×

Wir verwenden Cookies, um LingQ zu verbessern. Mit dem Besuch der Seite erklärst du dich einverstanden mit unseren Cookie-Richtlinien.

image

ბლეიდრანერი 2049, 2- ბლეიდრანერი 2049

2- ბლეიდრანერი 2049

— იმედია, არ გეწყინებათ, რომ დაუკითხავად შემოვედი.

ვეცადე, სახლში ტალახი არ შემომეტანა.

— ტალახს არაუშავს.

მაგრამ შენ ვიზიტზე რა გითხრა.

პოლიციიდან ხარ?

— თქვენ სეპერ მორტონი ხართ? სერიული ნომრით NK68514?

— მე ფერმერი ვარ.

— ჰო, შევამჩნიე. რა მოგყავთ?

— პროტეინს ვამუშავებ. უოლასის მეტოდით.

— და რისი სუნია?

— რაც ჩემთვის მომყავს. ნივრის.

— ნივრის?

— გასინჯავთ?

— არა, გმადლობთ.

მირჩევნია ჯერ რთული საქმე გავაკეთო და მხოლოდ მაგის შემდეგ ვჭამო.

დიდი ხანია აქ ხართ?

— ოცი წლიდან.

— მაგრამ ყოველთვის ფერმერი არ ყოფილხართ?

თქვენი ჩანთა. კოლონიიდან წამოღებული ინვენტარია. სამხედრო აღჭურვილობა.

სად მსახურობდით? კალანტზე?

რთული გზა გამოგივლიათ.

— დაკავებული ვარ?

თუ ტესთს ჩამიტარებთ?

— მისტერ მორტონ, თუ წინააღმდეგობას არ გამიწევთ,

მაშინ დიახ, უბრალოდ დაგაპატიმრებთ.

ხომ იცოდით, რომ ადრე თუ გვიან მოგაკითხავდენ.

სამწუხაროდ მე გამომგზავნეს.

— უკვე სულერთია.

— მოკლედ რახან წინააღმდეგი არ ხართ,

მაღლა და მარცხნივ იყურეთ თუ შეიძლება.

გთხოვთ, ადგომა არ ცადოთ.

— რას გრძნობ როცა შენიანებს კლავ?

— ჩემიანებს არ ვკლავ, ახლები არ იმალებიან.

ძველი მოდელებისგან განსხვავებით.

— თქვენ ახლები ამ მონობითაც კმაყოფილდებით.

იმიტომ რომ სასწაული არ გინახავთ.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE