×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.

Sign Up Free
image

Peppa Pig, გოჭი პეპა - განძის ძებნა - YouTube

მე ვარ გოჭი პეპა.

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუ.

გოჭი პეპა.

განძის ძებნა.

ბებიამ და ბაბუამ პეპასთვის და ჯორჯისთვის მოიფიქრეს თამაში განძის ძებნა.

ბებია ხატავს რუკას.

ბაბუა კი განძს მარხავს ეზოში.

- ბაბუ ღრუტუ, უკვე მორჩი?

პეპა და ჯორჯი მალე მოვლენ, სულ მალე.

პანიკის გარეშე, ბებო.

აი პეპა და მისი ოჯახიც.

- იჩქარე, ბაბუ, ისინი აქ არიან.

- თითქმის მზად არის.

ბაბუა ღრუტუ მოასწროს საქმის დასრულება.

- ბებო, აი ჩვენც.

- ბებია.

- გამარჯობათ, პატარებო.

- ბაბუა!

- ბაბუა!

ყველანი გემბანზე!

- პეპა და ჯორჯ, ჩვენ თქვენთვის თამაში მოვიფიქრეთ.

- ბაღში სადღაც განძია ჩაფლული.

- განძი?

კი მაგრამ, სად?

- თქვენ კი უნდა იპოვოთ.

- აი აიღე რუკა პეპა.

- ჯორჯი დაიხურავს მეკობრის ქუდს.

კაპიტანი ჯორჯი ვახტაზე დგას.

- რუკა რთული ამოსახსნელია.

მამა, დამეხმარები?

- რა თქმა უნდა, პეპა, მე ვერკვევი რუკებში.

მართლაც რთული ყოფილა.

მამა ღრუტუ, რუკა უკუღმა გიჭირავს.

ჰო ჰო შევამჩნიე.

რა ადვილი ყოფილა.

წითელი ჯვარი აღნიშნავს განძის ადგილს.

ჰო მაგრამ ეს ორი ვაშლის ხე სად იზრდება?

არ ვიცი.

გინდათ მინიშნება მოგცეთ?

გვინდა.

მინიშნება ბოთლშია? მაგრამ სად არის ბოთლი?

მე ვხედავ.

პეპამ იპოვა პირველი მინიშნება წერილი ბოთლში.

- შეხედეთ, აი ბოთლი!

- ყოჩაღ პეპა, რა წერია ფურცელზე?

ეს მეკობრეების დაწერილია.

- დედა, შეგიძლია მეკობრულად წაიკითხო?

- ამ მეკობრეებს საშინელი ხელწერა აქვთ.

- არა, არა, მეკობრეები ლამაზად წერენ.

- ჰო მაგრამ ვერაფერს ვერ ვარჩევ.

- მათ ნათლად მიგვანიშნეს, გაყევით ისრებს.

- ისრებს გაყევით.

ჯორჯმა მეორე მინიშნება იპოვა.

ჯოხებისგან დამზადებული ისრები.

- ისრები იქითკენ მიანიშნებენ.

პეპა და ჯორჯ ისრებს მიყვებიან.

- შეხედე, ჯორჯ, გასაღები.

პეპამ კიდევ ერთი მინიშნება იპოვა, გასაღები.

- ყოჩაღ, პეპა! ახლა დარჩა სკივრის პოვნა და ბოქლომის გახსნა.

- აქ მეტი მინიშნება არ არის.

- იქნებ უკეთესად გავშიფროთ რუკა, შეხედე, პეპა, მასზე ორი ვაშლის ხეა გამოსახული.

- აი ვაშლის ხე, აი კიდევ. ესე იგი, განძი სადღაც აქ არის.

ახლავე ვნახავთ.

რა ხდება?

ვფიქრობ, აქ არაფერი არ არის.

მოიცადეთ, მგონი აქ რაღაც არის.

- განძი.

- ვაშა!

- ყველანი ყოჩაღები ხართ.

- მე კი გასაღები მაქვს.

- მაგარია, დაუჯერებელია.

ოქროს მონეტები.

ეს ხომ მთელი ქონებაა.

- არა, უფრო უკეთესი, ეს ოქროს კი არა, შოკოლადის მონეტებია.

- აქ იმდენი მონეტაა, რომ ყველას გვეყოფა.

- მაგარია! - ვაშა!

პეპას და ჯორჯს უყვართ შოკოლადის მონეტები, ყველას უყვარს შოკოლადის მონეტები.

- ბებო, ბაბუ, ეს იყო საუკეთესო განძი მსოფლიოში.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE