×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.

Sign Up Free
image

Peppa Pig, გოჭი პეპა - საყიდლები - YouTube

მე ვარ გოჭი პეპა.

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუ.

გოჭი პეპა.

საყიდლები.

პეპა და ჯორჯი საყიდლებზე მიდიან.

პეპას და ჯორჯს მოსწონთ საყიდლებზე სიარული.

ჯორჯს უყვარს ურიკაზე გადაობა.

პეპასაც უყვარს ურიკაზე გადაობა.

მამა, შეიძლება ურიკაზე დავჯდე?

პეპა, შენ დიდი ხარ ურიკისთვის.

შენ შეგიძლია მოგვეხმარო პროდუქტების ყიდვაში - რა კარგია!

- სიაში გვაქვს საყიდელი ოთხი სახლის პროდუქტი.

- პომიდორი, სპაგეტი, ხახვი და ხილი.

- ყველაფერს დავძებნი.

- აქ მოდით.

პეპას და ჯორჯს მოსწონს საყიდლების არჩევა.

- პეპა, თავდაპირველად პომიდვრებს ვყიდულობთ.

- დავინახე, დავინახე!

აი პომიდორი, დედა.

ყოჩაღ, პეპა.

ერთი, ორი, სამი, ოთხი.

ჩააწყე ურიკაში.

ესეც პომიდვრები.

ყოჩაღ, პეპა.

პომიდორი წავშალოთ.

აბა ვნახოთ, რა გვაქვს შემდეგი.

სპაგეტი.

გაკეტი.

მართალია, ჯორჯ, მაგრამ უნდა თქვა სპაგეტი.

გაკეტი.

პეპას და ჯორჯს ყველაზე მეტად უყვართ სპაგეტი.

საინტერესოა, სად არის აქ სპაგეტი?

დავინახე, სადაც დევს, მომყევით, სპაგეტი.

ნახე, დედა, აი სპაგეტი.

ყოჩაღ, პეპა, ჩადე ურიკაში.

კარგი, დედა.

გაკეტი.

ჯორჯ, უნდა თქვა სპაგეტი.

სიაში შემდეგი რა გვაქვს, პეპა?

ბურბუშელა.

ბურბუშელა არ გვაქვს სიაში.

ბურბუშელა ისედაც ბევრი გვაქვს სახლში.

იქნებ გამოიცნო, რა გვაქვს საყიდელი.

ვერ ვიხსენებ, მამა.

იქნებ ჯორჯს გაახსენდეს.

დინოზავრი.

დინოზავრი?

ჯორჯ, დინოზავრები სუპერმარკეტში არ იყიდება.

არა, ჯორჯ, სიაში შემდეგი გვაქვს ხახვი.

ხახვი ახლა გამახსენდა.

აი ხახვიც.

ყოჩაღ.

ერთი, ორი, სამი, ოთხი.

ეს ხახვია.

კარგი.

ჩვენ თითქმის ყველაფერი ვიპოვეთ.

ერთი რამ დაგვრჩა.

ყვავილი?

სიაში იყო ყვავილი?

არა, არა, ჯორჯ, სიის ბოლოში იყო ხილი.

არაუშავს, ჯორჯ, შენ შეგიძლია თავად ამოირჩიო.

სად არის აქ ხილი?

აქ არის.

რა ხილს არ ნახავთ აქ; ვაშლს, ფორთოხალს, ბანანს და ძალიან დიდ საზამთროსაც.

რომელი ხილი ავირჩიოთ, ჯორჯ?

ვაშლი?

ფორთოხალი?

ბანანი?

საზამთრო.

ეს სალაროა.

აქ მყიდველები იხდიან თანხას.

პომიდორი, სპაგეტი, ხახვი, საზამთრო, შოკოლადის ტორტი.

შოკოლადის ტორტი?

შოკოლადის ტორტი?

განა ის იყო საყიდლების სიაში?

- პეპა, შენ ჩადე ტორტი ურიკაში?

- არა დედა.

- ჯორჯ, შენ ჩადე ურიკაში ტორტი?

- არა.

- მეც არ ჩამიდია.

- აბა ვინ ჩადო?

ვიფიქრე, რომ ჩაისთან ერთად მივირთმევდით.

მამა ღრუტუ.

სასაცილო მამიკო.

მაპატიეთ, მაგრამ ისეთი მადის აღმძვრელია.

მართლა გემრიელი ჩანს.

ჩავთვალოთ, რომ ტორტიც საყიდლების სიაში გვეწერა.

შოკოლადის ტორტი.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE