×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.


image

ანტონ ჩეხოვი - მოთხრობები, 1- ანტონ ჩეხოვი - სიხარული

1- ანტონ ჩეხოვი - სიხარული

ღამის თორმეტი საათი იყო.

მიტია კულდაროვი, თმაგაწეწილი, აღელვებული, აღფრთოვანებული შეფრინდა თავისი მშობლების ბინაში და სწრაფად შემოიარა ყველა ოთახი.

მშობლები უკვე დასაძინებლად ემზადებოდნენ.

და ლოგინში იწვა და რომანის ბოლო ფურცელს კითხულობდა.

გიმნაზიელ ძმებს ეძინათ.

– შენ საიდან? - გაოცდნენ მშობლები. - რა დაგემართა?

"ოჰ, არ მკითხოთ!

მე არანაირად არ ველოდი!

არა, მე არანაირად არ ველოდი!

ეს... ეს დაუჯერებელიცაა."

მიტიამ გადაიხარხარა და სავარძელში ჩაჯდა, გახარებულმა თავი ვეღარ შეიკავა.

"ეს დაუჯერებელია!

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, შეხედეთ."

და ლოგინიდან წამოხტა, საბანი მოიხურა და ძმას მიუახლოვდა.

გიმნაზიელებს გაეღვიძათ.

"რა დაგემართა?

შენ თავს არ გავხარ!"

"ეს მე სიხარულისგან ვარ ასე, დედიკო!

მე ხომ ახლა მთელი რუსეთი მიცნობს!

მთელი!

ადრე მხოლოდ თქვენ იცოდით, რომ ამ ქვეყენაზე არსებობს კოლეჯის რეგისტრატორი დიმიტრი კულდაროვი, ახლა კი, მთელმა რუსეთმა იცის ამის შესახებ!

დედიკო! ო, ღმერთო!"

მიტია წამოხტა, შემოირბინა მთელი ოთახი და ისევ დაჯდა.

"და რა მოხდა ასეთი?

გასაგებად ილაპარაკე!"

"თქვენ ცხოვრობთ, როგორც გარეული მხეცები, გაზეთს არ კითხულობთ, არავითარ ყურადღებას არ აქცევთ საჯაროობას, გაზეთებში კი ასე ბევრი რამაა შესანიშნავი!

ყველაფერი რაც ხდება, ახლა ყველასათვის ცნობილია, არაფერი არ იფარება!

როგორი ბედნიერი ვარ!

ო, ღმერთო!

გაზეთებში ხომ მხოლოდ ცნობილ ადამიანებზე ბეჭდავენ, იქ კი ჩემზე დაწერეს."

"რას ამბობ? სად?"

მამა გაფითრდა.

დედამ შეხედა მის სახეს და პირჯვარი გადაიწერა.

გიმნაზიელები წამოცვივდნენ, როგორც იყვნენ, ერთნაირ ღამის პერანგებში გამოწყობილნი, თავიანთ უფროს ძმასთან მიცვივდნენ.

"დიახ! ჩემს შესახებ დაბეჭდეს!

ახლა ჩემს შესახებ მთელმა რუსეთმა იცის!

თქვენ, დედიკო, შეინახეთ ეს ნომერი სახსოვრად!

ხანდახან წავიკითხავთ ხოლმე. შეხედეთ!"

მიტიამ ჯიბიდან გაზეთის ნომერი ამოიღო, გადააწოდა მამას და თითით მიანიშნა ლურჯი ფანქრით გახაზული ადგილი.

"წაიკითხეთ!"

მამამ სათვალე გაიკეთა.

"წაიკითხეთ-მეთქი!"

დედამ სახეზე შეხედა და პირჯვარი გადაიწერა.

მამამ ჩაახველა და კითხვა დაიწყო.

"“29 დეკემბერი, საღამოს 11 საათი, კოლეჯის რეგისტრატორი დიმიტრი კულდაროვი..."

"ხედავთ, ხედავთ? შემდეგ!"

"...კოლეჯის რეგისტრატორი დიმიტრი კულდაროვი, - ლუდხანიდან მომავალი, რომელიც მდებარეობს მალოი ბრონზე, კოზიხინის სახლში, და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში..."

"ეს მე სიმონ პეტრეს ძესთან ერთად ვარ..."

ყველაფერი დაწვრილებითაა აღწერილი!

განაგრძეთ! შემდეგ! მოუსმინეთ!

"...და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ფეხი დაუსხლტა და დაეცა იქვე მდგარი მეეტლის, იუხნოვის მაზრის, სოფელ დურკინელი გლეხის, ივან დროტოვის ცხენის ქვეშ.

შეშინებულმა ცხენმა გადააბიჯა კულდაროვს და მისი გვერდის ავლით გაათრია მარხილი, რომელშიც იმყოფებოდა მოსკოვის მეორე საამქროს ვაჭარი, სტეფან ლუკოვი.

ქუჩაში გაჭენებული ცხენი დაჭერილ იქნა მეეზოვეების მიერ.

კულდაროვი, თავიდან უგრძნობ მდგომარეობაში მყოფი, გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში და შემოწმებულ იქნა ექიმის მიერ.

დარტყმა, რომელიც მან მიიღო კეფაში...

"შემდეგ! მამა, შემდეგ წაიკითხე!"

"... რომელიც მან მიიღო კეფაში, აღმოჩნდა მსუბუქი.

მომხდარის შესახებ შედგენილია ოქმი.

დაზარალებულს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება...”"

"უბრძანეს კეფა ცივი წყლით დაესველებინათ."

წაიკითხეთ ახლა? ა? აი ასე!

ახლა მთელ რუსეთში გავრცელდა! მომეცით აქ!

მიტიამ გაზეთი აიღო, დაკეცა ის და ჯიბეში ჩაიდო.

"მაკაროვებთან შევირბენ, მათაც ვაჩვენებ...

ივანიცკებსაც უნდა წავაკითხო, ნატალი ივანოვნას, ანისიმ ვასილის ძეს...

გავიქცევი! ნახვამდის!"

მიტიამ ქუდი დაიხურა და მოზეიმე, გახარებული გაიქცა ქუჩაში..

მთარგმნელი: ლევან სესიაშვილი

1- ანტონ ჩეხოვი - სიხარული 1- Anton Chekhov - Joy 1- Antón Chéjov - Alegría 1- Antoni Czechow – Radość 1- Антон Чехов - Радость

ღამის თორმეტი საათი იყო. It was twelve o'clock at night.

მიტია კულდაროვი, თმაგაწეწილი, აღელვებული, აღფრთოვანებული შეფრინდა თავისი მშობლების ბინაში და სწრაფად შემოიარა ყველა ოთახი. Mitya Kuldarov, hair-rumpled, excited, excited, flew to his parents' apartment and quickly went around all the rooms.

მშობლები უკვე დასაძინებლად ემზადებოდნენ. Parents were already getting ready for bed.

და ლოგინში იწვა და რომანის ბოლო ფურცელს კითხულობდა. Sister was lying in bed reading the last page of the novel.

გიმნაზიელ ძმებს ეძინათ. The high school brothers were sleeping.

– შენ საიდან? - გაოცდნენ მშობლები. - რა დაგემართა? - Where are you from? - Parents were surprised. - What's happened to you?

"ოჰ, არ მკითხოთ! "Oh, don't ask me!

მე არანაირად არ ველოდი! I did not expect it!

არა, მე არანაირად არ ველოდი! No, I didn't expect it at all!

ეს... ეს დაუჯერებელიცაა." This... this is unbelievable."

მიტიამ გადაიხარხარა და სავარძელში ჩაჯდა, გახარებულმა თავი ვეღარ შეიკავა. Mitya laughed and sat down in the chair, he couldn't hold back his joy.

"ეს დაუჯერებელია! "This is unbelievable!

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, შეხედეთ." You can't imagine, look."

და ლოგინიდან წამოხტა, საბანი მოიხურა და ძმას მიუახლოვდა. Sister jumped out of bed, dropped the blanket and approached her brother.

გიმნაზიელებს გაეღვიძათ. High school students woke up.

"რა დაგემართა? "What's happened to you?

შენ თავს არ გავხარ!" You're not happy!"

"ეს მე სიხარულისგან ვარ ასე, დედიკო! "I am so happy, mother!

მე ხომ ახლა მთელი რუსეთი მიცნობს! All of Russia knows me now!

მთელი! the whole!

ადრე მხოლოდ თქვენ იცოდით, რომ ამ ქვეყენაზე არსებობს კოლეჯის რეგისტრატორი დიმიტრი კულდაროვი, ახლა კი, მთელმა რუსეთმა იცის ამის შესახებ! Previously, only you knew that there is a college registrar, Dmitry Kuldarov, in this land, but now, the whole of Russia knows about it!

დედიკო! ო, ღმერთო!" Mommy! Oh God!"

მიტია წამოხტა, შემოირბინა მთელი ოთახი და ისევ დაჯდა. Mitya jumped up, ran around the room and sat down again.

"და რა მოხდა ასეთი? "And what happened like that?

გასაგებად ილაპარაკე!" Speak clearly!"

"თქვენ ცხოვრობთ, როგორც გარეული მხეცები, გაზეთს არ კითხულობთ, არავითარ ყურადღებას არ აქცევთ საჯაროობას, გაზეთებში კი ასე ბევრი რამაა შესანიშნავი! "You live like wild beasts, you don't read a newspaper, you pay no attention to publicity, and there are so many wonderful things in the newspapers!

ყველაფერი რაც ხდება, ახლა ყველასათვის ცნობილია, არაფერი არ იფარება! Everything that happens is now known to everyone, nothing is hidden!

როგორი ბედნიერი ვარ! How happy I am!

ო, ღმერთო! Oh God!

გაზეთებში ხომ მხოლოდ ცნობილ ადამიანებზე ბეჭდავენ, იქ კი ჩემზე დაწერეს." Newspapers only print about famous people, but they wrote about me."

"რას ამბობ? სად?" "What are you saying? Where?"

მამა გაფითრდა. Father fainted.

დედამ შეხედა მის სახეს და პირჯვარი გადაიწერა. Mother looked at sacred image and crossed herself.

გიმნაზიელები წამოცვივდნენ, როგორც იყვნენ, ერთნაირ ღამის პერანგებში გამოწყობილნი, თავიანთ უფროს ძმასთან მიცვივდნენ. The high schoolers came out as they were, dressed in matching nightgowns, and joined their older brother.

"დიახ! ჩემს შესახებ დაბეჭდეს! "Yes! They printed about me!

ახლა ჩემს შესახებ მთელმა რუსეთმა იცის! Now all of Russia knows about me!

თქვენ, დედიკო, შეინახეთ ეს ნომერი სახსოვრად! You, mother, keep this issue as a memory!

ხანდახან წავიკითხავთ ხოლმე. შეხედეთ!" Sometimes we will read it. look!"

მიტიამ ჯიბიდან გაზეთის ნომერი ამოიღო, გადააწოდა მამას და თითით მიანიშნა ლურჯი ფანქრით გახაზული ადგილი. Mitya took out a newspaper issue from his pocket, handed it to his father and pointed to the place marked with a blue pencil.

"წაიკითხეთ!" "Read it!"

მამამ სათვალე გაიკეთა. Father put on glasses.

"წაიკითხეთ-მეთქი!" "Read it!"

დედამ სახეზე შეხედა და პირჯვარი გადაიწერა. Mother looked at sacred image and crossed herself.

