×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.


image

ეკატერინე გაბაშვილი - "მაგდანას ლურჯა", 1- ეკატერინე გაბაშვილი - "მაგდანას ლურჯა"

1- ეკატერინე გაბაშვილი - "მაგდანას ლურჯა"

პირველი

მაგდანა ჯერ ძლიერ ყმაწვილი დედაკაცი იყო, როდესაც ქმარი მოუკვდა და ოთხი უსუსური ბავშვი ხელზე ულუკმაპუროდ დარჩა.

ერთადერთი ძროხა, რომელიც ამის ბავშვებს ზაფხულობით ლუკმას უსველებდა, ქმრის დამარხვას მოუნდა და სხვა სანუგეშებელი ქვეყანაზე აღარა გააჩნდა რა.

რა ექნა უბედურს ქვრივს?

რითი გამოეკვება თავისი ობლები?

სოფელი “მწირი”, სადაც მაგდანა ცხოვრობდა, იმისთანა უნაყოფო, უწყალოდ მოტიტვლებულ მინდორზე მდებარეობს, რომ იმის მცხოვრებნი დიდის ვაი-ვაგლახით შოულობენ დღიურ ლუკმას.

და, აბა, ამგვარი მეზობლები რა ხელს გაუწვდენდნენ წვრილშვილს, უვაჟკაცოდ დარჩენილ ოჯახს.

ამ უბედურ და ბუნების მხრით განწირულ სოფელს მხოლოდ ერთი ბედნიერება სჭირდა: ქალაქზე ძლიერ ახლო იყო და იქ მცხოვრები გლეხები ამ ქალაქში შოულობდნენ სამუშაოს, ბაზარს გასასაღებლად, თუ რამ ნაწარმი გააჩნდათ გასასაღებელი.

მაგდანასაც ამ სიახლოვემ უჩვენა გზა და ხელი მიჰყო იმისთანა საქმეს, რომელიც ძლიერ მძიმე და თითქმის აუტანელი იყო მისთვის.

მაგრამ რას გააწყობდა, როდესაც ოთხი ბავშვის ტირილი: “დედა, პური, დედა, პურიო!” - დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევდა და მშობელს გულს უფათრავდა.

მაგდანა სულ ერთი კვირის დაქვრივებული არ იყო, როდესაც მძიმე შავებში გახვეული, მაწვნის ქილებით ცალ მხარზე და კარგა მოდიდო რძის კოკით მეორე ხელში, გაემგზავრა ქალაქისაკენ.

რძეს მაგდანა ყიდულობდა თავის მეზობლებისაგან, საღამოობით აყენებდა მაწვნად და მეორე დილაზე გაუთენებლივ გაუდგებოდა ხოლმე ქალაქის გზას.

იქ, “იარმუკის” თავში, ტროტუარზე დაჯდებოდა, მოიხსნიდა თავის მძიმე ტვირთს, ჩამოამწკრივებდა სუფთად დახეხილ მაწვნის ქილებს, რძის ლიტრებს და თავჩაღუნული ელოდა მუშტარს.

პირველში საშინლად იტანჯებოდა საცოდავი ქვრივი, რომ ასე აშკარად, გაშლილ მოედანზე იჯდა ახალი მგლოვიარე, შავებით მოსილი და გამვლელ-გამომვლელს იწვევდა საყიდლად, მაგრამ შემდეგ შეეჩვია, მყიდველებს ღიჭინიც კი დაუწყო, მეტადრე მაშინ, როდესაც მის გვერდით სხვა ბევრი ქვრივ-ოხერიც გამოიჭიმა მაწვნის ქილებით, რძის ლიტრებით და მის ვაჭრობას შეეცილნენ.

მაგდანა იმდენს შოულობდა ამ ვაჭრობით, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო და ცარიელი ლუკმა მაინც მიეწვდინა თავის ობლებისათვის.

თუმცა სოფელი ,,მწირი” ქალაქიდან სულ ხუთ-ექვს ვერსზე იყო მოშორებული, მაგრამ ამ მცირე მანძილის გავლაც დღეში ორჯერ, მძიმე ბარგით ზურგზე, ისე სწყვეტდა საბრალო დედაკაცს, რომ ბევრჯერ შინ დაბრუნებული მაგდანა ორი-სამი საათით უღონოდ ეგდო დერეფანში და თავს დასჩხაოდნენ თავისი პატარები.

მუდმივმა მძიმე ტვირთის ზიდვამ მარჯვენა მხარი ჯერ დაუიარავა და შემდეგ ისე დაუკოჟიჟდა, რომ ყოველი ბარგის აკიდებაზე მაგდანა სიმწარით ცრემლებს ჰყრიდა და უღონოდ წაიჩოქებდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ წამს პირჯვარს გადაიწერდა და გაუდგებოდა გზას.

დედის დაბრუნებამდე ოჯახს პატრონობდა მაგდანას უფროსი გოგო, თორმეტი წლის სოფო და ჩინებულადაც პატრონობდა.

მანამ პატარა დაძმას ეძინათ, დაჰგვიდა დარბაზს, კოკებს აავსებდა დილის წყლით, წიწილ-კრუხს საზრდოს მისცემდა და, როცა პატარები გაიღვიძებდნენ, დაჰბანდა ხელ-პირს, დახეხდა სახვალიოდ საჭირო რძის ჭურჭელს და პატარა ბავშვით ხელში გავიდოდა ბანზე.

იქ მზის გულზე ჩუმად ჩხირკედელაობდა დედის დაბრუნებამდე.

ქალაქიდან მომავალი გზა ამათი სოფლის წინ კარგა მანძილზე იყო გაშლილი და შემდეგ დაღმართში იკარგებოდა;

დაინახავდა თუ არა დედას პატარა სოფო აღმართზე ამოსულს ძირს დასვამდა თავის პატარა დას, სირბილით მიეგებებოდა დედას, ჩამოართმევდა ცარიელ ქილებს, ნაყიდ ხორაგს და ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა მშობელს ტვირთს.

მაგდანას აუტანელი გაუხდა ჯაფა ზაფხულში.

მკათათვის მზის მწვავე სხივები ულმობლად სწვავდა საცოდავს თავ-პირს, ცეცხლს უკიდებდა მუდამ ფეხშიშველობით დაფათრულ ფეხებს და ერთიორად უგრძელებდა მანძილს;

მაგდანა წამდაუწუმ ისვენებდა გზაზე, ბევრჯერ დაღალულდაქანცულს კიდეც მიეძინებოდა ჩრდილოში და საღამომდე ძლივს მიაღწევდა ხოლმე თავის სოფელს.

რძის ყიდვა ადუღება, მაწვნების შეყენება უგვიანდებოდა და ერთ პირს დაძინებასაც ვერ მოასწრებდა, რომ მამლები იყივლებდნენ, და ისევ ხელახლად გზას უნდა გასდგომოდა.

ამის გამო ყოველდღე ქალაქში სიარული შეუძლებელი შეიქნა და ობლების საზრდომაც იკლო.

სოფო და დედა ნახევარზე მშივრები იყვნენ და თავის წილ ლუკმას პატარებს უზოგავდნენ.

1- ეკატერინე გაბაშვილი - "მაგდანას ლურჯა" 1- Ekaterine Gabashvili – „Magdanas Blau“ 1- Ekaterine Gabashvili - "Magdana's Donkey" 1- Ekaterine Gabashvili - "Azul de Magdana" 1- エカテリン・ガバシュヴィリ - 「マグダナズ・ブルー」 1- Ekaterina Gabaszwili – „Błękit Magdany” 1- Екатерина Габашвили - «Синяя Магдана» 1 - 叶卡捷琳娜·加巴什维利 - 《玛格达娜的蓝色》 1 - 叶卡捷琳娜·加巴什维利 - 《玛格达娜的蓝色》

პირველი

მაგდანა ჯერ ძლიერ ყმაწვილი დედაკაცი იყო, როდესაც ქმარი მოუკვდა და ოთხი უსუსური ბავშვი ხელზე ულუკმაპუროდ დარჩა. Magdana was a very young woman when her husband died and four weak children were left alone.

ერთადერთი ძროხა, რომელიც ამის ბავშვებს ზაფხულობით ლუკმას უსველებდა, ქმრის დამარხვას მოუნდა და სხვა სანუგეშებელი ქვეყანაზე აღარა გააჩნდა რა. The only cow, which used to feed the children in the summer, wanted to bury her husband and had no other consolation in the country.

რა ექნა უბედურს ქვრივს? What to do with the unfortunate widow?

რითი გამოეკვება თავისი ობლები? With what she will feed her orphans?

სოფელი “მწირი”, სადაც მაგდანა ცხოვრობდა, იმისთანა უნაყოფო, უწყალოდ მოტიტვლებულ მინდორზე მდებარეობს, რომ იმის მცხოვრებნი დიდის ვაი-ვაგლახით შოულობენ დღიურ ლუკმას. The village of "Msiiri", where Magdana lived, is located on a barren, mercilessly cultivated field, where the inhabitants earn their daily bread with the help of God.

და, აბა, ამგვარი მეზობლები რა ხელს გაუწვდენდნენ წვრილშვილს, უვაჟკაცოდ დარჩენილ ოჯახს. And, well, how could such neighbors lend a helping hand to a small child, to a family left without supporter.

ამ უბედურ და ბუნების მხრით განწირულ სოფელს მხოლოდ ერთი ბედნიერება სჭირდა: ქალაქზე ძლიერ ახლო იყო და იქ მცხოვრები გლეხები ამ ქალაქში შოულობდნენ სამუშაოს, ბაზარს გასასაღებლად, თუ რამ ნაწარმი გააჩნდათ გასასაღებელი. This unfortunate village, doomed by nature, had only one happiness: it was very close to the city, and the peasants living there earned a job in this city, to sell on the market, if they had any products to sell.

მაგდანასაც ამ სიახლოვემ უჩვენა გზა და ხელი მიჰყო იმისთანა საქმეს, რომელიც ძლიერ მძიმე და თითქმის აუტანელი იყო მისთვის. This closeness also showed Magdana the way and helped her with the work that was very difficult and almost unbearable for her.

მაგრამ რას გააწყობდა, როდესაც ოთხი ბავშვის ტირილი: “დედა, პური, დედა, პურიო!” - დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევდა და მშობელს გულს უფათრავდა. But what would she do when the cries of four children: "Mother, bread, mother, bread!" - Day and night, they did not give rest and they to tore heart out of their parent.

მაგდანა სულ ერთი კვირის დაქვრივებული არ იყო, როდესაც მძიმე შავებში გახვეული, მაწვნის ქილებით ცალ მხარზე და კარგა მოდიდო რძის კოკით მეორე ხელში, გაემგზავრა ქალაქისაკენ. Magdana had been a widow for less than a week when, wrapped in pitch black, with jars of fermented milk on one shoulder and a milk in the other hand, she set off for the city.

რძეს მაგდანა ყიდულობდა თავის მეზობლებისაგან, საღამოობით აყენებდა მაწვნად და მეორე დილაზე გაუთენებლივ გაუდგებოდა ხოლმე ქალაქის გზას. Magdana used to buy milk from her neighbors, fermented it in the evenings, and the next morning she would leave for the city road before dawn.

იქ, “იარმუკის” თავში, ტროტუარზე დაჯდებოდა, მოიხსნიდა თავის მძიმე ტვირთს, ჩამოამწკრივებდა სუფთად დახეხილ მაწვნის ქილებს, რძის ლიტრებს და თავჩაღუნული ელოდა მუშტარს. There, at the head of "Yarmuk", he would sit on the pavement, remove her heavy load, put down cleanly shredded fermented milk jars, jars of milk, and wait with her head bowed.

პირველში საშინლად იტანჯებოდა საცოდავი ქვრივი, რომ ასე აშკარად, გაშლილ მოედანზე იჯდა ახალი მგლოვიარე, შავებით მოსილი და გამვლელ-გამომვლელს იწვევდა საყიდლად, მაგრამ შემდეგ შეეჩვია, მყიდველებს ღიჭინიც კი დაუწყო, მეტადრე მაშინ, როდესაც მის გვერდით სხვა ბევრი ქვრივ-ოხერიც გამოიჭიმა მაწვნის ქილებით, რძის ლიტრებით და მის ვაჭრობას შეეცილნენ. At first, the poor widow was suffering terribly because the new mourner, dressed in black, was sitting so clearly in the open square and inviting passers-by to buy, but then she got used to it, and even began to beg the buyers, especially when many other widows stretched out next to her with jars of fermented milk, bottled milk and trying to trade.

მაგდანა იმდენს შოულობდა ამ ვაჭრობით, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო და ცარიელი ლუკმა მაინც მიეწვდინა თავის ობლებისათვის. Magdana earned so much from this trade that she would not die of hunger and would not have an empty mouth for her orphans.

თუმცა სოფელი ,,მწირი” ქალაქიდან სულ ხუთ-ექვს ვერსზე იყო მოშორებული, მაგრამ ამ მცირე მანძილის გავლაც დღეში ორჯერ, მძიმე ბარგით ზურგზე, ისე სწყვეტდა საბრალო დედაკაცს, რომ ბევრჯერ შინ დაბრუნებული მაგდანა ორი-სამი საათით უღონოდ ეგდო დერეფანში და თავს დასჩხაოდნენ თავისი პატარები. However, the village of "Meager" was five to six kilomtres away from the city, but even walking this small distance twice a day, with heavy luggage on her back, was so exhausting for the poor mother that many times when she returned home, Magdana would lie down in the corridor for two or three hours and her children would scold her.

მუდმივმა მძიმე ტვირთის ზიდვამ მარჯვენა მხარი ჯერ დაუიარავა და შემდეგ ისე დაუკოჟიჟდა, რომ ყოველი ბარგის აკიდებაზე მაგდანა სიმწარით ცრემლებს ჰყრიდა და უღონოდ წაიჩოქებდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ წამს პირჯვარს გადაიწერდა და გაუდგებოდა გზას. The constant lifting of heavy loads first hurt her right shoulder, and then it hurt her so much that every time she hung the luggage, Magdana would cry bitterly and kneel down, but then she would cross herself and get on her way.

დედის დაბრუნებამდე ოჯახს პატრონობდა მაგდანას უფროსი გოგო, თორმეტი წლის სოფო და ჩინებულადაც პატრონობდა. Before her mother's return, Magdana's eldest daughter, twelve-year-old Sofi, was the boss of the family, and she was bossing it well.

მანამ პატარა დაძმას ეძინათ, დაჰგვიდა დარბაზს, კოკებს აავსებდა დილის წყლით, წიწილ-კრუხს საზრდოს მისცემდა და, როცა პატარები გაიღვიძებდნენ, დაჰბანდა ხელ-პირს, დახეხდა სახვალიოდ საჭირო რძის ჭურჭელს და პატარა ბავშვით ხელში გავიდოდა ბანზე. Until the little sister was asleep, she would go to the hall, fill the jars with morning water, feed the chicks, and when the little ones woke up, she would wash her hands and mouth, break the bowl of milk needed for the morning, and go to on the roof with the little baby in her arms.

იქ მზის გულზე ჩუმად ჩხირკედელაობდა დედის დაბრუნებამდე. There she was quietly playing under the the sun until her mother returned.

ქალაქიდან მომავალი გზა ამათი სოფლის წინ კარგა მანძილზე იყო გაშლილი და შემდეგ დაღმართში იკარგებოდა; The road coming from the city stretched for a good distance in front of this village and then disappeared in the descent;

დაინახავდა თუ არა დედას პატარა სოფო აღმართზე ამოსულს ძირს დასვამდა თავის პატარა დას, სირბილით მიეგებებოდა დედას, ჩამოართმევდა ცარიელ ქილებს, ნაყიდ ხორაგს და ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა მშობელს ტვირთს. If little Sophie saw her mother coming up the hill, she would put her little sister down, run to her mother, grab the empty jars, the food she had bought, and lighten her parents' burden at least a little.

მაგდანას აუტანელი გაუხდა ჯაფა ზაფხულში. Magdana found it unbearable in the summer.

მკათათვის მზის მწვავე სხივები ულმობლად სწვავდა საცოდავს თავ-პირს, ცეცხლს უკიდებდა მუდამ ფეხშიშველობით დაფათრულ ფეხებს და ერთიორად უგრძელებდა მანძილს; The hot rays of the sun burned the poor woman's head and face, set fire to her feet, which were always covered with nothing, and extended the distance twofold;

მაგდანა წამდაუწუმ ისვენებდა გზაზე, ბევრჯერ დაღალულდაქანცულს კიდეც მიეძინებოდა ჩრდილოში და საღამომდე ძლივს მიაღწევდა ხოლმე თავის სოფელს. Magdana rested for a moment on the road, many times exhausted even fell asleep in the shade and barely reached her village before evening.

რძის ყიდვა ადუღება, მაწვნების შეყენება უგვიანდებოდა და ერთ პირს დაძინებასაც ვერ მოასწრებდა, რომ მამლები იყივლებდნენ, და ისევ ხელახლად გზას უნდა გასდგომოდა. Buying and fermenting milk would take so much time, so one would not even have time to sleep because the roosters were crowing, and she would have to go on the road again.

ამის გამო ყოველდღე ქალაქში სიარული შეუძლებელი შეიქნა და ობლების საზრდომაც იკლო. Because of this, it became impossible to go to the city every day, and the food for the orphans also decreased.

სოფო და დედა ნახევარზე მშივრები იყვნენ და თავის წილ ლუკმას პატარებს უზოგავდნენ. Sophie and her mother were half hungry and saved their portion of the bite for the little ones.