×

Wir verwenden Cookies, um LingQ zu verbessern. Mit dem Besuch der Seite erklärst du dich einverstanden mit unseren Cookie-Richtlinien.

image

Peppa Pig, გოჭი პეპა - საუკეთესო მეგობრები - YouTube

მე ვარ გოჭი პეპა.

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუ.

გოჭი პეპა.

საუკეთესო მეგობრები.

პეპა თავის საუკეთესო მეგობარს, ბეკეკა სიუზის ელოდება.

- გამარჯობა სიუზი.

- გამარჯობა პეპა.

ბეკეკა სიუზი პეპასთან სათამაშოდ მოვიდა.

პეპას უყვარს სიუზი, სიუზის უყვარს პეპა.

ისინი საუკეთესო მეგობრები არიან.

- პეპა, იქნებ შენ და სიუზიმ შენს ოთახში გააგრძელოთ თამაში?

- კარგი დედა.

ჯორჯსაც უნდა თამაში.

პეპას და სიუზის უყვართ პეპას ოთახში თამაში.

ჯორჯსაც უყვარს.

- არა ჯორჯ, ეს თამაში დიდებისთვისაა.

წადი შენი სათამაშოებით ითამაშე!

პეპას და სიუზის მარტო თამაში უნდათ.

- მე ვიქნები ჯადოსნური პრინცესა.

მე დავიქნევ ჯადოსნურ ჯოხს.

და გადაგაქცევ ბაყაყად, აი ასე.

ჯორჯს არ უყვარს მარტო თამაში.

ჯორჯს უნდა, რომ ბავშვებთან ერთად ითამაშოს: - არა, ჯორჯ!

მე სიუზისთან ერთად ვმუშაობ, წადი სხვაგან ითამაშე.

ჯორჯს პეპასთან ერთად უნდა, რომ ითამაშოს, მარტო თამაშით მოიწყინა.

- ჯორჯ, დახმარება მჭირდება, მე ვამზადებ შოკოლადის ორცხობილას.

უნდა გამოვჭრათ ფორმები.

მოდი დამეხმარე.

ჯორჯს უყვარს, როცა ეხმარება დედას სამზარეულოში.

მაგრამ პეპასთან თამაში უფრო უყვარს.

- მე ფერშალი ვიქნები.

- მე ექიმი ვიქნები.

- და ავადმყოფი ვინ იქნება?

- ჯორჯი.

პეპას და სიუზის უყვართ ექიმობანას თამაში.

როგორც ჯორჯს.

პეპა სინჯავს ჯორჯს.

- აბა ჯორჯ, ღრმად ჩაისუნთქე და ჩაახველე.

გული რაღაც არ მომწონს, პასტელის მიკვრა მოგიწევს.

პირი გააღე.

სიუზი ჯორჯს ტემპერატურას უზომავს.

- შენ ძალიან ცხელი ხარ.

სამი წელი მოგიწევს ლოგინში წოლა, სამი წელი.

მამა ღრუტუ ჯორჯს ეძებს.

- არა, ეს რა სჭირს ჯორჯს?

- ნუ გეშინია მამა, ჩვენ ვთამაშობთ და ჯორჯი ჩვენი პაციენტია.

- გასაგებია.

შეიძლება თქვენი პაციენტი მოვინახულოთ?

- ოღონდ დიდი ხნით არა, ის შეიძლება გადაიღალოს.

- ორცხობილა!

- დიახ, ეს ჯორჯის წამალია, რომ ადვილად მორჩეს.

გვაპატიეთ ექიმო, მე დახმარება მჭირდება, მუცელი მიბღუის.

როგორ მეღუტუნება.

- იქ ისეთი ამბავია მამა, მე მგონი შენ გშია.

- ესე იგი რომ გამოვჯანმრთელდე ორცხობილა უნდა შევჭამო.

- მეც.

- მეც.

- და მეც.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE