×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.

Peppa Pig, გოჭი პეპა - მამას კინო კამერა - YouTube – Text to read

Peppa Pig, გოჭი პეპა - მამას კინო კამერა - YouTube

Beginner 1 Georgian lesson to practice reading

Start learning this lesson now

მე ვარ გოჭი პეპა.

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუ.

გოჭი პეპა.

მამას კინოკამერა.

ბატონი ზებრა ფოსტალიონია.

მან ამანათი მოიტანა პეპას სახლში.

- თქვენთან ამანათია ბატონო ღრუტუ.

- გმადლობ ბატონო ზებრა.

- ნახვამდის.

მე მივიღე ამანათი.

აბა ვინ გამოიცნობს რა არის ყუთში?

- დინოზავრი.

- ჯორჯ, შენ ყოველთვის და ყველაფერზე დინოზავრს ამბობ.

- ეს ყუთი ძალიან პატარაა დინოზავრისთვის.

- ვფიქრობ ამანათში სათამაშოა.

- თითქმის გამოიცანი.

- მე ვიცი რაც არის, ეს არის კამერა, სათამაშო მამა ღრუტუსთვის.

- მართალია, ეს არის კინოკამერა.

მისი დახმარებით შესაძლებელია გადაიღო ფილმები და უყურო ტელევიზორით.

შეიძლება მე ვსინჯო?

ეს ძალიან რთული ნივთია პატარა ბავშვებისთვის, მეც კი უნდა წავიკითხო ინსტრუქცია.

ეს იმაზე რთული ყოფილა ვიდრე მეგონა.

ბეკეკა სიუზის დედას აქვს კამერა, ის მას აი ასე რთავს.

ყოჩაღ პეპა.

გილოცავთ შენაძენს კინოკამერა სამი ათასი.

მზად ვარ დაგეხმაროთ პირველი ფილმის გადასაღებად.

შეიძლება ხმა გამორთოთ?

არ ვიცი.

გილოცავთ კინოკამერა სამი ათასი შეძენას.

სიუზის კამერაზე აი აქ უნდა დააჭირო, რომ ხმა გამოირთოს.

გილოცავ შენაძენს.

ყოჩაღ პეპა.

რა გადავიღო პირველად?

მე გადამიღეთ.

კარგი პეპა.

გამარჯობა, მე ვარ გოჭუნა პეპა.

ყველანი აქ მოდით.

გამარჯობა მე ვარ გოჭუნა პეპა.

კიდევ, კიდევ!

ახლავე!

გამარჯობა, მე ვარ გოჭუნა პეპა.

კიდევ, კიდევ.

იქნებ კიდევ გადავიღოთ რაიმე.

მე ვიცი, რა უნდა გადავიღოთ.

მამა ღრუტუ უნდა გავიდეს ოთახიდან, ჩვენ კი გადავიღებთ მისთვის ფილმს.

აბა იქით.

მამა ღრუტუ დაიცდის სამზარეულოში მანამ, სანამ დედა ღრუტუნა, პეპა და ჯორჯი გადაიღებენ ფილმს.

არ გვიყურო მამა ღრუტუ.

რამე უნდა ვიღონოთ.

ჯორჯ, გინდა პირველი იყო?

- მზად ხართ?

შეიძლება შემოვიდე და ფილმი ვნახო?

- მზად ვართ, შეგიძლია შემოხვიდე.

ჯორჯის და პეპაც გადავიღეთ ფილმში.

- აბა ვნახოთ ფილმი ჯორჯზე.

- დინოზავრი!

- ჯორჯი განასახიერებს დინოზავრს.

- ძალიან მრისხანე დინოზავრია.

ეს რა ხდება?

ჯორჯ შეეშინდა.

- ნუ გეშინია, ჯორჯ, ეს არ არის ნამდვილი დინოზავრი.

ეს ხომ შენ ხარ, ჯორჯ.

- დინოზავრი.

- ახლა კი ვნახოთ ფილმი პეპაზე.

- ეს ვინ არის?

- გამარჯობა, მე მამა ღრუტუ ვარ, ჰოუ ჰოუ.

- გასაგებია.

- ჩემი მუცელი ძალიან დიდია, რადგან მე ძალიან მიყვარს ორცხობილა.

- ჩემი მუცელი სულაც არაა დიდი.

- აი, ორცხობილა, მართლაც მიყვარს.

რაც უფრო ბევრს ვჭამ, უფრო დიდი მუცელი გექნება.

კეთილი, აბა რა არის შემდეგ?

ეს ჩემი უსაყვარლესი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მე ვარ!

აი ეს კი ნამდვილად მამა ღრუტუა.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE