გოჭი პეპა - სათამაშო მოედანზე - YouTube
მე ვარ გოჭი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუა. გოჭი პეპა.
სათამაშო მოედანზე.
პეპა და ჯორჯი საბავშვო მოედანზე მეგობრებთან ერთად თამაშობენ. ფისო ქენდი და პონი პედრო სათამაშო კიბეზე არიან. ბეკეკა სიუზი, ლეკვი დენი და ბაჭია რებეკა ჩამოსასრიელებელზე. პეპა კი საქანელაზე. დედა, გამაქანავე. მზად ხარ? დიახ, მინდა, რომ ძლიერად გამაქანაო, მიდი. მე დედაზე მაღალი ვარ. ჯორჯსაც უნდა საქანელაზე დაჯდომა. ახლა შენი ჯერია, ჯორჯ. მაგრად ჩასჭიდე ხელები. მე გავაქანავებ ჯორჯს. ფრთხილად, პეპა. ჰო, დედა. აბა, ჯორჯ. ჯორჯ შეეშინდა. პეპამ ჯორჯი ძალიან ძლიერად გააქანავა, ჯორჯს კი არ მოსწონს ამ სიმაღლეზე აფრენა. - პეპა, ხომ იცი, რომ ჯორჯს ასე ეშინია. - მაპატიე, ჯორჯ. - წავიდეთ, კიბეზე ავძრეთ. გამარჯობა, სიუზი, გამარჯობა, დენი. - გამარჯობა, პეპა. - თქვენ ყველაფერს არასწორად აკეთებთ. აი როგორ უნდა იქანავო საბურავზე. გაიწიეთ, მოვემზადოთ, წავიდა! ნახეთ, დავფრინავ როგორც ჩიტუნა. ვეღარ ვძვრები. პეპა გაიჭედა საბურავში. - სასაცილო არ არის. - ცოტათი ნამდვილად სასაცილოა. ჩვენ გაგათავისუფლებთ. პეპას მეგობრები ეხმარებიან. - ვაშა! დიდი მადლობა ყველას. - ჯორჯ, გინდა სათამაშო კიბეზე? სათამაშო კიბე ძალიან მაღალია. ჯორჯც კი ეშინია სიმაღლის. - მაპატიე ჯორჯ. წამოდი სასრიალოზე წავიდეთ. - ჰო, სასრიალოზე. პეპას უყვარს სასრიალოდან დაშვება, ყველას უყვარს სასრიალოდან დაშვება. - დედა მამა მიყურეთ. მოემზადეთ, ყურადღებით, წავიდა! - ჯორჯსაც უნდა სასრიალოდან დაშვება. - დარწმუნებული ხარ, ჯორჯ? სასრიალო მაღალია. კარგი, მე მოგეხმარები ასვლაში. სასრიალო ჯორჯისთვის ძალიან მაღალია. - ნუ გეშინია ჯორჯ, მე შენთან ერთად ჩამოვსრიალდები. - შენ ძალიან დიდი ხარ ჩამოსასრიალებლად. - რა სისულელე პეპა. მე არ ვარ დიდი. გაიწიეთ, მოემზადეთ, ყურადღება, წავიდა! მამა ღრუტუ გაიჭედა. - ეს სასაცილო არ არის. არა, ეს ძალიან სასაცილოა. ჰო, ცოტათი არის. ახლა ჩვენ მოგეხმარებით. მამის მუცელი ბატუტივით არის. ჯორჯს მოსწონს მამის მუცელზე ხტუნაობა. ჯორჯს სულ არ ეშინია სიმაღლის.