×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.

New Year Sale Up to 50% off
Sign Up Free
image

Peppa Pig, გოჭი პეპა - დინოზავრი დაიკარგა - YouTube

მე ვარ გოჭი პეპა.

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუა.

გოჭი პეპა.

დინოზავრი დაიკარგა.

დინოზავრი ჯორჯის საყვარელი სათამაშოა.

- დინოზავრი.

ჯორჯს უყვარს თავისი დინოზავრი.

ზოგჯერ ჯორჯი პეპას დინოზავრით აშინებს.

აუ, როგორ მეშინია.

ვახშმობის დროს, დინოზავრი ჯორჯის გვერდით ზის.

- უკაცრავად, ეს შენ ხარ, ჯორჯ, თუ დინოზავრი? ვინ თქვა ეს?

- დინოზავრი.

ძილის წინ, ჯორჯი დინოზავრთან ერთად ღებულობს აბაზანას.

- ტკბილი ძილი, პეპა.

- ძილი ნებისა, დედა.

- ტკბილი სიზმრები, ჯორჯ, და დინოზავრსაც ასევე.

როცა ჯორჯი მიდის დასაძინებლად, თან მიხევს თავისი დინოზავრიც.

ყველაზე ძალიან ჯორჯს უყვარს, როცა დინოზავრს ჰაერში ისვრის.

და შემდეგ იჭერს, როცა ძირს ეშვება.

პეპა და მამა ღრუტუ ჭადრაკს თამაშობენ.

- მე მოვიგე.

- ყოჩაღ პეპა.

- ჯორჯ.

- რა მოხდა ჯორჯ?

- დინოზავრი.

- ჯორჯი, შენ დინოზავრი დაკარგე?

ჯორჯმა დინოზავრი დაკარგა.

- არაუშავს ჯორჯ, ჩვენ ვიპოვით დინოზავრს.

ეს გამომძიებლის საქმეა.

მამა, და ვინ არის გამომძიებელი?

გამომძიებელი ძალიან მნიშვნელოვანი პირია.

ის ყველაფერს პოულობს.

მე, მე, მე ვიცი ყველაფერი როგორ ვიპოვო.

კარგი პეპა, შენ იქნები გამომძიებელი.

ჯორჯ, მე ვიქნები გამომძიებელი.

მე ვიპოვი შენს დინოზავრს, ხო?

იქნებ გამომძიებელმა ჯორჯს შეკითხვები დაუსვას.

ჯორჯ, სად არის შენი დინოზავრი?

ჯორჯმა არ იცის სად არის დინოზავრი.

გამომძიებელმა თვითონ უნდა იპოვოს დინოზავრი.

მე ვიცი სად არის.

ჯორჯმა თავისი დინოზავრი აბაზანაში წაიყვანა.

ესე იგი, დინოზავრი აბაზანაშია.

აბაზანაში დინოზავრი არ აღმოჩნდა.

- ვიცი მე სად არის.

დინოზავრი საწოლში ჩაიწვინა ჯორჯმა, ესე იგი, საწოლში იქნება.

აქ არის ხო.

საწოლში დინოზავრი არ აღმოჩნდა.

- იქნებ ბაღში მოგვეძებნა.

კი, ბაღშია, ასეც ვიცოდი.

აბა სად არის?

სად არის დინოზავრი?

დინოზავრის მოძებნა ძალიან ძნელი საქმე აღმოჩნდა.

დინოზავრი ვერსად ვერ იპოვეს.

ჯორჯ, შენ ხომ გიყვარს დინოზავრის ჰაერში ასროლა?

იქნებ შენ ისროლე ძალიან მაღლა.

აი ისით, აი ისით.

მე პირველმა დავინახე.

ყოჩაღ, პეპა!

შენ საუკეთესო გამომძიებელი ხარ.

დინოზავრი.

ჯორჯი ძალიან კმაყოფილია, რომ დინოზავრი ისევ მასთან არის.

- იქნებ არ ღირს ხის ძირას დინოზავრით თამაში ჯორჯ.

- დინოზავრი.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE