was no longer there.

ახლა წინ გავარდა, მერე ისევ უკან გამოიქცა. Now she ran forward, then she ran back again.

ერთხლ კიდევ გადაირბინა ქუჩა, მაგრამ დურგალი თითქოს მიწას ჩაეყლაპა... At once she ran across the street, but the carpenter seemed to be swallowed by the ground...

კაშტანკამ ფილაქანი დაყნოსა, იქნებ გეში ავიღოო, მაგრამ უფრო ადრე ვიღაც სალახანას რეზინის ახალი კალოშებით გაევლო და ყველა სურნელი კაუჩუკის მყრალსა და მძაფრ სუნში არეულიყო. Kashtanka smelled the sidewalk, maybe she could take a lead, but earlier someone walked by with new rubber shoes, and all the scents were mixed with the thick and pungent smell of rubber.

ასე რომ, ვერაფერი გამოარჩია. So she couldn't pick anything out.

კაშტანკა წინ და უკან დარბოდა, პატრონს კი ვერა და ვერ პოულობდა. Kashtanka ran back and forth, but could not find the owner.

ამასობაში კიდეც დაბინდდა. In the meantime, it got dark.

ქუჩის ორსავე მხარეს ფარნები აინთო. Lanterns were lit on both sides of the street.

ფანჯრებში შუქი აკიაფდა. There was light in the windows.

დიდრონი, ფაფუკი ფანტელები ცვიოდა და ქვაფენილს, ცხენების ზურგებსა და მეეტლეთა ქუდებს თეთრად რთავდა. Large, fluffy flakes fell and whitened the cobblestones, the backs of the horses and the hats of the cabbies.

რაც უფრო ბინდდებოდა, მით უფრო გამორჩევით ქათქათებდა საგნები, ქუჩაში არ ილეოდნენ უცნობი მუშტრები, კაშტანკას თვალში ეჩხირებოდნენ, ზოგი ფეხსაც წაჰკრავდა ხოლმე (კაშტანკა კაცობრიობას ორ ძალზე არათანაბარ ჯგუფად, პატრონებად და მუშტრებად ყოფდა. The darker it got, the more distinctively Kashtanka did things, unknown clients were not seen on the street, they blocked Kashtanka's vision, some even pushed her with feet (Kashtanka divided humanity into two very unequal groups, patrons and clients.

ამათ შორის არსებითი განსხვავება ის იყო, რომ პირველთ მისი ცემის უფლება ჰქონდათ, მეორენი კი თავად უნდა მორიდებოდნენ). The essential difference between them was that the first one had the right to beat her, while the second one would better to avoid her).

მუშტრები სადღაც მიიჩქაროდნენ და კაშტანკას არაფრად აგდებდნენ. Clients rushed somewhere and didn't notice Kashtanka at all.

როცა სულ მთლად ჩამობნელდა, კაშტანკა სასოწარკვეთამ და შიშმა აიტანა. When it was completely dark, Kashtanka was overcome by despair and fear.

რომელიღაც სადარბაზოს შეეყუჟა და მწარედ ატირდა. He went to some entrance and wept bitterly.

ლუკა ალექსანდრიჩთან მგზავრობამ დაღალა, ყურები და თათები გაეთოშა. She was tired of traveling with Luka Alexandrich, her ears and paws were frozen.

შიმშილმაც გვარიანად შეაწუხა. Hunger also affected her greatly.

იმ დღეს მხოლოდ ორჯერ მოუწია ჭამა: ამკინძავთან ცოტოდენი ბუბკო მიირთვა და ერთ-ერთი სამიკიტნოს დახლთან ძეხვის კანს წააწყდა. She had to eat only twice that day: she ate some book glue at bookbinder's place and came across a sausage skin at one of the tavern's counters.

ეს იყო და ეს. It was this and that.

ადამიანი რომ ყოფილიყო, უთუოდ გაიფიქრებდა: "არა, ასე ცხოვრება შეუძლებელია, თავი უნდა მოვიკლა," If she were a human being, she would undoubtedly think: "No, it's impossible to live like this, I have to kill myself."