×

Wir verwenden Cookies, um LingQ zu verbessern. Mit dem Besuch der Seite erklärst du dich einverstanden mit unseren Cookie-Richtlinien.

image

Peppa Pig, გოჭი პეპა სანაპიროზე - YouTube

გოჭი პეპა სანაპიროზე - YouTube

– მე ვარ გოჭი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუა.

გოჭი პეპა

სანაპიროზე

პეპა და მისი ოჯახი სანაპიროზე გაემგზავრნენ. პეპას და ჯორჯს უყვართ სანაპიროზე სიარული.

– ძალიან ბევრი ნივთი გვაქვს. ვშიშობ რამე არ დაგვავიწყდეს.

– ქოლგა, ჩანთა, პირსახოცი, სათლები, ნიჩბები და გასაბერი ბურთი.

– ჰო, მაგრამ, სანამ თამაშს დაიწყებდეთ უნდა წაგისვათ მზის დამცავი საცხი.

სანაპიროზე ძალიან ცხელა. ამიტომ პეპას და ჯორჯს დედა ღრუტუნამ დამცავი საცხი წაუსვა.

– მოდი შევამოწმოთ ჩვენი ბურთი, თითქოს ყველაფერი წესრიგშია.

რა შესანიშნავი ბურთია!

– ჯორჯ, ბურთი მესროლე და მე დავიჭერ. ჯორჯ, დაიჭირე!

ეს რა ხდება? ჯორჯ ძალიან პატარაა და ბურთს ვერ იჭერს.

– არაფერია, ჯორჯ! გინდა შენ და პეპამ წყალში ითამაშოთ?

– გვინდა, მამა!

– ჩამოიცვი სამკლავურები. აი ასე! ჯორჯ, ძალიან გიხდება სამკლავურები!

– მეც გამიკეთე!

– მორჩა! აი ახლა შეიძლება წყალში თამაში.

– წყალი ცივია?

– სულაც არა, თბილია! საკმარისია!

– შენ პირველმა დაიწყე, მამა ღრუტუ.

– საკმარისი წუწაობა!

– მამა, სანაპიროზე ყოფნა მიყვარს.

პეპას და ჯორჯს უყვართ სანაპიროზე ყოფნა. ყველას უყვარს სანაპიროზე ყოფნა.

– პეპა, ჯორჯ, გინდათ თქვენი სათლებით ითამაშოთ?

– გვინდა, დედა!

– მამა, მამა, შეიძლება ჩაგფლათ ქვიშაში? გთხოვ, მამა!

– კარგი, კარგი!

– კარგია!

პეპა და ჯორჯი მამას ქვიშას აყრიან.

– ცოტა ფრთხილად!

– ეყოფა!

– ახლა კი ვერსად გაიქცევი.

– თავზე დამცხა, ჩემი მზის ქუდი მოიტანე, პეპა.

– შენ არ გითქვამს სიტყვა "გთხოვ".

– გთხოვ, მომიტანე ქუდი.

– კარგი, მამიკო.

– გმადლობ, მოდი ცოტათი წავთვლემ.

– ჯორჯ, მოდი გავაკეთოთ ქვიშის მაფინები.

პეპა და ჯორჯი ქვიშის მაფინებს აკეთებენ.

– ჯერ ავსებ სათლს ქვიშით, შემდეგ გადმოაბრუნებ. დაუკაკუნებ და ამოსწევ სათლს, ხედავ? გამოვიდა!

ქვიშის მაფინი.

– აი ასე.

კიდევ ერთი მაფინი.

– პეპა, ჯორჯ, სახლში მივდივართ! თქვენი ნივთები არ დაგავიწყდეთ. შეამოწმეთ? რამე ხომ არ გრჩებათ?

– პირსახოცი, ჩანთა, ქოლგა, გასაბერი ბურთი... ყველაფერი ავიღეთ!

– რაღაც გვრჩება... ჰო, ქუდი დაგავიწყდა!

– მამა, გვავიწყდებოდა მამა!

– ჰო, მამა ღრუტუ გვავიწყდებოდა.

– რა ხდება?

– მამა, კინაღამ დაგვავიწყდი! მაგრამ ჯორჯ გაახსენდი.

– მოხარული ვარ, რომ ჯორჯს გავახსენდი.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE