×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.

Peppa Pig, გოჭი პეპა - თუთიყუში პოლი - YouTube – Text to read

Peppa Pig, გოჭი პეპა - თუთიყუში პოლი - YouTube

Beginner 1 Georgian lesson to practice reading

Start learning this lesson now

მე ვარ გოჭი პეპა.

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუ.

გოჭი პეპა.

თუთიყუში პოლი.

პეპა და მისი ოჯახი ბაბუასთან და ბებიასთან სტუმრად მოვიდნენ.

- ბებია, ბაბუა.

- გამარჯობათ პატარებო.

მოდით, თქვენ სიურპრიზი გელოდებათ.

რა სიურპრიზი?

ახალი არსება.

გამოიცანით ვინ შეიძლება იყოს?

დინოზავრი?

არა, არა, ეს დინოზავრი არ არის.

შემოდით.

ბაბუამ და ბებიამ თუთიყუში შეიძინეს.

- პეპა, ჯორჯ, ეს ჩვენი თუთიყუშია.

მას პოლი ჰქვია.

პოლი ჩიტუნია.

- პოლი ჩიტუნია!

ჭკვიანი თუთიყუში.

ჭკვიანი თუთიყუში.

დედა, მე მგონი პოლი ყველაფერს იმეორებს, რასაც ბებია ამბობს.

ის ხომ თუთიყუშია.

აბა ნახე.

გამარჯობა პოლი.

გამარჯობა პოლი.

რა მშვენიერი ჩიტია.

რა მშვენიერი ჩიტია.

წამოდით, ჩაი მზადაა.

პეპა, ჯორჯ სუფრასთან, ჩვენ დღეს შოკოლადის ტორტი გვაქვს.

- მოვდივართ ბებია.

პეპას და ჯორჯს უყვართ შოკოლადის ტორტი.

მაგრამ მათ ერთი სული აქვთ, როდის ითამაშებენ პოლისთან.

- მე მოვრჩი.

- როგორი ხმაურიანები ხართ ბავშვებო.

- ბებია, შეიძლება მე და ჯორჯი პოლისთან მივიდეთ სათამაშოთ?

- თქვენ მართლა მორჩით თქვენი ტორტის ნაჭერის ჭამას?

მაშინ შეიძლება.

- ვაშა!

ჯორჯ, უთხარი რამე პოლის?

ჯორჯს ცოტათი რცხვენია.

გამარჯობა.

გამარჯობა.

პეპას და ჯორჯს ძალიან მოსწონთ პოლისთან თამაში.

მე პეპა ღრუტი ვარ.

მე პეპა ღრუტი ვარ.

ჯორჯ, ეხლა შენ.

პეპა და ჯორჯი თუთიყუშობანას თამაშობენ.

მე თუთიყუში ვარ, პოლი.

პეპა ფიქრობს, რა შეიძლება, რომ კიდევ უთხრას პოლის?

- მე ხმაურიანი თუთიყუში პოლი ვარ.

- მე ხმაურიანი თუთიყუში პოლი ვარ.

- პეპა, ჯორჯ, კარგად თამაშობთ პოლისთან?

- კი, ბებია.

- პოლი ძალიან ჭკვიანი თუთიყუშია.

- კი, ბებია.

- მე ჭკვიანი თუთიყუში ვარ.

- მე ხმაურიანი თუთიყუში ვარ.

- მე ხმაურიანი თუთიყუში.

- ო, რა მაგარია.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE