×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.

image

Peppa Pig, გოჭი პეპა - ახალი მანქანა - YouTube

გოჭი პეპა.

ახალი მანქანა.

დღეს პეპა და მისი ოჯახი სასეირნოდ მიდიან თავისი წითელი მანქანით.

- იქნებ ჭერი გადავხადოთ?

- დიახ, დავუშვათ.

პეპას და ჯორჯს უყვართ თავისი მანქანა.

- აბა ყველანი მზად ხართ?

- მზად ვართ.

- წავედით.

- მე მიყვარს ჩვენი მანქანა.

მასაც უყვარვართ, მართალია?

ჰო, არა, მგონი მანქანას რაღაც ვერ აქვს კარგად.

რა ხდება მამა?

არ ვიცი.

წავიყვანოთ ბაბუა ძაღლთან, ის შეაკეთებს.

მართალია დედა ღრუტუნა.

ბაბუა ძაღლი მუშაობს ავტოსახელოსნოში.

მას ნებისმიერი მანქანის შეკეთება შეუძლია.

მამა ღრუტუ, მგონი თქვენს მანქანას რაღაც ვერ აქვს საქმე კარგად.

შეგიძლიათ შეაკეთოთ ბაბუა ძაღლო?

დიახ, მაგრამ ამაზე მთელი დღე წავა.

მთელი?

ჩვენ გვინდოდა მანქანით გასეირნება.

არაუშავს, სანამ შევაკეთებ, ეს მანქანა წაიყვანეთ.

ვაშა!

გმადლობ, ბაბუა ძაღლო.

გადავხადო ჭერი?

მიდით.

ვაჭერ წითელ ღილაკს.

რა ჭკვიანი მანქანაა.

როდესაც დაბრუნდებით, ყველაფერი მზად იქნება.

გმადლობ, ბაბუა ძაღლო, ნახვამდის.

ნახვამდის.

ნახვამდის, დროებით.

პეპას და მის ოჯახს მოსწონთ ახალი ლურჯი მანქანა.

ამ მანქანას იმდენი ღილაკი აქვს.

რისთვის არის მწვანე ღილაკი, მამა?

ვნახოთ.

სასწაული ფანჯრები.

მამა, შეგიძლია დაუშვა სასწაული ფანჯრები?

რისთვის არის ლურჯი ღილაკი?

არ ვიცი, ვნახოთ.

კარგი მანქანაა.

დავიტოვოთ?

არა, ის ჩვენი არ არის, პეპა, ჩვენ ერთი დღით ავიღეთ.

ო არა, მე მგონი წვიმა იწყება.

დიახ, ავწევ ჭერს.

რომელი ღილაკია საჭირო?

ნეტავ, რომელი ღილაკია საჭირო, ალბათ ეს.

ახალმა მანქანამ გაწუწა მამა ღრუტუ.

სასაცილო მამა.

მამა ღრუტუს დაავიწყდა, რომელი ღილაკი სწევს ჭერს.

- წითელი, მოსინჯე.

- ვაშა!

- მაგრამ წვიმამ უკვე გადაიღო.

- მოდი, დაუშვათ ჭერი.

- კარგი.

- რომელი ღილაკია?

- წითელი.

- ვაშა!

ბაბუა ძაღლმა შეაკეთა მანქანა.

- მანქანა მზად არის.

- ვაშა!

- გმადლობ ბაბუა ძაღლო.

- გმადლობ მამა ღრუტუ.

- ნახვამდის.

- ნახვამდის.

- ნახვამდის, დროებით!

- რა კარგია ძველ მანქანაში?

- მე მომეწონა ახალი მანქანა, მაგრამ ძველი უფრო მიყვარს.

ჩვენ მანქანასაც ძალიან უყვარვართ, ხომ მართალია?

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE