ია შუღლიაშვილი - ძეგლად გადმომეფარე
აი და რა რიგად გიხდება
ლოყის ძირას ხალია
მოდი და გვერდით მამიჯექ და
დამიმშვენე მხარია.
რა კარგი ხარ რა კარგი
შუშფარა და მჩქეფარე
როცა მოვკვდე გენაცვალე
ძეგლად გადმომეფარე.
უწინ ჩემი ვარდი იყავ
ახლა დარდი ხარ
ახლოს აღარ მეკარები და
გან-გან გარბიხარ.
აბა მითხარ, ჩემზე კარგი სხვა რომელია?
უშენობით და ჰარაქათიც და გამამელია
არ იცოდი და სიყვარული და რას მედებოდი
ღამ-ღამობით ჩემს ქუჩაზე და რას დაძვრებოდი.
აი და რა რიგად გიხდება
ზოლიანი და ხალათი
გულში არასდროს გაივლო
ბიჭოვ ჩემი და ღალატი.
რა კარგი ხარ რა კარგი
შუშფარა და მჩქეფარე
როცა მოვკვდე გენაცვალე
ძეგლად გადმომეფარე.