×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.

Sign Up Free
image

Peppa Pig, გოჭი პეპა - სლოკინი - YouTube

მე ვარ გოჭი პეპა.

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუ.

გოჭი პეპა.

სლოკინი.

პეპა, ჯორჯი, დედა და მამა საუზმობენ.

დღეს შესანიშნავი, მზიანი დღეა.

პეპა და ჯორჯი მოუთმენლად ელიან, როდის წავლენ სათამაშოდ.

- დედა, შეიძლება წავიდეთ სათამაშოდ?

წახვალთ მას შემდეგ, რაც ისაუზმებთ.

ჯორჯი, შენ ძალიან სწრაფად მიირთმევ.

ჯორჯმა ძალიან სწრაფად შესვა წვენი და ამიტომ ასლოკინებს.

ახლა შეიძლება წავიდეთ?

მაშინ, როცა ჯორჯი მორჩება სლოკინს.

- ჯორჯს უკვე აღარ ასლოკინებს, ხომ ასეა ჯორჯ?

კეთილი, წადით გაისეირნეთ, მხოლოდ მიაქციე ჯორჯს ყურადღება.

პეპას და ჯორჯს უყვართ ბაღში თამაში.

ჯორჯ, მე ბურთს გესვრი, შენ კი უნდა დაიჭირო.

ჯორჯ, გეყოფა სლოკინი.

ახლა შენ ისროლე ბურთი, მე კი დავიჭერ.

რა საშინელებაა, სლოკინმა თამაში ჩაგვიშალა.

- ჯორჯ, მე ვიცი როგორ უშველო შენ სლოკინს.

გააკეთე რასაც გეტყვი.

მოიფხანე თავი და დაიზილე მუცელი, სლოკინიც გაივლის.

ხო, დამიჯერე.

როგორც ჩანს, პეპას მეთოდმა ვერ გაჭრა.

- ჯორჯ, შენ ვერ გააკეთე სწორად.

მე ვიცი სხვა მეთოდი.

თავდაპირველად ახტი ცალ ფეხზე სამჯერ, შემდეგ...

შემდეგ დაიქნიე ხელები და მაჩვენე შენი ენა.

ახლა დახუჭე თვალები და სწრაფად დატრიალდი სამჯერ.

როგორც ჩანს, ამ მეთოდმაც არ გაამართლა, ჯორჯს ისევ ასლოკინებს.

- მე ვიცი როგორ ვუმკურნალო სლოკინს, უნდა რაღაცის შეგეშინდეს.

ჯორჯ, მოდი შეგაშინებ, მაგრამ შენ არ აღელდე, ეს მხოლოდ თამაშია, შენ რომ არ ასლოკინო.

დაიმახსოვრე, არ უნდა შეგეშინდეს!

- დე.

- პეპა, არ უნდა შეგეშინებინა ჯორჯი, ის ხომ პატარაა.

- მაპატიე დედა, მე უბრალოდ მინდოდა მას არ ასლოკინა.

ჯორჯს აღარ ასლოკინებს.

მამა ღრუტუს მოაქვს ორი ჭიქა წვენი.

ჯორჯ, თუ სწრაფად შესვამ წვენს, ისევ დაგასლოკინებს!

მე არ ვარ პატარა.

ამიტომ შემიძლია წვენი სწრაფად შევსვა.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE