მე ვარ გოჭი პეპა.
ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.
ეს დედა ღრუტუა.
ეს კი მამა ღრუტუ.
გოჭი პეპა.
თოვლი.
დღეს პეპა და ჯორჯი სახლში ვერ ისვენებენ.
გარეთ თოვს.
- დედა, შეიძლება თოვლში ვითამაშოთ?
- დიახ, მაგრამ გარეთ ცივა, თბილად ჩაიცვით.
ვაშა!
არ დაგავიწყდეთ ქუდების დახურვა, ხელთათმანები და კაშნე.
დღეს ძალიან ცივა.
პეპამ და ჯორჯმა დაიხურეს ქუდები და გაიკეთეს კაშნე და ხელთათმანები.
სწრაფად, ჯორჯ!
პეპას და ჯორჯს უყვართ თოვლზე კვალის დატოვება.
მათ ძალიან უყვართ თოვლში თამაში.
რა ხდება?
აუ, ოი.
ჯორჯ, მოდი ვიგუნდაოთ.
პეპამ გუნდა გააკეთა.
პეპა და ჯორჯი ძალიან მხიარულობენ.
- ჯორჯ, დაბრუნდი გოჭო.
მგონი ეს ძალიან უხეში იყო.
- მაპატიე ჯორჯ.
ჯორჯ, მოდი თოვლის კაცი გავაკეთოთ.
პეპა და ჯორჯი თოვლის კაცს ძერწავენ.
თავიდან ისინი ტანს აკეთებენ.
- ჯორჯ, ეს არის მისი ტანი.
ახლა თავს აკეთებენ.
- მას სჭირდება ხელები, თვალები და პირი.
ჯორჯმა მოიტანა ჯოხები ხელებისთვის.
პეპამ კენჭები თვალებისთვის და პირისთვის.
- აი სახე.
თოვლის კაცს სჭირდება ცხვირი.
პეპამ მოიტანა სტაფილო.
ეს იქნება თოვლის კაცის ცხვირი.
მგონი თოვლის კაცი კმაყოფილია, თუმცა ალბათ ცოტა სცივა.
- თოვლის კაცს სჭირდება ტანსაცმელი.
ჯორჯმა მოიტანა ტანსაცმელი თოვლის კაცის გასათბობად.
ახლა თოვლის კაცს აქვს ქუდი, ხელთათმანები და კაშნე.
- დედა, მამა უყურეთ.
დედა ღრუტუნამ მას დაიხურა ქუდი, ჩაიცვა ხელთათმანები და გაიკეთა კაშნე.
ეს არის ყველაზე საუკეთესო თოვლის კაცი მსოფლიოში.
მგონი მამა ღრუტუ სულ გაიყინა, მას არ დაუხურავს ქუდი, არც ხელთათმანები გაუკეთებია და არც კაშნე.
- მამა, რატომ ხარ უქუდოდ, უხელთათმანოდ და უკაშნეოდ?
- ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერსად ვიპოვე.
- მე მგონი ვიცი სად არის მამას ქუდი, ხელთათმანები და კაშნე.
მამა ღრუტუს ქუდი, ხელთათმანები და კაშნე თოვლის კაცს უკეთია.