მამამ ჩაახველა და კითხვა დაიწყო. Father coughed and started reading.

"“29 დეკემბერი, საღამოს 11 საათი, კოლეჯის რეგისტრატორი დიმიტრი კულდაროვი..." "December 29, 11:00 p.m., collegiate registrar Dmitry Kuldarov..."

"ხედავთ, ხედავთ? შემდეგ!" "See, see? Next!"

"...კოლეჯის რეგისტრატორი დიმიტრი კულდაროვი, - ლუდხანიდან მომავალი, რომელიც მდებარეობს მალოი ბრონზე, კოზიხინის სახლში, და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში..." "...the collegiate registrar, Dmitry Kuldarov, - coming from porterhouse, located on Maloi Bronnaya, in the house of Kozykhin, and was being drunk..."

"ეს მე სიმონ პეტრეს ძესთან ერთად ვარ..." "This is me with Simon Peter's son..."

ყველაფერი დაწვრილებითაა აღწერილი! Everything is described in detail!

განაგრძეთ! შემდეგ! მოუსმინეთ! keep going! Then! Listen!

"...და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ფეხი დაუსხლტა და დაეცა იქვე მდგარი მეეტლის, იუხნოვის მაზრის, სოფელ დურკინელი გლეხის, ივან დროტოვის ცხენის ქვეშ. "...and being drunk, he tripped and fell under the horse of Ivan Drotov, a peasant of the village of Durkin, who was standing nearby.

შეშინებულმა ცხენმა გადააბიჯა კულდაროვს და მისი გვერდის ავლით გაათრია მარხილი, რომელშიც იმყოფებოდა მოსკოვის მეორე საამქროს ვაჭარი, სტეფან ლუკოვი. The frightened horse stepped over Kuldarov and dragged past him the sleigh in which the merchant of the second Moscow guild, Stepan Lukov, was.

ქუჩაში გაჭენებული ცხენი დაჭერილ იქნა მეეზოვეების მიერ. A galloping horse in the street was caught by the janitors.

კულდაროვი, თავიდან უგრძნობ მდგომარეობაში მყოფი, გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში და შემოწმებულ იქნა ექიმის მიერ. Kuldarov, initially unconscious, was taken to the police station and examined by a doctor.

დარტყმა, რომელიც მან მიიღო კეფაში... The blow he received in the back of the head...

"შემდეგ! მამა, შემდეგ წაიკითხე!" "Then! Father, then read it!"

"... რომელიც მან მიიღო კეფაში, აღმოჩნდა მსუბუქი. "... which he received in the back of his head, turned out to be light.

მომხდარის შესახებ შედგენილია ოქმი. A protocol has been drawn up about the incident.

დაზარალებულს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება...”" The victim received medical help...""

"უბრძანეს კეფა ცივი წყლით დაესველებინათ." "They ordered to wet the back of the head with cold water."

წაიკითხეთ ახლა? ა? აი ასე! have you read it now? a? That's it!

ახლა მთელ რუსეთში გავრცელდა! მომეცით აქ! Now spread all over Russia! Give me here!

მიტიამ გაზეთი აიღო, დაკეცა ის და ჯიბეში ჩაიდო. Mitya took the newspaper, folded it and put it in his pocket.

"მაკაროვებთან შევირბენ, მათაც ვაჩვენებ... "I will run to the Makarovs, I will show them too...

ივანიცკებსაც უნდა წავაკითხო, ნატალი ივანოვნას, ანისიმ ვასილის ძეს... I should also read to the Ivanitskas, Natali Ivanovna, Anisim Vasili dze...

გავიქცევი! ნახვამდის!" I will run away! goodbye!"

მიტიამ ქუდი დაიხურა და მოზეიმე, გახარებული გაიქცა ქუჩაში.. Mitya [ut his cap on and happily ran down the street.

მთარგმნელი: ლევან სესიაშვილი Translator: Levan Sesiashvili