×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.

image

LingQ Mini Stories, 35- ძაღლი, რომელსაც მაქს ეძახიან

ჩემს შვილს მანამდე ძაღლი არ ჰყოლია.

შემდეგ მან აიყვანა ძაღლი, სახელად მაქსი.

ჩემს შვილს მაქსი ძალიან უყვარდა.

მაქსი პატარა, საყვარელი ძაღლი იყო.

ლეკვობისას უყვარდა სირბილი და თამაში.

ჩემი შვილი და მაქსი ყოველთვის ერთად თამაშობდნენ.

მაქსს უყვარდა გაჭუჭყიანება.

ამიტომ ჩემი შვილი ხშირად ასუფთავებდა მას და ჭრიდა გრძელ, ჭუჭყიან ბეწვს.

მაქსმა დიდხანს იცოცხლა.

თხუთმეტი წლის იყო, როცა გარდაიცვალა.

თქვენს წინაშეა იგივე ამბავი, მოთხრობილი სხვაგვარად

მომავალ წელს ძაღლს ავიყვან.

ჩემი ძაღლის სახელი იქნება მაქსი.

მაქსი ძალიან შემიყვარდება.

ის პატარა, საყვარელი ძაღლი იქნება.

მაქსი ლეკვობის დროს ბევრს ირბენს და ითამაშებს.

მე და მაქსი ყოველთვის ერთად ვითამაშებთ.

მაქსი ალბათ ძალიან გაბინძურდება ხოლმე.

ამიტომ ხშირად გავწმენდ და გრძელ, ჭუჭყიან ბეწვს მოვჭრი.

მაქსი დიდხანს იცოცხლებს.

ის, ალბათ, თხუთმეტი წლის იქნება, როცა გარდაიცვლება.

კითხვები

პირველი: შვილს აქამდე ძაღლი არ ჰყოლია.

რა არასოდეს ჰყოლია შვილს? შვილს აქამდე ძაღლი არ ჰყოლია

მეორე: შემდეგ მან აიყვანა ძაღლი, სახელად მაქსი.

რა ჰქვია ძაღლს? ძაღლს მაქსი ჰქვია.

მესამე: მაქსი პატარა, საყვარელი ძაღლი იყო.

მაქსი დიდი ძაღლი იყო? არა, მაქსი დიდი ძაღლი არ იყო. ის პატარა ძაღლი იყო.

მეოთხე: მაქსს უყვარდა სირბილი და თამაში, როდესაც ის ლეკვი იყო.

რისი გაკეთება უყვარდა მაქსს? მაქსს უყვარდა სირბილი და თამაში, როცა ლეკვი იყო.

მეხუთე: მაქსი და ვაჟი ყოველთვის ერთად ითამაშებენ.

ითამაშებს ვაჟი მაქსთან? დიახ, ვაჟი და მაქსი ყოველთვის ერთად ითამაშებენ.

მეექვსე: მაქსი ალბათ ძალიან გაბინძურდება.

რას გააკეთებს მაქსი? მაქსი ალბათ ძალიან გაბინძურდება.

მეშვიდე: ვაჟი მაქსს ხშირად გაასუფთავებს.

შვილის დედა მაქსს ასუფთავებს? არა, ის არ დაასუფთავებს. მაქსს ვაჟი გაასუფთავებს ხშირად.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE